oraguli7319 მილიონიც ფულია, თუმცა თუ "პატიოსნად" გადაიხდიან, რაც ნაკლები, მით უკეთესი, ე.ი. ხალხსაც ცოტა ფული წაუგია!

ისე კაზინო უნდა იყოს, იქ ფულის წაგება სჯობს არალეგალურად თამაშს, "თავნებს", საქმის გარჩევებს და ათასგვარ ბინძურ იარლიყებს. სხვა საქმეა რამდენად ქალაქის ცენტრში - 100% -ით მომხრე ვარ ქალაქს გარეთ გაიტანონ, თუმცა არა წყალტუბოში და ეგეთი სისულელეები. სამწუხაროდ ფულზე თამაშის აზარტის აღმოფხვრას მთავრობა ვერ შეძლებს.
რაც შეეხება ე.წ. "პოკერის აპარატებს", სულ სხვა სპეციფიკა აქვს. ეგ მართლა უწყობს მოზარდების გარყვნას ხელს და მოზარდებს თუ ეს საშუალება მოესპობა, მათი აბსოლუტური უმრავლესობა ამ კუთხით ალტერნატიულ წყაროს ვერ იპოვის. პირველ რიგში აღმოსაფხვრელია უბან-უბან ასეთი წერტების არსებობა, გარდა ამისა ზღვარი ჩვენი რეალობიდან გამომდინარე მინიმუმ 23 წლამდე უნდა იყოს და უმკაცრესად გაკონტროლდეს, რადგან მთავარი გამრყვნელი ყმაწვილკაცისთვის ის არის, რომ ფული რომელსაც აგებს, მას არ უშოვია, ან არაკეთილსინდისიერადა აქვს მოპოვებული.