‘’რამდენ თქვენგანს უნახავს ფილმი ‘’მატრიცა’’? ვისაც არ უნახავს, ვეტყვი, რომ ფილმში ვხვდებით ორ აბს, ერთ წითელს და ერთ ლურჯს. ლურჯი აბი ადამიანს აძლევს საშუალებას, რომ დაიძინოს და როდესაც გაიღვიძებს, ყველაფერი იგივენაირად იყოს. ხოლო წითელი აბი სიმართლის პოვნის საშუალებას აძლევს მათ. მე აქ არ ვარ იმისთვის, რომ გითხრათ რა გააკეთოთ, რომ გითხრათ როგორ იფიქროთ, როგორ იგრძნოთ ან რა ჭამოთ. მე აქ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ვარ, რომ მოგაწოდოთ ინფორმაცია. მე თქვენ წითელ აბს მოგაწვდით. მომეცით ნება რაღაც განახოთ. (
http://image.geotorrents.com/images/33317022989830688622.jpg ) რასაც არ უნდა ფიქრობდეთ, გეტყვით, რომ ეს ორი ბურთი არ არის ერთმანეთის ტოლი. ვიმეორებ, ეს ბურთები არ არიან ერთმანეთის ტოლი და ისინი განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ახლა კი მსურს გავარკვიო, რომელი უფრო დიდია. ამიტომ, ვინც თვლით, რომ ლურჯი ბურთი წითელზე დიდია, ხელი აწიეთ. *დარბაზში მსხდომთა ნაწილი ხელს იწევს* – კარგით. ახლა ხელი აწიეთ იმათმა, ვინც ფიქრობთ, რომ პირიქით, წითელი ბურთი უფრო დიდია ვიდრე ლურჯი ბურთი. ძალიან კარგი. რა იყო თქვენი პირველი ფიქრი და ინსტიქტი? ბურთები ერთმანეთის ტოლები მოგეჩვენათ არა? ეს იმიტომ, რომ ეს ბურთები ნამდვილად ტოლები არიან. მე შევძელი თქვენი უმეტესობისთვის ხელი ამეწევინებინა და დამეჯერებინა, რომ ეს ბურთები არ არიან ტოლები. რას ვიგებთ? იმას, რომ თქვენ ერთ ‘დატკაცუნებაზე’ შეიძლება დაიჯეროთ თქვენივე ბუნებრივი ინსტიქტებზე დაფუძვნებული აზრების უარყოფა და იმას, რომ თქვენზე მანიპულირება ძალიან მარტივია. წარმოიდგინეთ, როგორც ბავშვი, გასწავლიდნენ, რომ ლურჯი ბურთი წითელზე დიდია. თუ ამას საკმარისზე მეტჯერ გეტყვიან, შენ დაარწმუნებ თავს, რომ ეს სიმართლეა. და თუ ამ ტყუილს კიდევ დიდხანს გიმეორებენ, ის შენი რეალობის ნაწილი ხდება. და თუ რაიმე რაოდენობის ხალხი დაიჯერებს, რომ ლურჯი ბურთი ნამდვილად წითელზე დიდია, მაშინ ეს ტყუილი კულტურის ნაწილი გახდება. და თუ კულტურა დეზინფორმაციულად წლებს გაუძლებს და სხვადასხვა თაობებში ფესვებს გაიდგამს, მაშინ ის ტრადიციად გარდაიქმნება. და რაც ჩვენ აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, არის ის, რომ ტრადიცია ყოველთვის მორალურად მისაღები არაა. ტრადიცია და მორალი ყოვეთვის ვერ თანხმდებიან. შეგიძლიათ გაიხსენოთ რაიმე ისეთი ტრადიცია, რომელიც ჩვენ, ამერიკაში გვქონდა, მაგრამ უკვე აღარ გვაქვს? ისეთი ტრადიცია, რომელზეც დღეს ვფიქრობთ, რომ ამორალურია. მონათმფლობელობა არა? სულ რაღაც ორასი წლის წინ. ორასი წლის წინ მონათმფლობელობა ტრადიცია იყო. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ტრადიციები, რომლებსაც დღესაც მივსდევთ აუცილებლად მორალური არაა. ჩვენ ისე ვანვითარებთ კულტურას, როგორც ტრადიციებს. ‘’მატრიცა’’ ისტორიაა, რომელშიც ხალხს ეუბნებიან რაღაც ირეალურს. უმეორებენ და უმეორებენ. ყოველდღე. ეს მათი კულტურა ხდება. შემდეგ კი ტრადიცია.
