#13343828 · 11 Apr 2009, 20:48 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
main-teresebs რატომღაც მგონია, რომ შენი ცხოვრების მიზანია ამ ეტაპზე დარწმუნდე იმაში, რომ ყველა ადამიანი განსხვავებულია, რომ ყველას გვაქვს ინდვიდუალური აღქმები, და სიტუაცია რა გავლნეას ახდენს ადამიანზე.
ეჰ... შესავალი ფსიქოლოგიაში. სოციუმი და გარემო თუ ბუნება? ამაზე დავა მიდის საუკუნეები ყველაზე მაგარ ფილოსოსფოსებს და ჰუმანური მეცნიერებების წარმომადგენლებს შორის და დავა არ წყდება მინდა გითხრა. არი მონაცემები, სადაც ამტკიცებენ, რომ გარემო ქმნის ყველაფერს და ზოგი ამტკიცებს, რომ ადამს უზის რაღაც თვისებები და იმას არაფერი არ ცვლის. ყველაზე ჭკვიანი კი ზის, ამათ უსმენს და ორივეს თავს უკრავს.
ეს რაც შეეხებოდა ამ საკითხს.
მეორეც, რატომაა განსხვავებული აღქმები სხვადასხვა ადამიანებს და ერთსა და იმავე ადამიანს შორის სხვადასხვა სიტუაციებში? რადგან აღქმამადე ჯერ შემოსული ინფორმაცია გადის ფილტრებს, როგორებიცაა: ადამიანის პიროვნული უცვლელი მახასიათებლები, შედარებით ცვალებადი თვისებები, განწყობები, სტერეოტიპები, კულტურა, სადაც აღიზარდა, წარსული გამოცდილება და კიდე სხვა მრავალი რაც აზრად მოგივა.
დასკვნა. სტერეოტიპი გვაქვს მათხოვრისადმი ისეთი, რომ მას არასერიოზულად აღვიქვამთ, ის არაა ჩვენი წრის წარმომადგენელი და ამიტომ საერთოდ არ გვანაღვლებს მის თვალში რა გამოვჩნდებით. და ვიცით, რომ სხვებიც ესევე ფიქრობენ და მით უმეტეს არ გვანაღვლებს რას იტყვის ეს ადამიანი. თუმცა ინდივიდუალიზმი არ უნდა დავივიწყოთ და აღვნიშნოთ, რომ ზოგი მათხოვარსაც არ შეარჩენს შეურაცხყოფას.
უფ, დავიღალე წერით
--------------------
ბაყაყის ბარკლების გემოზე იმან მეკამათოს, ვისაც ის გაუსინჯავს
|