goldfinch
აუ...კიდე.. დედიკომ მასწავლა... რაც კარგი მეგონა იმას ვხატავდი და ვინახავდი- კამფეტებს ვხატავდი,საჩუქრებს,ცხოველებს და რაც ცუდი იყო იმასაც ვხატავდი მერე დედიკო ირებდა ამცუდს და ნაკუწ ნაკუწ აქცევდა- და მეც გაბრწყინებული თვალებით ვუყურებდი

ყოველთვის ვიგონებდი ზღაპრებს... ან გადავაკეთებდი ხოლმე.. ფიფქიას შეუყვარდა ერთ-ერთი ჯუჯა.....
ყოველთვის მაინტერესებდა ცეცხლი რატომ ვერ წვავდა წყალს... ეჰ რამდენაირად არ ვაექსპერიმენტებდი...
აუ აუ.. ერთხელმეზობელმა წადითო და ბედნიერება იპოვეთო (თავიდან რომ მოვეშორებინეთ, პატარააა მარა ულამაზესი,მსუბუქი და ჰაეროვანიო თუ რაღაც..) და 2საათი "ვეძებდით' მე და მეზობელი ბავშვები და მე დავირალე ბოლოს ავიყვანე ჭიამაია და -ზოია დეიიიდა ზოია დეიდა აი ბედნიერებამეთქი.. მაგის მერე ჭიამაიები მიყვარს...
ხელით ვცდილობდი რაღაც ნივთები ჰაერში ამეწია- მატილდას გავლენა
იასამნებში 5ფურცლიან ყვავილს თუ როგორ ვთქვა იმასმოვძებნიდი და გავიქანებდი პირისკენ..

მეგონა 5იანებს მივიღებდი
ჭიებს ვაგროვებდი კოკა კოლის თავსახურში და "ვაჭმევდი" სემიჩკებს, ვასმევდი წყალს და ვუშვებდი....
ერთელკი არადა რამდენჯერმე ჭიები შემომაკვდა ჭამის პროცესსში და ვმარხავდი... იე მომეწონა მერე რომ ძალით ვკლავდი...
მატლი, თუ რა ჰქვია გრძელი მწვანე როა, ეგეთი კამფეტები იყო ადრე, ჟელი ბონივით... ხოდააა მეგონა იმისგან აკეთებდნენ და ჩხირზე წამოვაცმევდი ვწვავდი და შეჭმის მცდლობისას თამრო გამომვარდებოდა- დააგდეეე

არ მიყვარდა მშობლები სტუმრებთან რომ მაქებდნენ და სტუმარი რომ მოვიდოდა ეგრევე რამე ცუდს ვიზამდი- მიკაზე საჭმელს გადავიქცევდი რომ ეჩხუბათ
რომ გავიგე ფურცლები ხისგან მზადდებაო- ხეებს ვათლიდი კანს და ვცდილობდი ფურცლები დამემზადებინა...
მეგონა თუ ყველა ვარსკვლავს დავითვლიდი მილიონერი გავხდებოდი...
როცა ვმგზავრობდით შორ მანძილებზე..ფანჯარასთან ვიჯექი ხოლმე.. და ჩუმად ვმღეროდი.. მეგონა ქარი თუ ჰერი რაც სახეში მხვდებოდა იმას თუ ვუმღერებდი უფრო სწრაფად წავიდოდით
ზღვაზე თავიდან რომ ჩავედი, ტალღებს ვეჩხუბებოდი და ქვებს ვესროდი
და მეგონა რომ მზე ზღვაში ჩადიოდა.. და ყოველთვის მინდოდა მზის ამოსვლისთვის მეყურებინა... მაინტერესებდა სველი მზე როგორ გაშრებოდა..