შენ ყოველდღე ხედავ რეკლამებს ტელევიზორში, რძის, კვერცხის, არაჟნის, მაგრამ რეალურად თავს ატყუებ. ეს მხოლოდ და მხოლოდ ფანტასტიკაა. ის მხოლოდ შენს თავში არსებობს. ესაა მატრიცა. ესაა ის ლურჯი ტაბლეტი (ფილმი მატრიციდან) რომელსაც მთავრობა ყოველდღე გაწვდის, რომ რძის ყიდვა გაიძულოს. რეალობა უფრო შემაძრწუნებელია. რძის, კვერცხისა და ხორცის 90%, რომელიც ამერიკაში იყიდება, ასეთი პირობებიდან გამოდის. (
http://image.geotorrents.com/images/58196487206516611263.jpg ) ეს არის ადგილები, სადაც ათასობით ქათამი, ძროხა და ღორი იტანჯება. წელიწადში 10 მილიარდი ძროხა, ქათამი და ღორი იტანჯება ჩვენი საკვებისთვის.
ჩვენ წამში 300 ცხოველს ვაწამებთ და ამაზე არანაირ რეაგირებას ვახდენთ და მხოლოდ და მხოლოდ იმ ისტორიის, იმ ტყუილის გამო, რომელსაც ჩვენ გვასწავლიდნენ.
რამდენ თქვენგანს ეუბნებოდნენ ბავშვობაში, რომ პროტეინის მისაღებად აუცილებლად ხორცის ჭამაა საჭირო? მე მეუბნებოდნენ. რამდენ თქვენგანს ეუბნებოდნენ, რომ ძლიერი ძვლებისთვის აუცილებლად ძროხის რძე გვჭირდება? არა ძაღლის, არა შიმპანზის, არა სპილოს, არა ვეფხვის, არა ლომის, არა ჟირაფის, არამედ ძროხის? ეს რა თქმა უნდა აბსურდია, მაგრამ როდესაც მას ბავშვობიდანვე გვინერგავენ, როგორც სიმართლეს, ის კარგავს თავის აბსურდულობას.
მოდით გავარკვიოთ რაში მდგომარეობს მატრიცის სიმართლე. პირველრიგში, გვასწავლიდნენ, რომ ჩვენი დიეტა ნატურალურია. უნდა ვჭამოთ ხორცი, კვერცხი და ეს ნატურალურია. ახლა განახებთ ორ სურათს. გაიხსენეთ რორშახის ტესტი, ხედავ სურათებს და იძახი იმას, რაც პირველი მოგივა თავში. და აი სურათიც. (
http://image.geotorrents.com/images/23795008034357776267.jpg ) რას ხედავთ მის მარცხენა მხარეს? გემრიელად და ახლად გამოიყურება არა? მე რომ ოთახში მარწყვით სავსე კალათით შემოვიდე და ამ სკამზე დავდო, რას იფიქრებთ? რამდენი თქვენგანი დაიწყებს ნერწყვის ყლაპვას? რამდენს მოუნდება მისი დაგემოვნება? რომ მოვიტანო მარწყვი თქვენს ცხვირთან, რას იყნოსავთ? მარწყვის სურნელს. რომ ავიღო და დანა გავჭრა, ისევ იგივეს. აიღებ მარწყვს და დაიწყებ ჭამას. შენ ეს გესიამოვნება.
