მოგესალმებით,
უკაცრავად, საკმაოდ გვიან ვნახე რომ ეს თემა გახსნილა ფორუმში და მინდა გაგცეთ პასუხი იმ კითხვებზე რაც გაინტერესებთ
1. იმ ადამიანებს, ვისაც აინტერესებს თბილისის ოფისი არის თუ არა ლონდონის პიარ სკოლის ოფიციალური წარმომადგენლობა, გთხვთ გაჰყვეთ ამ ლინკს :
http://www.pr-school-london.com/index.php?...nt01returnid=152. აკრედიტაციის შესახებ ინფორმაცია იხილეთ :
http://www.pr-school-london.com/index.php?...nt01returnid=59,
გარდა ამისა ლონდონის პიარის და ბრენდინგის სკოლა არის ITOL-ის ( institute of training and occupational learning) ის წევრი, შესაბამისად ჩვენი კურსდამთავრებულები, ავტომატურად ხდებიან ამ აკრედიტაციის მფლობელები
3. რაც შეეხება ჩვენი დიპლომით მიიღებენ თუ არა ადამიანს სამსახურში, ეს რა თქმა უნდა ადამიანის პროფესიონალიზმზეა დამოკიდებულები, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთან პროფესიულ განათლებას იღებენ, ისეთი კომპანიის წარმომადგენლები, როგორებიცაა : Lukoil, BP, Geocell, Magistyle, Constanta, GPC, GD ALCO, POPULI, GTZ, COMMERSANT , Branding.ge, IDC Construction, Heinrich Boell Foundation და მრავალი სხვა. თანაც ამ კომპანიის წარმომადგენლებს სწავლის საფასურს მათი დამქირავებლები უხდიან
ჩვენი ლექტორების აბსოლუტურ უმრავლესობას აქვს პრაქტიკული გამოცდილება, თუმცა ვთვლით თეორიული ცოდნა აუცილებელია, იმისთვის რომ პრაქტიკული მუშაობისას უკვე დაშვებული შეცდომები არ გავიმეოროთ
4. ვებ-გვერდთან დაკავშირებით, ნამდვილად გეთანხმებით,

თუმცა , მინდა გითხრათ, რომ სწორედ ახლა ვმუშაობთ ახალ ვებ-გვერდზე და რამდენიმე საინტერესო პროექტზე, ჩვენს სათაო ოფისთან ერთად , რომლის შესახებაც აუცილებლად შეგატყობინებთ.