
სქესი:
მამრასაკი:
18-251.რეალობა
როგორია ის რეალობა, სადაც ცხოვრობ . . .
იმაზე ცოტათი ცუდი როგორიც მინდა იყოს.როგორი გინდა იყოს . . .
უკეთესი.რას ანიჭებ უპირატესობას ცხოვრებაში (ცხოვრებისას) . . .
რაში გამოიხატება შენთვის ”ნამდვილად ვიცხოვრე ამქვეყნად” შეგრძნება . . .
რავიცი, ჯერ იმ ასაკში არ ვარ რომ მომბეზრებოდეს ცხოვრება და ეს შეგრძნებაც არ
მქონია ჯერ. ალბათ სახლს რომ ავაშენებ, ხეს რომ დავრგავ და ბავშვს რომ ‘გავაკეთებ’ მის მერე
მექნება ეს შეგრძნება2.გარემო(გარშემომყოფები)
როგორ მოქმედებს შენზე გარემო/გარშემომყოფები მუდმივად/ ხანდახან . . .
ხანდახან, სიტუაციას გააჩნიაძირითადი მიდგომა ( ”ცხოვრების ფილოსოფია”) . . .
ჩემს გასაკეთებელს სხვა ჩემზე უკეთ ვერ გააკეთებს.როგორ მოქმედებ შენ გარემოზე/გარშემომყოფებზე . . .
მგონი დადებითად3.ახლობლები,მეგობრები, მეზობლები, ნაცნობები
დაახასიათე თითოეული კატეგორია პრინციპით -ახლობელი არის..მეგობარი არის . . .
ახლობელი არის საერთო ნაცნობი ან ნათესავი რომ გყავს.
მეგობარი ცოტაა და ისეთი მთელი ცხოვრება ერთად რომ გვაქვს გატარებული ჭირშიც და ლხინშიც.
მეზობელი ამ მომენტში არის ჩემი ნერვების მომშლელი სუბიექტი.
ნაცნობი - ადამიანი რომელსაც ვესალმები და ხანდახან მოვიკითხავთ ხოლმე ერთურთსროგორი დამოკიდებულება გაქვს თითოეულ მათგანთან . . .
ყველასთან კარგი.
მეზობელთანაც 
4.პოლიტიკა
რამდენად პოლიტიკური პერსონა ხარ . . .
უსაშინლესად აპოლიტიკური ვარ.დამოკიდებულია თუ არა შენი ცხოვრება იმ პოლიტიკურ რეალიებზე რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს . . .
ზოგჯერ კი.5.ეროვნება, ეროვნული თვითშეგნება, გლობალიზაცია, ნაციონალიზმი...
როდესაც ეროვნებას აქვს რელიგია რა განაპირობებს მის ასეთ მჭიდრო კავშირს . . .
ისტორია.გადაჯაჭვული ეროვნება-რელიგია ერთ-ერთის უარყოფის შემთხვევაში კარგავს თუ არა მეორესაც? (ერის ცნობიერიდან გამომდინარე/ინდივიდებში). . .
ერის ცნობიერებიდან კი.
ინდივიდებში არა მგონია, არა.რა არის შენთვის ეროვნება? მხოლოდ ეთნიკური ჯგუფი თუ კიდევ რაღაც სხვა? რა . . .
სხვა ნაღდი ქართული სისხლი და ჯიგარი ყველგან იცნობარითი ხდება ეროვნული თვითშეგნების გაღვივება ინდივიდში ? ჩამოთვალეთ ფაქტორები. . .
ყველა ინდივიდი განსხვავებულია და არავის საქმეში არ ვერევი მე როგორ აფასებთ მკვეთრად გამოხატულ ეროვნულ/რელიგიურ მისწრაფებებს . . .
გააჩნია რამდენად მკვეთრადაა, ფანატიზმში გადასული არ მომწონს არცერთი რელიგია
და მისი მიმდევრები.თვლით თუ არა რომ ტერმინი ”ნაციონალიზმი” ”ეროვნულობის” იდენტურია . . .
არა.როგორ აფასებთ გლობალიზაციას? გრძნობთ რაიმე საფრთხეს თუ თვლით რომ საშიში არაფერია?
(ინდივიდუალურად/ერის შემდგომი არსებობისთვის) . . .
მედალს ორი მხარე აქვს.
მაგრამ ამ შემთხვევაში უფრო მეტი დადებითი.6. ინტიმი
ცნება ”ინტიმური” რას ნიშნავს შენთვის
(გარემო, ურთიერთობა) . . .