რას იტყვით მეორე სურათზე? საყვარლები არიან, არა? როდესაც კლასში შევდივარ, ამ შეკითხვაზე პასუხისას მოსაზრებები ორად იყოფა. კლასის ერთი ნაწილი ამ გოჭებს საყვარლად აღიქვამს, მეორე ნაწილი კი მათში საკვებს ხედავს. ახლა მეორე მხარე განვიხილოთ. წარმოიდგინეთ, რომ ამ ოთახში ღორი შემოვიყვანო და წინ დაგიდოთ, რას იფიქრებთ? არავინ წამოდგება მის საჭმელად არა? რომ მოგიტანოთ ცხვირთან რას იყნოსავთ? ღორის სუნს. ახლა რომ დანა ავიღო და ის თქვენს წინ მოვკლა, შემდეგ კი ცხვირთან მოგიტანოთ რას იყნოსავთ? სისხლს, ბაქტერიებს... ოთახის ერთ ბოლოს რომ ღორი დავსვა, მეორე მხარეს კი დანა, რომელი თქვენგანი მივა დანასთან და რომელი თქვენგანი შეძლებს მის მოკვლას? ალბათ არცერთი. და თუ ვინმე სხვა აკეთებს იგივეს ეს ნორმალურია. ახლა რომ ხედავდეთ, რომ ამ ოთახში ვინმე გოჭს კლავდეს, რამდენი თქვენგანი გააჩერებდით მას? მე გავაჩერებდი. *დარბაზის ნაწილი ხელს იწევს*. რა თქმა უნდა. ამას თანაგრძნობა ჰქვია, ადამიანის უდიდესი ღირებულებათაგანი. მაგრამ თუ შენ ვინმე შეაჩერე ამის გაკეთებისგან, შემდეგ წახვედი სახლში და ეს მიირთვი *დარბაზს ანახებს სოსისების შეკვრას* ამას უკვე ფარისევლობა ჰქვია. ჭამ იმიტომ, რომ ის სუპერმარკეტში ლამაზ შეფუთვაშია, ჭამ იმიტომ, რომ შენ არ მოგიკლავს ის დანით, იმიტომ რომ შენ არ მოგცხებია სისხლი, იმიტომ რომ შენ არ გაგიგია მისი ხმა სიკვდილისას. ჩვენ ვყიდულობთ და ვჭამთ ისეთ ცხოველებს, რომლების მოკვლაც ჩვენ არ გვინდა, რისი გაგონებაცა და მოსმენაც ჩვენ არ გვინდა. რა მოხდება, თუ მე ამ გოჭის სურათს ძაღლის სურათით შევცვლი ? *სურათი იცვლება და სურათზე ფუმფულა ძაღლი ჩანს*. საყვარელია არა? ალბათ მის ნაცვლად ჰოთ დოგს ვერავინ დაინახავს. რატომაც არა? რატომ ვერ ვხედავთ ამ ძაღლებში საკვებს? იმიტომ რომ მისი, როგორც შინაური ცხოველის დანახვა გვასწავლეს. რამდენ თქვენგანს ჰყავს კატა ან ძაღლი? *დარბაზში დამსწრეების ნაწილი ხელს იწევს*. კარგით. რამდენ თქვენგანს ჰყავს სახლში ღორი? ჰმმ, არც ისე ბევრს, არა? მაგრამ, არსებობს სხვადასხვა კულტურები, რომლებშიც ხალხი ძაღლებსა და კატებს საკვებად იყენებენ. ესაა მათი კულტურა. ესაა ის ტყუილი, რომლებსაც ისინი საუკუნეების განმავლობაში ისმენდნენ. რას ფიქრობთ? საზიზღრობაა, არა? რატომ არის ძაღლის ჭამა საზიზღრობა და ღორის არა? რატომ არის არასწორი ძაღლის ჭამა და ღორის კი სწორი? კულტურა! ეს ყველაფერი კულტურის დამსახურებაა. მოდით ავიღოთ სამი წლის ბავშვი, ნებისმიერი ეროვნების: აზიელი, აფრიკელი, სამხრეთ ან ჩრდილოეთ ამერიკელი, ევროპელი და დავუსვათ 5 სხვადასხვა ცხოველი გარშემო: კატა, ძაღლი, ძროხა, ქათამი და ღორი. რას გააკეთებს პატარა? ან რის გაკეთებას შეეცდება? ყველსათან თამაშს შეეცდება არა? შენ კი რას ეტყვი? ‘’არა არა არა, მასთან ნუ თამაშობ. ამასთან ითამაშე, ეს კი შეჭამე“. ესაა რაც ჩვენ გვასწავლეს. ჩვენ არ აგვირჩევია ჩვენი დიეტა. ჩვენი დიეტა შესწავლილი ქმედებაა.
