
სქესი: მდედრ
ასაკი:18-25
1.რეალობა
როგორია ის რეალობა, სადაც ცხოვრობ . . .
მშრალი, ძალიან დაძაბულიროგორი გინდა იყოს . . .
უფრო მრავალფეროვანი და ხალისიანირას ანიჭებ უპირატესობას ცხოვრებაში (ცხოვრებისას) . . .
საქმესრაში გამოიხატება შენთვის ”ნამდვილად ვიცხოვრე ამქვეყნად” შეგრძნება . . .
რაც მეტია ჩემი ხელით და გონით შექმნილი,
რაც მეტია მძაფრი შეგრძნებები, თუნდაც ტკივილი, უფრო ხშირად ვამბობ ვცხოვრობმეთქი,
თუმცა ნამდვილად ვიცხოვრე თუ არა მაგას ბოლოს ვიტყვი ალბათ 2.გარემო(გარშემომოყოფები)
როგორ მოქმედებს შენზე გარემო/გარშემომყოფები მუდმივად/ ხანდახან . . .
მუდმივადძირითადი მიდგომა ( ”ცხოვრების ფილოსოფია”) . . .
მაღალფარდოვანი ფილოსოფია არ გამაჩნია, მთავარია არ გავჩერდე და ვიმოძრაო,
თუნდაც არასწორი მიმართულებით, ოდესმე მივხვდები და გამოვასწორებ, მაგრამ გაჩერებას ვერაფერს ვეღარ მოვუხერხებ. როგორ მოქმედებ შენ გარემოზე/გარშემომყოფებზე . . .
სართოდ გარემო აყალიბებს ადამიანს, ადამიანი კი ვერაფერსაც ვერ უშვება გარემოს,
ნუ ერთადერთი ნაგავს არ ვყრი ძირს. გარშემომყოფებზე როგორც წესი არასწორ შთაბეჭდილებას ვახდენ.3.ახლობლები,მეგობრები, მეზობლები, ნაცნობები
დაახასიათე თითოეული კატეგორია პრინციპით -ახლობელი არის..
ასევე მაღალფარდოვანების გარეშე ახლობელი ჩემთვის ძალიან ახლოს მყოფი ადამიანია,
ვისთანაც არც თუ ისე ხშირი და მჭიდრო ურთიერთობა მაქვს, მაგრამ ახლოსაა ჩემთან შინაგანდ.
ალბათ ბრტყლად მესმის ახლო-დან გამომდინარემეგობარი არის . . .
ერთმა მეგობარმა მითხრა ადრე, მე შენი ცხოვრების ნაწილი ვარო, ასე რომ ეგ არის.მეზობელი არის ...
აი ჩემი მეზობლები სულ ინტერესდებიან რას ვაკეთებ,
როგორ ვცხოვრობ და შემაზიზღეს კარგი მეზობლის გაგებაც კი.
ნაცნობი არის ...
ის, ვისაც გულითად სალამს ვუძღვნი.როგორი დამოკიდებულება გაქვს თითოეულ მათგანთან . . .
მეზობლებთან ცუდი, ზოგს არც კი ვესალმები
ნაცნობებთან ღიმილიანი.
ახლობელი ძლიან მიყვარს.
მეგობარი სხვა რამეა.4.პოლიტიკა
რამდენად პოლიტიკური პერსონა ხარ . . .
ვარ საშინლად აგრესიულად ოპოზიციურად განწყობილი,
საქმიდან გამომდინარე მქონია შეხება ზოგიერთ ვაი-პოლიტიკოსთან და
სიმწრით ვიკავებ თავს რომ არ მივალანძღო დამოკიდებულია თუ არა შენი ცხოვრება იმ პოლიტიკურ რეალიებზე რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს . . .
კი ძალიან5.ეროვნება, ეროვნული თვითშეგნება, გლობალიზაცია, ნაციონალიზმი...
როდესაც ეროვნებას აქვს რელიგია რა განაპირობებს მის ასეთ მჭიდრო კავშირს . . .
ერის ისტორია და მასის ფსიქოლოგიური მდგომარეობაგადაჯაჭვული ეროვნება-რელიგია ერთ-ერთის უარყოფის შემთხვევაში კარგავს თუ არა მეორესაც?
(ერის ცნობიერიდან გამომდინარე/ინდივიდებში). . .
ერი გამომდინარე ბრბოს ფსიქოლოგიიდან კარგავს.
ინდივიდში პიროვნულ სიძლიერეზეა დამოკიდებული, თუ იგი თავს ბრბოს ნაწილად აღიქვამს,
შესაბამისად ისიც კარგავს რა არის შენთვის ეროვნება? მხოლოდ ეთნიკური ჯგუფი თუ კიდევ რაღაც სხვა? რა . . .
გენეტიკური ნიშან-თვისებების ბუკეტირითი ხდება ეროვნული თვითშეგნების გაღვივება ინდივიდში ? ჩამოთვალეთ ფაქტორები. . .
აღზრდით, ომითროგორ აფასებთ მკვეთრად გამოხატულ ეროვნულ/რელიგიურ მისწრაფებებს . . .
