GinevraNeo777საინტერესო ინფოა, იმჰო
“ნარჩენების მდგრადი მართვის ხელშეწყობისათვის კომპოსტირების მეთოდის დანერგვა ქ.თბილისის პარკებში” საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველო განახორციელა პროექტი “ნარჩენების მდგარდი მართვის ხელშეწყობისათვის კომპოსტირების მეთოდის დანერგვა ქ. თბილისის პარკებში”.
პროექტის მიზანი იყო თბილისის პარკებში ორგანული ნარჩენების შემცირების ხელშეწყობის მიზნით კომპოსტრების მეთოდის დანერგვა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება.
კომპოსტრების მეთოდთან დაკავშირებით მოძიებული ინფორმაცის საფუძველზე მომზადდა და გამოიცა სხვადასხვა სახის ლიტერატურა (ლიფლეტი, პოსტერები, სახელმძღვანელო, ბროშურა). ლიტერატურა ფართოდ გავრცელდა, როგორც თბილისის პარკების (მუშთაიდის პარკი, ვაკის პარკი, კიკვიძის პარკი, სამების პარკი, ზოოპარკი) ადმინისტრაციაში ასევე სხვა ორგანიზაციებსა და დაინტერესებულ პირებზე.
პროექტის ფარგლებში თბილისის პარკებს (მუშთაიდის პარკი, ვაკის პარკი, კიკვიძის პარკი, სამების პარკი და ზოოპარკი) გადაეცა ორგანული ნარჩენების დასაქუცმაცებელი ელექტრო ხელსაწყო და თითოეულ პარკში დაიდგა სამი ერთეული ხის კომპოსტერი, სადაც განთავსდა პარკებში არსებული ორგანული ნარჩენები ორგანული სასუქის მისაღებად.
მოეწყო სამუშაო შეხვედრები პარკების ადმინისტრაციასთან და ჩატარდა საგანმანათლებლო სემინარები პარკებში მომუშავე პერსონალისათვის. შეხვედრები ითვალისწინებდა მებაღეებისათვის კომპოსტირების მეთოდის გაცნობას და მათი შესაძლებლობების გაძლიერებას.
სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია როგორც პროექტის ასევე ზოგადად კომპოსტირების მეთოდის შესახებ.
კომპოსტირების მეთოდის პოპულარიზაციისა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით შედგა შეხვედრა მებაღეთა ასოციაციის “21-ე საუკუნის სოფელი” წარმომადგენლებთან. მოეწყო შეხვედრები ქ.თბილისის კერძო დასახლების უბნებში მცხოვრებ მოსახლეობასთან.
გამოცემული ლიტერატურა (ლიფლეტი, პლაკატი, სახელმძღვანელო) გავრცელდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
პროექტი განხორციელდა საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს MATRA-ს პროგრამის მხარდაჭერით
ფოტოები არ გადმოეაქვს ამიტომ დოკუმენტის ლინკსაც დავურთავ
http://www.link.ge/file/259948/info.doc.htmlინფორმაცია მივირე ორგანიზაცია: CENN ისგან
This post has been edited by marki on 17 Jun 2009, 13:00
ერიჰაა...