პატარა რაცხა მეც მაქვს, მარტივი
ე.ი.
ქარხნის მოხუცი დარაჯი ღამის მორიგეობის მერე მივიდა დირექტორთან და უთხრა:
-წუხელ სიზმარში ვნახე, ჩვენს ქარხანაში მანქანა-დანადგარები ახლებურად იყო განლაგებული, - და დაწვრილებით უამბო სიზმარი.
დირექტორმა რაღაც ჩაიწერა და უთხრა:
-ეს სერიოზული საქმიანი წინადადებაა და ჩვენ ამას განვიხილავთ, - და დაუმატა - განა ეს თქვენ მართლა სიზმარში ნახეთ?
-გეფიცებით ყველაფერს...
იმავე საღამოს კრებამ დარაჯის წინადადება მნიშვნელოვნად სცნო.
მეორე დღეს მოხუც დარაჯს ბრძანებით მადლობა გამოეცხადა. დაიწერა კიდევ ერთი ბრძანება, რომლის საფუძველზეც იგი სამსახურიდაბ გაათავისუფლეს, ქარხნის პროფკავშირმა კი აღძრა შუამდგომლობა მისი პენსიის გაზრდის შესახებ.
კითხვა: რისთვის გამოუცხადეს დარაჯს მადლობა; რატომ გაათავისუფლეს სამუშაოდან და რატომ აღძრეს შუამდგომლობა პენსიის მომატების შესახებ?
Green Lady Bird..
I'm Not There..