ესეც საინტერესო ინფო
------------------------------------------
ალბათ ყოველი თქვენგანი შეხვედრია მაწანწალა ძაღლებსა და კატებს ქუჩაში. მათი არსებობა პრობლემას წარმოადგენს არა მარტო იმის გამო, რომ ქუჩაში მათ აუტანელ პირობებში უხდებათ ცხოვრება და რომ მათ სიცოცხლეს ყოველ ფეხის ნაბიჯზე საფრთხე ემუქრება, არამედ იმის გამოც, რომ უსახლკარო ცხოველები ხშირად ინფექციური დაავადებების მატარებლებად გვევლინებიან.
მაწანწალა ცხოველების არსებობის ერთ-ერთი მიზეზი პატრონების გულგრილობაა. ბევრი მათგანი არ ზრუნავს ცხოველთა შობადობის გაკონტროლებაზე და არასასურველ ლეკვებსა თუ კნუტებს მარტივი გზით იცილებს თავიდან - ქუჩაში აგდებს მათ. ბევრი ადამიანი ვერ აცნობიერებს, თუ რაოდენ დიდი პასუხისმგებლობაა ცხოველის აყვანა. კნუტები და ლეკვები, რომელთაც ბავშვების გართობის საგნად იყენებენ, ხშირად ქუჩაში აღმოჩნდებიან ხოლმე.
ის მეთოდები, რომლითაც სათანადო სახელმწიფო სამსახურები ცდილობენ მაწანწალა ცხოველების პრობლემების გადაწყვეტას, ყოვლად არაჰუმანური, მიუღებელი და არაეფექტურია. საგანგებო ბრიგადები უსახლკარო ცხოველებს რკინის მარწუხების გამოყენებით იჭერენ, რომლის დროსაც ხშირია ცხოველისთვის ხერხემლის გადამტვრევის შემთხვევები. დაჭერილი ცხოველები გლდანის რაიონში მდებარე ე.წ. "ბეიკერის ორმოში" მიჰყავთ, სადაც მათ ხოცავენ. ის ცხოველები, რომელნიც მომენტალურად არ კვდებიან, ნელი და მტანჯველი სიკვდილით იღუპებიან.
მაწანწალა ცხოველების პრობლემის მოგვარება ცხოველთა უფლებების დაცვის ორგანიზაციების ერთ-ერთი უპირველესი მიზანია. ამ მიზნის მიღწევა კი შესაძლებელია მხოლოდ ცხოველთა შობადობის ეფექტური კონტროლის გზით. საქართველოს სათანადო სამსახურებს არაერთხელ მოუწოდეს შეეცვალათ მაწანწალა ცხოველთა ლიკვიდაციის მეთოდები უფრო ჰუმანური მეთოდებით. ამ მიზნით ცხოველთა დაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ თბილისში საგანგებო დელეგაციაც კი მოავლინა, რომელიც მერიის წარმომადგენლებს შეხვდა, მაგრამ ამას რაიმე ქმედითი შედეგები არ მოჰყოლია.
რა შეგიძლიათ გააკეთოთ
1) თუ თქვენ გყავთ ძაღლი ან კატა, იზრუნეთ მის კონტრაცეფციაზე (ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებაზე), რათა თავიდან აიცილოთ ცხოველის არასასურველი შობადობა. თუკი ამის თავიდან აცილება ვერ მოახერხეთ და დაბადებული ლეკვებისა თუ კნუტების სახლში გაჩერება არ შეგიძლიათ, ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ მათ მზრუნველი პატრონი მოუძებნოთ. შეგიძლიათ ამის თაობაზე საგანგებო განცხადება განათავსოთ გაზეთში.
2) თუ თქვენ არა გყავთ ძაღლი ან კატა, და გსურთ მისი აყვანა, კარგად დაფიქრდით, მზად ხართ თუ არა ამისთვის. გახსოვდეთ, რომ ძაღლსა და კატას სათანადო კვება და მზრუნველობა ესაჭიროება, რის გარეშეც იგი შესაძლოა დაავადდეს.
3) თუ ამის საშუალება გაქვთ, დააპურეთ ან შეიფარეთ უსახლკარო ცხოველები.
4) თუკი თქვენი მეზობლები აპირებენ დამჭერი ბრიგადის გამოძახებას ახლომახლო მცხოვრები უწყინარი უპატრონო ცხოველების თავიდან მოსაცილებლად, აუხსენით მათ, თუ რა ბედი ელის დაჭერილ ცხოველებს. ეცადეთ, რომ ყოველგვარი კანონიერი გზით ხელი შეუშალოთ უწყინარი უპატრონო ცხოველების "ბეიკერის ორმოში" მოხვედრას.
წყარო:
http://animalrights.ge/geo/stray.html
იმ დღეს მ******ნ დამდგენელი აქ რო დავრეგისტრირდი და კიდე ზემოდან ბეზდელნიკობას ამ ყ**ს დოღში მეც რომ ვპოსტავ © metro123