ცხოველებს ჰუმანურად მოეპყრობიან

ქ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის ინიციატივით პირველი ვეტერინარული კლინიკა შეიქმნა, რომელიც ქალაქში არსებული უპატრონო ცხოველებთან დაკავშირებული პრობლემური საკითხების მოგვარებას ისახავს მიზნად.

დედაქალაქში მაწანწალა ცხოველების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა, თუმცა საკითხი კვლავ პრობლემატურია. უპატრონო ცხოველები მოსახლეობისათვის დიდ საფრთხეს წარმოადგენენ. ამასთანავე, ისინი სხვადასხვა სახის დაავადებების გადამტანნი არიან.
ანალოგიური პრობლემის მოსაგვარებლად ყველა განვითარებულ ქალაქში სპეციალური სტრუქტურები არსებობს. ქ. თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული ცენტრი ახალ დიდ პროექტს იწყებს, სახელწოდებით: „მაწანწალა უზედამხედველო ცხოველებზე ვეტერინარული ზედამხედველობის განხორციელება“.

22 ივნისს, დიღმის მასივში ქ. თბილისის მერი ვეტერინარული კლინიკის გახსნას დაესწრო.
„მაწანწალა ცხოველების პრობლემა ჩვენს ქალაქს ძალიან აწუხებს. მერიის ცხელ ხაზზე შემოსული ზარების 30% სწორედ ამ პრობლემაზე შემოდის.
დღემდე უპატრონო ცხოველების პრობლემა დასუფთავების საქალაქო სამსახურს ევალებოდა. უხეშად რომ ვთქვათ ცხოველი ნაგავთან ერთ სიბრტყეზე გადიოდა.
ამ შემთხვევაში ჩვენ ოქროს შუალედი გამოვნახეთ და პრობლემის მოგვარების საუკეთესო გზა ავირჩიეთ.
ყველა სულიერ არსებას ადამიანურად, ჰუმანურად მოპყრობის უფლება აქვს. თენდერის შედეგად გამოვლინდა გამარჯვებული ორგანიზაცია, ვინც ამ საკითხზე იმუშავებს.
გარდა ცხოველთა მოკვდინებისა, აღნიშნული ცენტრი მათ მკურნალობაზეც იზრუნებს.
უკვე დღეიდან მოქალაქეებს მერიის ცხელ ხაზზე შეეძლება დარეკვა და თითოეული ზარი სათანადოდ იქნება რეაგირებული.“ განაცხადა ქ. თბილისის მერმა გიგი უგულავამ.

თანამედროვე, ევროპული სტანდარტების კლინიკაში ყველა პირობაა იმისათვის, რომ ცხოველები ცივილურ გარემოში გამოიკვლიონ. სამშობიარო ბლოკი... რენტგენი... ლაბორატორია... ექოსკოპია... ქირურგიული ბლოკი... ინფექციური ბლოკი.. კოსმეტოლოგიური კაბინეტი... საორდინატორო...
კაბინეტები საუკეთესო ტექნიკითაა აღჭურვილი და მედ-პერსონალიც მობილიზებულია ყველა სახის პრობლემის მოსაგვარებლად.
„-ეს სამსახური მზად არის იმისათვის, რომ გაუმკლავდეს დედაქალაქში არსებულ ამ ურთულეს პრობლემას. მთავარი კი ის გახლავთ, რომ ცხოველების დაჭერის პროცედურები ბევრად ჰუმანური იქნება. ჩვენ სხვადასხვა ქვეყნებში აპრობირებულ მეთოდებს გამოვიყენებთ.“ აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა კობა სუბელიანმა.
[COLOR=red]
Even if I go to hell, I will live to the end of this world. And if the world does not come to an end... I will destroy it with my own hands!