KOMA-Iგამარჯობა
ძალიან კარგად, გასაგებად გაქვს ჩამოყალიბებული ყველაფერი (მეც ძალიან ვაფასებ ებრაელ ხალხს, ზუსტად მათი სამი პრინციპის გამო, იციან ერთმანეთის პატივისცემა, სიყვარული და გვერდში დგომა და ძალიან კარგი მაგალითი გაქვს მოყვანილი, მაგრამ პოლიტიკაში ნუ გადავიჭრებით)
თქვი, რომ ის ვართ საქართველოს გარეთ, რაც ვართ თვითონ საქართველოშიო - ზოგადად რომ შევხედოთ საქართველოს გარეთ მყოფ ქართველებს, ნამდვილად ასეა. კარგი და ცუდი ყველა ქვეყანას ჰყავს, ამაში იმედი მაქვს ყველა დამეთანხმება, მაგრამ ჩვენ, ქართველებს, მაინც ზედმეტად გვაქვს გამჯდარი ეს ცუდი. რა თქმა უნდა წარსულზე ბევრი რამ არის დამოკიდებული.. მაგრამ ამას, რომ თავი დავანებოთ, ძალიან რთული ხასიათის ადამიანები ვართ ქართველები და შეიძლება ამიტომ გვიჭირს ბევრ რამესთან შეგუება.
არ ვიცით სხვა ადამიანის, არ აქვს მნიშვნელობა ეროვნებას.. არ ვიცით სხვა ადამიანის პატივისცემა. არ ვცემთ პატივს სხვა ადამიანის შეხედულელებს, თუნდაც რელიგიის მხარე იყოს, თუნდაც სქესობრივი კავშირის დამყარება კაცი კაცთან, ქალი ქალთან.. არ ვიცით სხვა ერის პატივისცემა, ავიღოთ ზემოთ ხსენებული რუსეთი.. ან თუნდაც არაბები, შავ კანიანები: ესენი ადამიანები არ არიან?
როგორც რუსეთს ჰყავს მთავრობაში ცუდი ადამიანები - საქართველოს როგორ ფიქრობთ არა ჰყავს? იქნებ უარესებიც არიან? როდესაც ორ ქვეყანას შორის ხდება უთანხმოება და იძაბება სიტუაცია, გარდა გამონაკლისებისა ვგულისხმობ აზერბაიჯანისა და სომხეთის ურთიერთობას, ხალხის ბრალი არ არის ეს კონფლიქტი. რამდენი რუსი ცხოვრობს საქართველოში? რამდენი ქართველი ცხოვრობს რუსეთში? ან სომხეთი იყოს.. მაშინ ეს მითხარით: რომელი ქვეყანაა ქართველებისთვის მოსაონი და მისაღები? აზერბაიჯანი - არა, სომხეთი - არა, თურქეთი - არა, რუსეთი - არა
ყველას ჰყავს ცუდი და ყველას ჰყავს კარგი. რამდენჯერ დამდგომია გვერდით თურქი, სომეხი, აზერბაიჯანელი და რუსი.. და ქართველს ჩაუვლია გვერდი..
და კიდევ, ქართველებს შორის თუ ხდება უთანხმოება ამის ერთ ერთი მიზეზი ისიც არის, რომ სხვა ქართველს ურთიერთობა აქვს რუსთან, სომეხთან, არაბთან, შავ კანიანთან.. საფრანგეთში, ერთი ქართველი ბიჭი იყო, ერთად მოგვიწია ერთ ერთ დაესებულებაში მისვლა, სადაც ისე მოხდა, რომ შემხვდა შავ კანიანი მეგობარი, რა თქმა უნდა ხელი ჩამომართვა და, იქ წესია.. გვერდში ვინც არ უნდა გყავდეს, კაცი - ქალი, რომც არ იცნობდეს მაინც მიესალმება, მისალმება კი კაცის მიმართ ხელის ჩამორთმევაა, ქალისადმი კი კოცნა ხშირ შემთხვევაში ორჯერ.
მე მომესალმა რა თქმა უნდა ჩემთან ერთად მყოფ ქართველსაც გაუოდა ხელი.. ჩამოართვა და, ის შავ კანიანი რომ ავიდა, ადგა და ხელი შარვალზე გაიწმინდა ზიზღით - ეს ნორმალურია? ლამაზია? იმის მერე იმ ადამიანს არ გავკარებივარ. ასე არის ბევრი სომხების მიმართ, რუსების მიმართ, იციან ხოლმე თქმა: " ფუ ვისთან ერთად დადის".
ჩემთვის წარმოუდგენელია, ზევით თქვი, რომ თუ არ გიყვარს შენი ერი ვერ შეიყვარებ სხვას.. ეს პირიქითაც არის, თუ არ ეცი პატივი სხვას, შენსასაც ვერ შეიყვარებ.
-
მე რომ მინახავს სომხების. ებრაელების, თურქების, არაბების ერთად დგომა, მხარში დგომა და დახმარება - დარწმუნებული ვარ ისე ქართველი ქართველს არ დაუდგება გვერდით, და ნუ მეტყვით რომ არ არის ასე. იმიტომ, რომ ქართველებს, ქართველების დანახვა არ უხარიათ, მოიყვანეს აქ მაგალითი, დასახმარებლად მივედი და გაიქცნენო.. საქართველოში რომ ქონდეს ხალხს ერთმანეთის მიმართ პატივისცემა და ნდობა - არც საქართველოს გარეთ იქნებოდა ასე.
ვერ წარმოიდგენთ როგორ მყდება გული, როცა ვუყურებ, როგორ თბილად, ტკბილად, ლამაზად ხვდებიან ერთმანეთს სხვა ერის ხალხი.. ჩვენ კი, ქართველები, დედის გინების მეტი არაფერი გვემეტება ერთმანეთისთვის.
This post has been edited by რუსთაველი on 10 Jan 2009, 12:50