Fe_maleTobuldarannakM&Msexi-bicolanonikoგაუმარჯოს ახალგაზრდა ნატურალისტებს
დღეს ნუკრიანში ვიყავი - ამ სითბოებში კვირტებიც კი გამოუვიდა ზოგიერთს: როგორც მითხრეს ცაცხვს და თხილს (ეგენი იწყებენ ადრე ყვავილობასო); ეს კარგი არ არის, მერე ისევ თუ იქნება ყინვა, ამ კვირტებს სულ დააზრობს

მოკლედ ცუდზე ნუ ვიფიქრებთ, მთავარია ნერგები ჯერ-ჯერობით კარგად გრძნობენ თავს.
ასევე გადაწყვიტეს, რომ წელს არ გადარგავენ, ჯერ პატარები არიან და საქონელმა არ გადაჯეგოსო. კიდევ ერთი წელი იქნებიან სკოლის ეზოში და მომავალი წლის გაზაფხულზე გადავიტანოთ სკოლის უკანა ეზოში.
22 აპრილი არის დედამიწის დაცვის დღე, ხოდა ნუკრიანის სკოლა დიდ ეკო-დღის მოწყობას აპირებს: იბარებენ მაკულატურას
(სხვათაშორის ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივა" ასეთ სერვის სთავაზობს ორგანიზაციებს და დაინტერესებულ პირებს: თუ ორგანიზაცია შეაგროვებს მაკულატურას (არ უნდა იყოს კარდონი და სტეპლერის ტყვიებიანი ქაღალდი) ყოველი თვის ბოლოს რეკავთ სპეც. ნომერზე, მოდიან და მიაქვთ ქაღალდი ხელმეორე გადამუშავებისთვის, ჩემი სამსახური უკვე გადავიდა მაკულატურის შეგროვებაზე) 
გარდა ამისა კიდევ აპირებენ მოიძიონ ცაცხვის, კაკლის (მოკლედ არა ხეხილი) ნერგები და ისინიც გამოზარდონ, შემდგომ სკოლის სტადიონის გარშემო დასარგავად; ასევე იმ დღეს დაასუფთავებენ სკოლის და სტადიონის მიმდებარე ტერიტორიას.
მოკლედ ამ ფორუმული ნერგების დარგვას, ჩანს რაღაც გამოცოცხლება მოყვა. ეს თქვენი დამსახურებაა

ჰა რავარი პატაკი ჩაგაბარეთ?
პ.ს. რადიკალს რაღაც ეტაკა, ფოტოები არ იტვირთება და ცოტა გვიან დავამატებ დანარჩენს.
ერიჰაა...