DM-23
წარმოიგდინე ვაზ 2101-ის წინა მარცხენა კრილო რომ დავდო, ირგვლივ კარბურატორის ჟიკლიორები შემოუწყო და დაგახარბო ეს როგორ არ გიჭამია შე გოიმო თქო
და ისე კი იგივე წარმატებით შეგეძლო 4-5 წლის ბავშვის აჭრილი ფეხი და ნეკნები რომ დაგედო და დელიკატესად ენით მოგერთო... რა თქმა უნდა ენას ძვალი არა აქვს და იტყვი როგორ ადარებო? ცოცხალი ცოცხალია. მოვა დრო... მე პატიოსნად მწამს! და სიტყვაზე როგორც ადამიანის კანის ფერი ხდება არააქტუალური, ისევე ცოცხალის გარჩევაზე მაღლა გავიზრდებით ადამიანები...
ჩემი ისტორია კი ესეთია:
მარხვა ოთხშაბათს იქით ვერ გავატანე... პარასკევს შუადღეს უკვე სახინკლეში ვიჯექი...
გავიდა დრო და იოგამ გამიტაცა... თან ისე გამიტაცა ერთი პერიოდი ლამის შეურაცხადი გავხდი. იოგა და ხორცის ჭამა კი ერთ მინდორზე ვერ ძოვენ. ხოდა მერე კი შევეშვი იოგას... მაგრამ რომ დავფიქრდი, თუ იოგას გამო შევძელი ხორცზე უარის თქმა და თუ ეს რეალში შესაძლებელია(არადა როდესღაც მეც ვერ წარმომედგინა თავი ჩიჩიას გარეშე) მაშინ ჩვენი მიწიელი ძმების სიყვარული განა საკმარისზე მეტი მიზეზი არაა საიმისოდ რომ ერთხელ და სამუდამოდ უარი თქვა არა ადამიანურ... ნუ მოდი რბილად ვიტყვი და ვიტყვი უმადურობაზე?
მას მერე 20 წელი გავიდა და ჩათვალე ექიმ აიბოლიტ - ების!!! ოჯახი მაქვს

და ეს ამბავი ძლიერ მახარებს - სულ ვიღაცას შველი, ეხმარები, სიყვარულს უზიარებ... ძაღლი რომ გამყავს - ესეთივე ქუჩაში ნაპოვნი გაჭირვებული ძუნკალ პინჩერი


აუცილებლად ბეღურებს და მტრედებს წინა დღის მორჩენილ პურს ჩავუტან - ძალიან უხარიათ... განსაკუთრებით ზამთარში ძალიან მელოდებიან
აბა რა ვიცი... რა ჭკუა დაგარიგოთ... მაგრამ ერთი კი ფაქტია! თუ გადაწყვიტეთ ვეგეტარიანელობა, თუ როგორცაა, დააკვირდით ნახევარი წლის თავზე განიცდით ვიტყოდი უზომო სიწმინდის განცდას... ბოლო ბოლო რამდენ სულიერს აჩუქებთ სიცოცხლეს... და ეს განცდა აღარ განელდება
ვიცი მგლის თავზე სახარების კითხვა კედელზე ცერცვის შეყრას გავს - არც ცერცვი შერჩება კედელს და არც მორალი მგელს... თუმცა ვინ იცის?
ხო მართლა წინაზე ბრმა - თვალების გარეშე ფისო ვიპოვე... ნუ მაგან მე სიცოცხლე მაჩუქა? რაც არ უნდა ვთქვა ცოტა იქნება
tu ara da arc ra... tu kaia