ბაზ არაა

აჰათ პატარა ინფო ვინც ახლა აპირებს სიგარეტს თავი დაანებოს

5 პროდუქტი, რომელიც დაგვეხმარება თამბაქოს მიტოვებაში
მწეველი ყოველთვის მოუძებნის გამართლებას მავნე ჩვევას. იმის შეგნება, რომ ნიკოტინი მკვლელია, უკვე პირველ ნაბიჯს წარმოადგენს გამოჯანმრთელების გზაზე. სხვადასხვა მონაცემებით, არსებობს პროდუქტები, რომლებიც დაგვეხმარებიან ამ მავნე ჩვევის გადაგდებაში.
1.რძე - ბევრი მწეველის აზრით, სიგარეტის მოწევამდე ერთი ჭიქა რძის დალევა გემოს ”უფუჭებს” სიგარეტს. მოწოდებულია ასევე მეთოდი, როგორ უნდა გადავაგდოთ სიგარეტი რძის დახმარებით: საჭიროა დავალბოთ სიგარეტი რძეში, შემდეგ გავაშროთ და ასეთი სახით მივაწოდოთ მწეველს. როგორც ამბობენ, ასეთი სიგარეტის მოწევის დროს განვითარებული მწარე გემო იმდენად აუტანელია, რომ შეუძლებელი ხდება სიგარეტის ბოლომდე მოწევა. ამის შემდეგ, ”ნორმალური” სიგარეტის მოწევის ნებისმიერი მცდელობისას მესხიერებაში ამოტივტივდება სწორედ ის უსიამოვნო შეგრძნებები.
2.ფორთოხლის წვენი - მწეველის ორგანიზმში С ვიტამინი სწრაფად იშლება და მისი ჩანაცვლება თანდათანობით ხდება ნიკოტინით. ეს რომ არ მოხდეს, საჭიროა ორგანიზმი გაჯერდეს С ვიტამინით, რაც შეამცირებს ორგანიზმის მოთხოვნილებას ნიკოტინზე. ფორთოხალი С ვიტამინის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი წყაროა, სწორედ ამიტომაც მწეველებს და იმ ადამიანებს, ვისაც სურს მიატოვოს თამბაქოს მოწევა, ურჩევენ დიდი რაოდენობით ფორთოხლის წვენის, ასევე ლიმონისა და შავი მოცხარის მიღებას.
3.ნიახური - სიგარეტის გემოს ასევე აფუჭებს ნიახურისაგან დამზადებული სალათის გემო. ასეთივე თვისებისაა კიტრი, ყაბაყი, ბადრიჯანი, ლობიო, სატაცური. ამ აზრს იზიარებენ მწეველებიც. იმ შემთხვევაში, თუკი რაციონიდან ამოვიღებთ ალკოჰოლს, მარილიან და შემწვარ საკვებს, ეს ბოსტნეული დაგვეხმარება ნიკოტინ-დამოკიდებულების შემცირებაში. თავი უნდა შევიკავოთ ასევე ტკბილი გემოს მქონე ხილისა და ბოსტნეულისაგან, რომლებიც ამცირებენ შიმშილის გრძნობას, ამავე დროს აუმჯობესებენ გუნებ-განწყობას და ააქტივებენ ტვინის იმ უბნების მუშაობას, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან სიამოვნებაზე, ამიტომაც ადამიანის ორგანიზმი ითხოვს სასიამოვნო ემოციებს, მწეველის შემთხვევაში კი - ნიკოტინს.
4.კომბოსტო ბროკოლი - ის გვიცავს ფილტვების ქრონიკული დაავადებებისაგან, რომელიც არც ისე იშვიათია მწეველებში. ქიმიური ნივთიერება სულფორაპინი, რომელსაც ის შეიცავს, ზრდის ერთ-ერთი გენის (NRF2) აქტივობას, რომელიც, თავის მხრივ, იცავს ფილტვების უჯრედებს ტოქსინებით დაზიანებისაგან. რასაკვირველია, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ შეიძლება მივირთვათ ბროკოლი და გავაგრძელოთ მოწევა. დიდი რაოდენობით მიღების შემთხვევაშიც კი კომბოსტო უძლურია ნიკოტინის შემოტევის წინაშე.
5.წითელი ღვინო - დღეში ერთი ბოკალი მშრალი წითელი ღვინის დალევა ამცირებს ფილტვის კიბოთი დაავადების რისკს მწეველებში და იმ ადამიანებში, ვინც მიატოვა თამბაქოს მოხმარება, ამტკიცებენ მკვლევარები სამხრეთ კალიფორნიიდან. ამ მძიმე სენის განვითარების ალბათობა მწეველებში, რომლებიც ამავდროულად ყოველდღიურად იღებენ ერთ ბოკალ წითელ ღვინოს, 60%-ით ნაკლებია, ვიდრე იმ მწეველებში, რომლებიც არ სვამენ ღვინოს. წითელი ღვინო შეიცავს რასვერატროლს და ფლავონოიდებს, რომლებიც იძლევიან ასეთ პოზიტიურ ეფექტს. თუმცა უნდა ითქვას, რომ არ შეიძლება წითელი ღვინის სმა დიდი როდენობით. ეს არათუ დაგვიცავს ნიკოტინ-დამოკიდებულებისაგან, არამედ ალკოჰოლზე დამოკიდებულების საშიშროებასაც შექმნის.
რომელი პროდუქტები უნდა ავკრძალოთ?
უნდა აიკრძალოს ალკოჰოლი, ყავა და ჩაი. ცნობილია, რომ ადამიანი თავის პირველ სიგარეტს სპირიტიანი სასმელის მიღების შემდეგ სინჯავს. ალკოჰოლი ადუნებს გონებას, ამიტომაც ადამიანს ერთი ან რამდენიმე მოწეული სიგარეტი საშიშად აღარ ეჩვენება, თანაც ერთდროულად სიგარეტი და ალკოჰოლი განსაკუთრებულ სიამოვნებას ანიჭებს მწეველს.
საკმაოდ გავრცელებულია ასევე ყავა და სიგარეტი. ცნობილია, რომ კოფეინის შემცველი სასმელები (ჩაი, ყავა, კოლა) აუმჯობესებენ თამბაქოს ბოლის გემოს. ამას ამტკიცებს დიუკის უნივერსიტეტის (Duke University Medical Center, ჩრდილოეთ კაროლინას შტატი, აშშ) სპეციალისტების მიერ გამოკითხულ მწეველთა 45%. გარდა ამისა, ყავა და სიგარეტი ერთგვარი მოდაცაა, სწორედ ამიტომაც მრავალი მწეველი სწორედ ფინჯან ყავასთან ერთად ამჯობინებს სიგარეტის გაბოლებას.