მამაჩემის ძმაკაცი მუშაობდა ტელევიზიაში, გადმოცემა როცა შეწყდებოდა, შიშინს რომ დაიწყებდა (შევარდნაძის დროს ხომ ხშირად ხდებოდა ასე), მეგონა ხოლმე, რომ მამაჩემის ძმაკაცის სამსახურში ვიღაც პატარა ბავშვი მიიპარა და გამოაძრო შტეკერიდან კაბელი და იმიტომ ითიშებოდა
სირულის სწავლის დაწყების დღიდან მეშინოდა ჩემი ჩრდილის, სულ მეგონა ეშმაკი დამყვებოდა, ამიტომ სულ ხელში დამატარებდნენ და თვალები მუდამ დახუჭული მქონდა
მეგონა სექსი კოცნა იყო, რო აკოცებდი მერე ბავშვი ჩნდებოდა...
და ყველაზე მაგარი
ვარ დაახლოებით 7-8 წლის , ეხლაც მახსოვს ეგ მომენტი
მე და დედაჩემი ვზივართ და ვუყურებთ ტელევიზორში ფილმს, რომანტიკული ფილმი იყო და კაცმა აკოცა ქალს, მე ვეკითხები დედაჩემს:
-დე ამ კაცმა მეორე ფილმში რო შეყვარებული ყავდა მიატოვა და ამას კოცნის მეთქი?
-არა შვილო, ისევ ის უყვარს, უბრალოდ აქ კაცი ცალკე აკეთებს მოძრაობას, ქალი ცალკეო და კადრები დაადეს ერთმანეთსო .
აბა ხო არ მეტყოდა ყოველმეორე ფილმში კოცნისო

========
ერთხელ ალადინს ვუყურებდი, ვიყავი დაახლოებით 4 წლის, ჯაFარმა ალადინი და მისი სატრფო ჩაამწყვდია ბოთლებში, მეც მინდა მეთქი და გავედი სამზარეულოში, 20 წუთი ვურტყავდი თავს ბოთლის თავსახურს

, მერე მივხვდი, რომ ჯაფარი იყო საჭირო ამისათვის და წერილი დავწერინე დედაჩემს და ფანჯრის რაფაზე დავადებინე, მოვა და ნახავს მეთქი

ჯაფარის მიმართ იყო წერილი, ბოთლში მიდნა ჩაჯდომა და ჩამსვი მეთქი
This post has been edited by ბეტო on 4 Sep 2010, 22:36