1-1 ზეურთიერთობაში ინტიმს რა დატვირთვა აქვს(ანუ რა როლს თამაშობს ან რამდენად მნიშვნელოვანია) . . .
ურთიერთობას გააჩნია.როდის ჩნდება . . .
B]
როცა რაღაც მომენტამდე მიდის ურთიერთობა.[/B]
როდის ქრება. . .
ინტერესის დაკარგვის შემდეგ.არის თუ არა ცოლ-ქმარს შორის . . .
რა თქმა უნდა.შეყვარებულებს შორის . . .
აქაცგრძნობების გამოვლენაში ჩაკეტილი ადამიანი ხარ თუ გახსნილი . . .
რაღაც მომენტამდე ცოტა ჩაკეტილი ვარ, მაგრამ თუ ავიშვი მეეერე7 სიყვარული/რომანტიკა
როგორ შეიგრძნობ სიყვარულს . . .
შინაგანად, გულით.როგორ გრძნობ რომ სიყვარულია -
როცა ’გიყვარს’ შენ . . .
დაბნეულობა, გაფანტულობა და ყველა უბედურება ერთად მემართებაროცა ’უყვარხარ’ შენ . . .
ურთიერთობაში, ქცევაზე და მიმიკებზე ეტყობა როგორი დამოკიდებულება გაქვს B/F, G/F ურთიერთობასთან?
მისღებია/არაა მისაღები. . .
მისაღებია.გყავთ/არ გყავთ(გყოლიათ /არ გყოლიათ) . . .
მყავსარის თუ არა B/F, G/F იგივე ”შეყვარებული” . . .
რა განსხვავებაა (გარდა სექსისა) ურთიერთობაში . . .
ნუ, ჩემი აზრით ერთი და იგივე არის, მაგრამ ბევრი ამას სხვადასხვანაირად აღიქვამს.
აი ვინც მხოლოდ სექსის გამო ანსხვავებს მათ ტვინში ჩამახედა რათქვენი აზრით ,რომელი სიყვარულია ყველაზე სრულყოფილი თავისი არსით:დედა-შვილური,
მეგობრული, ქალ-ვაჟური და ა.შ. რატომ . . .
ყველა სხვადასხვანაირია და მათი შედარება არ ძალმიძს ქალ-ვაჟს შორის როგორ სიყვარულს ანიჭებთ უპირეატესობას :ლუდუსს(სიყვარული-თამაში),
მანიას(სიყვარული-გამარჯვების-მოპოვება) ეროსს(სექსუალური ვნება), სტორტეს(სიყვარული-მეგობრობა),
ჰაისს(სიყვარული -ურთერთპატივისცემა), აგაპეს(უანგარო თვითშეწირვა), პლატონურს (ნუ , ყველამ ვიცით
-შორით ტრფობა, შორით დაგვა). . .
ეროსს+სტორტეს+ჰაისსდაასაბუთე რატომ? რით ამართლებ არჩევანს . . .
გასამართლებელი რა მჭირს, ყველანაირად მისაღებია ჩემთვის.რა არის თქვენთვის”რომანტიკული” . . .
რა ვიცი, რომანტიკა და ჩქარი ცეკვები არ მიზიდავს, ნუ ხანდახან, ხასიათს გააჩნია,
ამიტომაც მიჭირს პასუხის გაცემა.სიყვარული რომანტიკის გარეშე . . .
არაა სიყვარული8.რელიგია
ათი მცნებიდან ყველაზე არასაპატიებელი ცოდვა თქვენთვის. . .
არ იმრუშოათი მცნებიდან ცოდვა, რომელიც, თქვენი აზრით, დღეს
ყველაზე მწვავედ დგას და ინტენსიური ხასიათი აქვს . . .
მშობლის პატივისცემის არ ქონა (საკუთარი დედის გინება ), მრუშობა.არსებობს ღმერთი ? კი/არა . . .
კი, მაგრამ ისე არა როგორიც ჩვენ წარმოგვიდგენია.თუ-კი, გწამს ეკლესიურად თუ გწამს რაღაც, რომელსაც შენში გრძნობ, როგორც უზენაეს ძალას,
(რაღაცას რომელსაც ქვია ღმერთი) . . .
არა, ცოტა სხვანაირად, ეკლესიურად არა, ჩემებურად, წმინდა აგნოსკენ ვიხრებიგასაგებია თუ არა სამების დოგმატი - აღიარებ გონით თუ აღიარებ რწმენით . . .