ჩვენ ყველა დედამიწის შვილები ვართ. მეც, თქვენც, ამფიბიებიც, ძაღლებიც, თევზიც, ჩიტებიც. ყველა. და ჩვენ ორი რამ გვაქვს საერთო. ჩვენ ყველას გვინდა სიცოცხლე. ჩვენ ყველას გვაქვს სურვილი ვიცოცხლოთ. აი, ეს გვაერთიანებს და გვათანასწორებს ყველას. ჩვენ გვინდა სიცოცხლე. მეორე საერთო : ჩვენ ყველა ვიცილებთ ტკივილს. ყველა ჩვენგანს გვინდა სიცოცხლე და ყველას გვინდა ტკივილის არიდება. ახლა რომ გახვიდეთ ქუჩაში და დაიხნახოთ ვიღაცა ბეისბოლის ბიტით ღორს თავს უტეხდეს, ნუთუ თქვენი ემოციური რეაქცია იგივე არ იქნება, როგორც ძაღლზე? რა თქმა უნდა! რა განსხვავებაა ამ ორ ცხოველს შორის? თქვენ შეიძლება იფიქროთ, რომ ძაღლები უფრო საყვარლები არიან. ზოგი ბავშვი იტყვის , რომ ძაღლის ცხვირი უფრო სხვანაირია. მაგრამ მე ვუპასუხებ, რომ მათ ორივეს აქვთ ცხვირი რომ ისუნთქონ. მეორე იტყვის, რომ ძაღლს საყვარელი ფეხები და თათები აქვს, მაგრამ მე ვუპასუხებ, რომ ორივე მათგანს აქვთ ფეხები რომ იარონ და ირბინონ. მესამე იტყვის, რომ ძაღლის ყურები უფრო ფუმფულაა. მაგრამ მე ვუპასუხებ, ორივე მათგანს აქვთ ყურები, რომ ისმინონ. ორივე მათგანს აქვთ თვალები, რომ დაინახონ, გული რომ უცემდეთ და ტვინი, რომ იფიქრონ. სწორედ ამიტომ არის ჩვენი ემოციური რეაქცია ორივე მათგანზე ერთნაირი, იმიტომ რომ ჩვენ მათ თანასწორად აღვიქვამთ. ყველა განსხვავება უმნიშვნელოა. ამ განსხვავებებს ჩვენვე ვადგენთ.
