ააა... მეთქი რა 11 აგვისტო

სად ვიყავი და მანქანაში. რუსთაველზე. რომ მითხრეს, რუსები დაიძრნენო, დავიძარი მეც სახლისკენ

ჩემები იყვნენ სახლში, ვერ დავურეკე და ინერვიულებენ-თქო, გავვარდი ეგრევე.
გზად ერთი მეგობარი ვნახე, მაინც, ყოველი შემთხვევისთვის, ხვალ რომ ვეღარ გნახო-თქო

(ყველანაირი ცრემლების და სენტიმენტების გარეშე, მიუხედავად იმისა, რომ მეშინოდა)
რუსთაველიდან საბურთალომდე ისეთი ამბავი იყო, ვიფიქრე, მარტო მე ვრჩები ამ ქალაქში-თქო

ცოტა გამიტყდა - პანიკაში ჩავარდნილი კაცების ყურება არ არის მაინცდამაინც სასიამოვნო

არსად წასვლაზე და გაქცევაზე არ მიფიქრია, არც მე და არც ჩემი ოჯახის არცერთ წევრს. მიუხედავად იმისა, რომ იარაღი რომ აიღოს ხელში და სამშობლო თუ არა, თავი მაინც დაიცვას, ეგეთი არავინაა ჩემს სახლში - ბიძაჩემი ბათუმში იყო, მამაჩემი უკრაინაში, ჩემი ძმა პატარაა.
ძალიან ვამაყობ იმით, რომ არცერთი ჩემი ნაცნობი ბიჭი არსად არ დამალულა და გაქცეულა იმ დღეებში. ყველა მოხალისედ ჩაეწერა და ვისაც დავეკონტაქტე იმ დღეებში, ყველა "online" იყო და ყველა მზად იყო..