არ ვფიქრობ ხოლმე ამაზე, არ მინდა ღრმად ჩავეძიო. უფრო არ ვაღიარებ.9 ფილოსოფია
როგორია შენთვის სიკვდილის შეგრძნება(აღწერე შეგრძნება-სიკვდილი) . . .
უდიდესი გულისწყვეტა რომ ყველაფრის გაკეთება ვერ მოვახერხე ჩემი ახლობლებისთვის
და მონატრების გრძნობა.გაუცხოვდა თუ არა ადამიანი 21 საუკუნეში . . .
კითუ -კი, რა არის ამ ”გაუცხოების” მიზეზი შენი აზრით . . .
მომატებული პრობლემები სხვადასხვა სიტუაციის გამო.რა არის თქვენთვის თავისუფლება . . .
ყველასგან და ყველაფრისგან თავისუფალი, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით:
თავის უფალი.10.დამატებითი კითხვები
მცირე ცხოვრებისეული თავს გადახდენილი ამბავი, რომელიც გინდა რომ საზოგადოებას გააცნო . . .
ეს კურიოზის ვარიანტში ხო?ხართ თუ არა სკანდალური . . .
სკანდალური რამდენად ვარ არ ვიცი, მაგრამ ადრე ცოტა კონფლიქტური ვიყავი და შეიძლება სკანდალურად კონფლიქტურიც ვიყავი?!დიდ ყურადღებას აქცევთ სკანდალურ მოვლენებს თუ არა . . .
არც ისერომელს აირჩევდით-ერთჯერად , ასე ვთქვათ, მოკლევადიან ზე- პოპულარობას თუ მთელი ცხოვრების
განმავლობაში მშვიდ ,სტაბილურ წყნარ პოპულარობას . . .
სტაბილურობა უპირველეს ყოვლისარამდენად ტოლერანტული ხართ განსხვავებული ორიენტაციის ადამიანების მიმართ (ჰომო(ბი)სექსუალიზმი, ტრანსსექსუალიზმი და სხვა მგავსი იზმები) . . .
თუ ხართ -რატომ . . .
თუ , არა-რატომ . . .
როგორც ზემოთ აღვნიშნე და ჩემამდე დათამაც თქვა ეს სხვის საქმეში არ ვერევი
და არც მაინტერესებს სხვისი პირადი ცხოვრება.კომპიუტერი და წიგნი (თავისუფალი თემა

) . . .
ასევე-რამდენად ხართ დამოკიდებული კომპიუტერზე, რამდენად გჭირდებათ.
რამდენად ხშირად კითხულობთ ახალ წიგნს. პროცენტული მაჩევნებელი წიგნი vs კომპიუტერი თქვენს ცხოვრებაში. . .
ძალიან დამოკიდებული ვარ. ჩემდა სამწუხაროდ უნდა ვაღიარო რომ კომპიუტერთან
გატარებული დრო ბევრად წონის წიგნის კითხვის დროის პროცენტულ რაოდენობას ჩემს ცხოვრებაში
ბოლო 5-6 წლის განმავლობაშიწიგნის რომანტიკა თქვენთვის (რა არის წიგნი)
როგორ გგონიათ , კომპიუტერი საბოლოოდ ჩაანაცვლებს თუ არა წიგნს ( უახლოეს/შორეულ მომავალში, არასოდეს) . . .
წიგნი არის ნარკოტიკი, რომლის პირველი ფურცლის გადაშლიდან სანამ ბოლომდე არ
მივალ რომ ვერ ვეშვები. კომპიუტერი წიგნის კითხვის მუღამს ვერასდროს ჩაანაცვლებს, მთავარია
მომავალმა თაობამ ეგრევე წიგნჩანაცვლებული კომპიუტერებით კითხვა არ ისწავლონ და თუ წიგნით
დაიწყეს სამყაროს გაცნობა მას კომპიუტერი ვერასდროს შეუცვლის.11. სამი კითხვა საკუთარ თავს
დაუსვი საკუთარ თავს სამი კითხვა და უპასუხე . . .
საკუთარ თავს ასეთ უზრდელურ კითვებს ვერ ვაკადრებ ახლა რაც მომდის თავში12. კითხვა, რომელიც მუდმივად გაწუხებს და რომელზედაც პასუხი არ გაქვს
საიდან გაჩნდა სამყარო?13. რა გაკვირვებს?
უკვე თითქმის აღარაფერი.14. საყვარელი გამოთქმა/ფრაზა
დაიკიდე, მაინც მოკვდები