#12969967 · 16 Mar 2009, 02:01 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
როგორც ვატყობ
1802 წელს პარიზელმა გამომცემელმა ჟორჟ ლიუზემ თავის ჟურნალში დაბეჭდა გამოცანა, რომელსაც ასეთი განცხადება წაუმძღვარა: ერთმა მდიდარმა კაცმა ამ სამ თვეს ამაოდ იმტვრია თავი. იგი ათი ათას ლივრს ჰპირდება პირველ ამომხსნელს, ხოლო შემდეგი 10 გამომცნობი მიიღებს ვოლტერის, რუსოსა და სხვა სახელგანთქმული მწერლების ნაწარმოებთა მდიდრულ გამოცემებს. აი ეს გამოცანა მთლად ჭაბუკი ვარ და მთლად მოხუცი, ყინულებრ ცივი, ცეცხლივით ცხელი, თმასავით წვრილი, კასრივით სქელი, სათნო და თავზე ხელაღებული, კუპრივით შავი, თოვლივით თეთრი, კუსავით ნელი, არჩვივით მკვირცხლი, ისეთი სუსტი, როგორც ლერწამი, და ისე მძლავრი, ვითარცა მუხა, ისე ღარიბი, როგორც იობი, ისე მდიდარი, ვით მეფე კრეზი; მე წრული ვარ და კვადრატული, შმაგი გრიგალი, წყნარი ნიავი, მე ვარ დემონი და ანგელოზი, ვარ მოკვდავი და მარადიული, მუდამ სნეული, მარად ჯანმრთელი, მე ვარ ბუმბულზე უფრო მსუბუქი და ათი ათას ტონაზე მძიმე, ვარ ყველგან მყოფი და მიჯაჭვული, ვარ ცოლიანი და მარტოხელა. . . გამოიცანი აბა ვინა ვარ? ამ გამოცანის ამოხსნაში მთელი საფრანგეთი ჩაება - მეცნიერები, იურისტები, ექიმები, სამღვდელოება, ჩინოვნიკები, ხელოსნები . . ყოველი მხრიდან ლექსად თუ პროზად ათასობით წერილი იგზავნებოდა რედაქციაში. ამ წერილების გადასარჩევად კანტორის მოსამსახურეთა შტატიც კი გაზარდა ლიუზემ. ქუჩაში სალაღობო სიმღერები გაისმოდა ამ გამოცანაზე, ხოლო თეატრმა ვოდევილიც კი დადგა ამ თემაზე. დანიშნულ დღეს ამ გამოცანასა და მის ამოხსნაზე 50 000 ტირაჟიანი წიგნი გამოუშვა, მასში გადმოცემული იყო ჯერ კიდევ ძველ ბერძნებსა და რომაელებში ცნობილი, ყველაზე ადრინდელი გამოცანის ისტორია. ბოლოს კი ამ გამოცანის პასუხიც ეწერა.
დაწერეთ თქვენც ამ გამოცანის პასუხი.
--------------------
Forza იტალია! იუვე! ფერარი! როსი! (მაკარონნიკი) ,,ყველა რუსი ვირუსია" საქართველოს გადაარჩენს ოვალი < Tu Vuo Fa L'Americano >
|