პატივს ვცემ მკვეთრად გამოხატულ რადიკალიზმს ნებისმიერ ადამიანში,
რადგან მაგას დიდი ძალა სჭირდება. საერთოდ ფანატიზმი მაგარი რამეა.თვლით თუ არა რომ ტერმინი ”ნაციონალიზმი” ”ეროვნულობის” იდენტურია . . .
ჯანსაღი ნაციონალიზმი კიროგორ აფასებთ გლობალიზაციას? გრძნობთ რაიმე საფრთხეს თუ თვლით რომ საშიში არაფერია?
(ინდივიდუალურად/ერის შემდგომი არსებობისთვის) . . .
საფრთხეა ერისთვის, ერთი დიდი აურზაური იქნება6. ინტიმი
ცნება ”ინტიმური” რას ნიშნავს შენთვის
(გარემო, ურთიერთობა) . . .
ჩემთვის ისიც ინტიმია, როცა მარტო ვარ და სიგარეტს ვეწევი.
ნუ tet-a-tet მე და ის, თავისთავად ინტიმია.
ქალებს, როგორც წესი, ამისთვის განსაკუთრებული გარემო გვჭირდება, მე გარემოსთან ერთად _ კომფორტიც.ურთიერთობაში ინტიმს რა დატვირთვა აქვს(ანუ რა როლს თამაშობს ან რამდენად მნიშვნელოვანია) . . .
ასევე სასიცოცხლოროდის ჩნდება . . .
როცა ბინდდება და მისი სუნი მცემსროდის ქრება. . .
ინტერესის დაკარგვამდე ჯერ ინტიმი ქრებაარის თუ არა ცოლ-ქმარს შორის . . .
იშვიათად შეყვარებულებს შორის . . .
მეტად არის ვიდრე ცოლ-ქმარს შორის გრძნობების გამოვლენაში ჩაკეტილი ადამიანი ხარ თუ გახსნილი . . .
ჩაკეტილი7 სიყვარული/რომანტიკა
როგორ შეიგრძნობ სიყვარულს . . .
რაღაც დებილივით მიხარია, მახასიათებს საკუთარ თავთან დიალოგიროგორ გრძნობ რომ სიყვარულია -
კუჭი მეშლება როცა ’გიყვარს’ შენ . . .
უაზროდ ვიცინიროცა ’უყვარხარ’ შენ . . .
თავი ყველაზე ლამაზი მგონია როგორი დამოკიდებულება გაქვს B/F, G/F ურთიერთობასთან?
მისღებია/არაა მისაღები. . .
მისაღებიაგყავთ/არ გყავთ(გყოლიათ /არ გყოლიათ) . . .
მყავსარის თუ არა B/F, G/F იგივე ”შეყვარებული” . . .
რა განსხვავებაა (გარდა სექსისა) ურთიერთობაში . . .
არის, განსხვავება არანაირითქვენი აზრით ,რომელი სიყვარულია ყველაზე სრულყოფილი თავისი არსით:დედა-შვილური,
მეგობრული, ქალ-ვაჟური და ა.შ. რატომ . . .
ამ ყველაფრის ქართული გაგება არცერთი არ არის სრულყოფილი.ქალ-ვაჟს შორის როგორ სიყვარულს ანიჭებთ უპირეატესობას :ლუდუსს(სიყვარული-თამაში),
მანიას(სიყვარული-გამარჯვების-მოპოვება) ეროსს(სექსუალური ვნება), სტორტეს(სიყვარული-მეგობრობა),
ჰაისს(სიყვარული -ურთერთპატივისცემა), აგაპეს(უანგარო თვითშეწირვა),
პლატონურს (ნუ , ყველამ ვიცით

-შორით ტრფობა, შორით დაგვა). . .
ლუდუსი უნდა იყოს ყველა ვარიანტში + ეროსი + სტორტედაასაბუთე რატომ? რით ამართლებ არჩევანს . . .
ლუდუსის გარეშე მოსაწყენია, ეროსის გარეშე არ არსებობს,
სტორტეს გარეშე სხვაგან დავიწყებ ძებნასრა არის თქვენთვის”რომანტიკული” . . .
ყველაფერი რომანტიკულია ჩემთვის, რასაც შეძლებენ რომ ,,გამირომანტიულონ’’სიყვარული რომანტიკის გარეშე . . .
არ მხიბლავს8.რელიგია
ათი მცნებიდან ყველაზე არასაპატიებელი ცოდვა თქვენთვის. . .
არა ჰქმნე თავისა შენისა კერპიათი მცნებიდან ცოდვა, რომელიც, თქვენი აზრით, დღეს
ყველაზე მწვავედ დგას და ინტენსიური ხასიათი აქვს . . .
ცილისწამება, მშობლების უპატივცემულობაარსებობს ღმერთი ? კი/არა . . .
კითუ-კი, გწამს ეკლესიურად თუ გწამს რაღაც, რომელსაც შენში გრძნობ, როგორც უზენაეს ძალას,
(რაღაცას რომელსაც ქვია ღმერთი) . . .
