მეგონა, რომ საცივის გაკეთება მხოლოდ ახალ წელს შეიძლებოდა, სხვა დროს უბრალოდ ვერ კეთებოდა ( არ გამოდიოდა)
მეგონა რომ არ გამიმართლა, რადგან საქართველოში დავიბადე, იმიტომ, რომ სტოკჰოლმში რომ დავბადებულიყავი კარლსონს შეეძლებოდა ჩემთანაც მოფრენილიყო
ტიკ-ტაკი მერეოდა ტარაკნის წამალში და უმძიმესი მოწამლვით მოვხვდი ამის გამო ერთხელ საავადმყოფოში
ვიტამინი 'პიკოვიტი' თუ იცით, ფერადი კანფეტებივით რომ იყო, ეგ დავწუწნე 2 კოლოფი, მხოლოდ იმიტომ რომ მეზობელი ლევანი
დამერწმუნებინა იმაში, ენა მიფერადდება-მეთქი და იმას შურდა
ეს ექსპერიმენტიც საავადმყოფოთი დასრულდა
ფულს ხეები ისხამდნენ მეგონა, ანუ სპეციალური ხეები გამოყავდათ სადღაც სამინისტროში და იქ კრეფდნენ
ჩემი ბავშვობის ოცნება იყო სიცხის ექიმი გამოვსულიყავი
მეტი არ მახსენდება
Nothing someone says before the word "but" really counts.