ცდებით : ) სკაიპი ლოკალურად მუშაობს მას შემდეგ რაც, ავტორიზაციას გაივლის სკაიპის მთავარ სერვერზე... ამ სერვერიდან კი მიიღებს თქვენი კონტაქტის IP მისამართს და პორტს... რის შემდეგაც თქვენი და თქვენი მეგობრის კომპიუტერს შორის აწყობს ასე ვთქვათ ლოკალურ ხიდს.. რის შემდეგაც ხდება ფაილების სწრაფად გაცვლა... მაგრამ ეს ყვეაფერი ვერ მოხდება თუ სკაიპის მთავარ სერვერთან კავშირი არ არის.
ხოლო ის ფაქტი რომ გლობალი გათიშულია და სკაიპი მაინც მუშაობს არის კავკასუსის DNS სერვერების ბრალი. ანუ რეალურად გლობალი კი არ არის გათიშული არამედ DNS სერვერებს აქვს პრობლემა... ამიტომაც არასდროს არ ვიყენებ კავკასუსის DNS-ებს.. ყოველთვის ვანექსის DNS-ებს ვხმარობ...
213.131.32.34
213.131.34.2
ჯერჯერობით ყველაზე სტაბილური DNS-ებია რაც კი შემხვედრია საქართველოში...
DNS სერვების დანიშნულებასაც დავწერ მოკლედ....
DNS - Domain Name System
არსებობს დომენები (მაგ.: forum.ge)
არსებობს IP მისამართები (მაგ.: 62.168.168.135)
ყველა ვებ გვერდი არის მიბმული კონკრეტულ IP მისამართზე.... მაგალითად თქვენ თუ შეხვალთ აქ
http://62.168.168.135/ აღმოჩნდებით იგივე
http://forum.ge/ -ზე.... ვინაიდან forum.ge უბრალუდ ადვილად დასამახსოვრებელი ნიღაბია ამ IP მისამართის... და DNS სერვერები არის ამ დომენური სახელების IP მისამართებად გადამთარგმნი... ანუ თუ DNS სერვერს რომელიც თქვენს კომპიუტერშია გაწერილი აქვს გარკვეული პრობლემა , თქვენ ვერ შეხვალთ
http://forum.ge/ -ზე, მაგრამ შეხვალთ
http://62.168.168.135/ -ზე, ვინაიდან ეს უკანასკნელი უკვე IP მისამართია და არ საჭიროებს არანაირი DNS სერვერებისგან თარგმნას...
ხოდა სკაიპიც სწორედ მაგიტომ მუშაობს ხანდახან როცა ინტერნეტი არ მუშაობს, რომ არ იყენებს დომენურ სახელებს სერვერზე ავტორიზაციის გასავლელად, სერვერს უკავშრიდება პირდაპირ IP მისამართით, რაც არ საჭიროებს DNS სერვერების გამართულად მუშაობას...
ხოდა ამიტომაც არის "უნიკალური" პროგრამა რომელიც ვითომდა გათიშულ გლობალის პირობებშიც მუშაობს : ) სკაიპი მუშაობს გათიშული DNS-ების პირობებში და არა გათიშული გლობალის პრიობებში

არ მეზარებოდა ნეტა ამდენის სისულელის წერა?