მწამს ჩემშიგასაგებია თუ არა სამების დოგმატი - აღიარებ გონით თუ აღიარებ რწმენით . . .
რწმენით, გონით აღიარება უკვე რწმენა აღარ არის9. ”ფილოსოფია”
როგორია შენთვის სიკვდილის შეგრძნება(აღწერე შეგრძნება-სიკვდილი) . . .
ალბათ ძილს გავს გაუცხოვდა თუ არა ადამიანი 21 საუკუნეში . . .
კი არ გაუცხოვდა, გადაჯიშდათუ -კი, რა არის ამ ”გაუცხოების” მიზეზი შენი აზრით . . .
ცხოვრების ტემპის აჩქარებაშეადარე 19 საუკუნის ადამიანის აზროვნება და 21 საუკუნის ადამიანის აზროვნება
(ზოგადად,სხვადასხვა სფეროში)-განსხვავება/მსგავსება
( მაგალითად, შენი აზრით, როგორი იყო ადრე დროის შეგრძნება, როგორია დღეს. მანძილის ,
სიყვარულის, მორალის და ა.შ/არაა აუცილებელი მაინცდამაინც ეს კატეგორიები გამოიყენოთ) . . .
პირველი მაგალითი რაც გამახსენდა, იმ დროს გაგზავნილი წერილი და ლოდინის განცდა,
მოთმინება და დღევანდელ დღეს გაგზავნილი წერილი (მაილი, მესიჯი) და სულსწრაფობა.
მორალი დღეს უკეთესი გვაქვს, ვიდრე მაშინ ქონდათ.
და საერთოდ ეს საკითხი ყველაზე ნაკლებად მაინტერესებს, შესაბამისად ნაკლებსაც ვფიქრობ მასზე.
რა არის თქვენთვის თავისუფლება . . .
როცა მაგას მეკითხებიან სულ ვპასუხობ, რომ ჩემთვის ყველაზე თავისუფალი ეგზიუპერის მონაა
(,,ადამიანთა მიწა’’)
თუ რა არის ჩემთვის თავისუფლება, აქედან მიხვდებით10.დამატებითი კითხვები
მცირე ცხოვრებისეული თავს გადახდენილი ამბავი, რომელიც გინდა რომ საზოგადოებას გააცნო . . .
თუ დავიწყე მცირე ნამდვილად არ გამოვა. მემუარები ბოლოსხართ თუ არა სკანდალური . . .
ჩემდაუნებურად კიდიდ ყურადღებას აქცევთ სკანდალურ მოვლენებს თუ არა . . .
თუ მე ვარ სკანდალის ობიექტი, კირომელს აირჩევდით-ერთჯერად , ასე ვთქვათ, მოკლევადიან ზე- პოპულარობას თუ
მთელი ცხოვრების განმავლობაში მშვიდ ,სტაბილურ წყნარ პოპულარობას . . .
სიმშვიდე უპირველეს ყოვლისარამდენად ტოლერანტული ხართ განსხვავებული ორიენტაციის ადამიანების მიმართ (ჰომო(ბი)სექსუალიზმი, ტრანსსექსუალიზმი და სხვა მგავსი იზმები) . . .
ძალიან ტოლერანტულითუ ხართ -რატომ . . .
მე რომ რომელიმე -იზმი ვიყო მომინდებოდა სხვისგან ტოლერანტობა, აი ამიტომთუ , არა-რატომ . . .
კომპიუტერი და წიგნი (თავისუფალი თემა

) . . .
ასევე-რამდენად ხართ დამოკიდებული კომპიუტერზე, რამდენად გჭირდებათ.რამდენად ხშირად კითხულობთ ახალ წიგნს. პროცენტული მაჩევნებელი წიგნი vs კომპიუტერი თქვენს ცხოვრებაში. . .
კომპიუტერი ჩემთვის არის ინფორმაციის წყარო, შესაბამისად დამოკიდებული ვარ საქმითაც.
გაცილებით მეტი პროცენტული მაჩვენებელი აქვს კომპსწიგნის რომანტიკა თქვენთვის (რა არის წიგნი)
როგორ გგონიათ , კომპიუტერი საბოლოოდ ჩაანაცვლებს თუ არა წიგნს ( უახლოეს/შორეულ მომავალში, არასოდეს) . . .
ალბათ ვერ ჩაანაცვლებს, წიგნი ჩემთვის დიალოგია საკუთარ თავთან, მონოლოგი წიგნთან.
11. სამი კითხვა საკუთარ თავს
დაუსვი საკუთარ თავს სამი კითხვა და უპასუხე . . .
სამი არაა, ერთია
ნეტავ რა მინდა, რა მინდა?12. კითხვა, რომელიც მუდმივად გაწუხებს და რომელზედაც პასუხი არ გაქვს
რისთვის ეს ყველაფერი?13. რა გაკვირვებს?
საკუთარი აზრების უსწრაფესი ცვალებადობა14. საყვარელი გამოთქმა/ფრაზა
homo homini lupus est!