BlackGlanceკარგი

მადლობა.
ხვალ ისეთ პასუხებს ველოდები რო... იმედი მაქვს ყველაფერი კარგად იქნება, ამათაც არ მოეპრიანებათ შტურმით აღება პარლამენტის და მიტინგის დარბევა.
მზის ფესტივალს შემოუერთდა SOS ბავშვთა სოფელი, მოკლედ ამ ორგანიზაციის შესახებ:საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი არის ეროვნული ასოციაცია, რომელის მიზანია ბავშვებზე ზრუნვა, მათი უფლებების დაცვა და ბავშვზე ზრუნვის ხარისხის გაუმჯობესება.
საქართველოს შOშ ბავშვთა სოფელი დაარსდა 1989 წელს და იგი არის საერთაშორისო ორგანიზაცია შOშ- Kინდედორფ Iნტერნატიონალ -ის წევრი.
ორგანიზაციის ძირითად სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს ოჯახის მზრუნველობას მოკლებული და მიტოვების რისკის წინაშე მყოფი ბავშვები და მათი ოჯახები. საქართველოს შOშ ბავშვთა სოფლის პროექტები და პროგრამები ხორციელდება თბილისსა და ქუთაისში.
საქართველოს შOშ ბავშვთა სოფლის პროგრამები და პროექტები:
SOS ბავშვთა სოფელი- 2
ახალგაზრდული სახლი- 3
ოჯახის გაძლიერების პროექტი -2
SOS საბავშვო ბაღი
განათლების პროგრამა- 1 ბაღი და 2 სკოლა
პროექტი მხიარული ავტობუსი-1
SOS ბავშვთა სოფელში ფუნქციონირებს 2 SOS ბავშვთა სოფელი, 3 ახალგაზრდული სახლი და 1 SOS საბავშვო ბაღი.
SOS ბავშვთა სოფლებისა და ახალგაზრდული სახლების მიზანია მთელი ენერგია და რესურსები მოახმაროს ობოლი და მზრუნველობას მოკლებული ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციას და გაუკვალოს მათ მომავალი ცხოვრების გზა, რათა თითოეულმა მათგანმა შეძლოს დამოუკიდებელად ცხოვრება.
SOS ბავშვთა სოფლის ოჯახის გაძლიერების პროგრამის ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს ოჯახის მიტოვების რისკის წინაშე მყოფი ბავშვების განვითარებას და მათ უსაფრთხო და მზრუნველ ბიოლოგიურ ოჯახურ გარემოში აღზრდას.
SOS ბავშვთა სოფლის განათლების პროგრამა ხელს უწყობს თითოეული ბავშვის უფლების განხორციელებას, მიიღოს ხარისხიანი განათლება. პროგრამის მიზანია უზრუნველყოს ინდივიდუალურ მიდგომაზე დაფუძნებული სწავლების ახალი მეთოდიკის გამოყენება სასწავლო პროცესში; ბავშვების დახმარება მათი ინდივიდუალური უნარ-ჩვევების შესაბამისად და ბავშვზე ორიენტირებული პროგრამის უზრუნველყოფა სკოლასა თუ სავშვო ბაღში, რომელიც დადებით ზეგავლენას ახდენს ბავშვის ინდივიდუალურ განვითარებაზე.
SOS ბავშვთა სოფლის პროექტ _ მხიარული ავტობუსის მიზანია შემეცნებით-გასართობი Gღონისძიებების გამართვა ბავშვთა სახლებში, მზრუნველობას მოკლებულ ცენტრებში, სკოლებში, პარკებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვადასხვა ადგილებში. Pპროექტი შედგება 4 სოციალური პედაგოგისაგან, რომელთა განკარგულებაში არის მანაქანა და სხვადასხვა სახის სათამაშოები. მხიარული ავტობუსის მუშაობის მეთოდია თამაშის გზით სწავლა, ბავშვების თანასწორი და მეგობრული ურთიერთობების გაღრმავება.სწორედ მხიარული ავტობუსი ესტუმრება ბავშვთა ქალაქს 1 ივნისს და გაართობს ბავშვებს, + 100 პატარას ველოდებიიიით ასე რომ მგონი დიდი ჟრიამული გველის.
60 ბავში ბოდბეს ბავშთა სახლიდან და იმედია მალე მეტყვის სამინისტრო პასუხს და დევნილი ბაშვებიც ესტუმრებიან მზიურს.. 
This post has been edited by Ania on 7 May 2009, 22:10