ყველაზე მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელი ცხოველების გრძნობებია. როგორ უნდა გავიგოთ, რომ მათ გრძნობები გააჩნიათ? ანდაც ადამიანებს? ყველა ცხოველს აქვს გრძნობები: შიში, ტკივილი, ბედნიერება და სიამოვნება. ჩამოთვლილთაგან თქვენთვის რომელია უმნიშვნელოვანესი? ბედნიერება, არა? როგორ უნდა გაიგო, რომ ადამიანი ბედნიერია? ახლა რომ გითხრათ, რომ ეს ჩემი ცხოვრების საუკეთესო მომენტებია დამიჯერებთ? იმედია არა. ამიტომ, ამის გასაგებად ჩვენ ადამიანებზე დაკვირვება გვჭირდება. ისინი იცინიან, იღიმიან. შეიძლება ახლა ამ ოთახში ადამიანი შემოიყვანო, რომელსაც არ ესმის ჩვენი ენა, მაგრამ მაინც შეგვიძლია მივხვდეთ თუ რას გრძნობს ის მისი ხმებისა და ქმედებებისდა გამომდინარე. ცხოველებში? ისინი თავიანთ კუდს აქიცინებენ, ყეფენ, მაღლა და დაბლა ხტუნავენ, ერთმანეთს ეთამაშებიან, ლოკავენ. ეს ყველაფერი მინიშნებებია, თუ რას და როგორ გრძნობენ ისინი. ტკივილი? ახლა რომ გითხრათ, რომ მარჯვენა ხელი მტკივა, დამიჯერებთ? არა, იმიტომ რომ მე თქვენთვის არანაირი მინიშნება არ მომიცია. ახლა რომ მუხლი მაგიდის კუთხეს მთელი ძალით დავარტყა და სისხლი წამომივიდეს, დავეცე ძირს და ღრიალი მოვრთო, დამიჯერებთ, რომ მუხლი მტკივა? რა თქმა უნდა, კი, იმიტომ რომ ეს მინიშნებებია. მიიტანე ხელი ცეცხლთან. რა რეაქცია გექნება? დაგეწვება, იყვირებ და უკან გამოიწევი, არა? რას იზამს ძაღლი თუ მასთან ცეცხლს მიიტან? ისიც იგივეს, უკან გახტება და დაიკვნესებს. მიიტანე ღორის ფეხი ცეცლთან, რა რეაქცია ექნება? იგივე. ყველა ცხოველს იგივე რეაქცია ექნება ცეცხლთან შეხებისას. ამოიყვანე თევზი წყლიდან, რა არის მისი რეაქცია? ის ხტუნავს არა? რატომ? იმიტომ რომ ვერ სუნთქავს. თევზსაც აქვს გრძნობები, ისინი ხომ ბოსტნეული არ არიან. აიღე მარწყვი, მწვანილი, რაიმე ბოსტნეული და მიიტანე ცეცხლთან, რა მოუვათ მათ? დადნებიან. ბადრიჯანს არ აქვს ფეხები, რომ გაიქცეს, არ აქვს პირი, რომ იყვიროს, არ აქვს ცხვირი, რომ იყნოსოს, არ აქვს ყურები, რომ გაიგოს, არ აქვს გული, რომ უცემდეს და ტვინი, რომ იფიქროს. ბევრი ბავშვი ამბობს ხოლმე, რომ ბოსტნეულსაც აქვს გრძნობები. მაგრამ მათ ხომ ნერვული სისტემაც არ გააჩნიათ. ნერვული სისტემის გარეშე კი მათ არ შეუძლიათ ტკივილისა და ბედნიერების განცდა, რაც ცხოველებსა და ადამიანებს შეუძლიათ. ესეც ასე, გავიგეთ, რომ ცხოველებს გრძნობები აქვთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ ეს აქამდეც იცოდით.
გაიხსენეთ ფილმები, წიგნები, მულტფილმები, რომლებსაც ბავშვობაში კითხულობდით და უსმენდით. რა აქვს ბევრ მულტფილმს საერთო? ფერმის ცხოველები, რომლებსაც გათავისუფლება სურთ. არცერთ მათგანს არ სურს მონობა, სიკვდილი. ყველა თვითგადარჩენისთვის იბრძვის. არცერთს სურს თქვენს თეფშზე დაიკავოს ადგილი.“
ლექციის ნაწილი დასრულებულია
წყარო:
http://www.youtube.com/watch?v=9TlHcEcUWUE