მე მჯეროდა, რომ ჩემი საწოლის ქვეშ ვიღაც/რაღაც ცხოვრობდა, მაგრამ ვცდილობდი არ მეფიქრა იმაზე: არ შევეხები, არ შემეხებას პრინციპით
ფოსტიდან ბებიას ვუგზავნიდი ხოლმე წერილებს ხშირად და იქ დიდი საფოსტო ყუთი იდგა იატაკზე.მეგონა წერილს რომ ჩავაგდებდი, იატაკში მაგიური დიდი მილი იყო და ის მილი მტვერსასრუტივით იწოვდა წერილებს, ახარისხებდა და აგზავნიდა ადრესატთან. ჰოდა, ერთხელ, მივედი და ამ დროს ყუთი გადაადგილეს რაღაცისთვის და შოკი მივიღე იატაკი უნახვრეტო რომ აღმოჩნდა.
მასწავლებლებს ტუალეტი არ სჭირდებოდათ, რადგან ჩემი რწმენით არც სჭამდენენ და არც სვამდნენ.
გლანდების ოპერაციის წინ დედაჩემმა მითხრა, ნუ გეშინია, მხოლოდ ფერად ბურთებს ამოგიღებენ ყელიდანო. ეს იყო ახალიწლის წინა კვირეებში. ხოდა, საახალწლო ნაძვისხის ბურთები მერე ჩემი გლანდები მეგონა.
თოჯინები ცხადია მხოლოდ თავს იმკვდარუნებდნენ.
თვითმფრინავიდან ყურებისას სულ ვოცნებობდი, ნეტავ ახლა ამ ღრუბლებზე მატარა მეთქი. მაგრამ ვიცოდი რომ იმ სიმაღლეზე ვერ ვისუნთქებდი და თან მაგრად ციოდა. იმიტომ არ იზრდებოდა იმ ღრუბლების ველებზე არაფერი.
ღრუბლების ფორმები მეგონა ადამიანების აზრების მიხედვით იცვლებოდნენ. ხოდა, ზოგ ჩქარა ფიქრობდა და ზოგი ნელა.
...თუ ცისფერთვალებიანს დიდხანს თვალებში ვუყურებდი, თვალები გაუშავდებოდა. ჩემი შავი ფერი უფრო ძლიერი მეგონა.
სიზმარი და ცხადი ერთმანეთში მერეოდა და დღესაც არ ვიცი, ზოგიერთი რამე მართლა მოხდა თუ არა.