ეს იდეა მიზეზთა გამო ძალიან შეფერხებულა, PM-ით ვესაუბრე ამ თემის ავტორს და დაწვრილებით ამიხსნა რა და როგორ, გულდასაწყვეტია, მაგრამ არა გულგასატეხი...
ეხლა ერთი ასეთი ამბავი მინდა გითხრათ და თუ მოვახდენთ ორგანიზებას, ძალიან კარგი...
--
ისე მოხდა რომ, ერთმა ახლობელმა დაიწყო მუშაობა გარემის დაცვის სამინისტროში და იმ დღეს გვქონდა საუბარი რაღაცრუღაცეებზე და საუბრისას გაირკვა რომ, ნერგების შოვნა ფორუმის ტყის იდეის განსახორციელებლად პრობლემა არ უნდა იყოს, იქნებ წამოვწიოთ ეს საქმე და განმეორებით ვცადოთ განხორციელება???...
ამას გარდა გარემოს დაცვის კუთხით აპირებენ რიგი ღონისძიებების გატარებას, მათ შორის ცელოფანის პარკის ხალხსი მტრად გამოცხადებას (

), ხუმრობა იქეთ იყოს და საჭირო საქმეა, ქარის დროს ხეებზე გირლიანდებივითაა სხვადასხვა ფერის ცელოფნის პარკები ახუნძლული...
ასევე რიგი ტერიტორიების დასუფთავებას, გამწვანებას და ეკოლოგიური კუთხით ჩვენი სასიცოცხლო გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესებას...
ფორუმზე ძალიან ბევრი აქტიური ადამიანია, თუ დაინტერესება იქნება, იქნებ მივიღოთ მონაწილეობა ამ პროექტებში, თუ რამეა შეკრებაზეც მივიდეთ გარემის დაცვაში და ადგილზე გავეცნობით რა და როგორ...
მოკლედ, შევაჯეროთ წინადადებები, იქნებ რამე პროექტი ვინმეს აქვს ეკოლოგიის და გარემოს დაცვის კუთხით, ნუ ფორუმის ტყე თავისთავად და ეგება რამე გამოგვივიდეს???
თუ რომელიმე თქვენგანი ითავებს ამ საკითხებში ფორუმელთა ორგანიზებას, მეც ერთერთი მისი რიგითი მონაწილე და მხარდამჭერი ვიქნები...
აბა რას იტყვით ამის თაობაზე???