-ირება და -ირებული მე მგონი ძალიან ჩვეულებრივი სუფიქსებია ქართულ ენაში, ისეთივე, როგორიც -ება და -ებული.
სად წერია და რა წერია ამ სუფიქსების შესახებ, სამწუხაროდ არ ვიცი, თუმცა ვფიქრობ რომ -ება და -ებული-ის გამოყენება მართებულია მაშინ, როცა ახალი სიტყვის საწარმოებლად სიტყვის საწყის ფორმას ერთვება პრეფიქსიც. მაგალითად:
გიჟი -> გა-გიჟ-ება -> გა-გიჟ-ებული
ცხელი -> გა-ცხელ-ება -> გა-ცხელ-ებული
თეთრი -> გა-თეთრ-ება -> გა-თეთრ-ებული
სახლი -> ჩა-სახლ-ება -> ჩა-სახლ-ებული
სხვა შემთხვევებში კი (მე მგონი უმეტესად ისეთ სიტყვებთან, რომლებიც სხვა ენებიდანაა შემოსული და/ან რომლებსაც საწყისი ფორმა პრეფიქსის ან სუფიქის გარეშე არ გააჩნიათ) გამოიყენება მხოლოდ -ირება და -ირებული სუფიქსები. მაგალითად:
გრავიურა -> გრავ-ირება -> გრავ-ირებული
ლიცენზია -> ლიცენზ-ირება -> ლიცენზ-ირებული
ზონდი -> ზონდ-ირება -> ზონდ-ირებული
ფალსიფიკაცია -> ფალსიფიც-ირება, ფალსიფიც-ირებული
შესაბამისად:
რეკომენდაცია -> რეკომენდ-ირება -> რეკომენდ-ირებული
შესაძლოა რეკომენდაციაში რე- პრეფიქსად გვეჩვენება და შეიძლება ზოგიერთებს ამიტომ გვინდება -ება და -ებული-თ დავაბოლოვოთ

გამონაკლისები რა თქმა უნდა ალბათ იქნება, თუმცა არა მგონია რეკომენდაცია იყოს მათ შორის.