Barklai-ეს პასუხი, რომელიც მე დავწერე, უფრო ლოგიკურია, ვიდრე ფაქტის დადასტურება.
იმდენად რამდენადაც, ვიცოდი და ვიცი ყიფიანის შესახებ, ის სხვანაირად არ მოიქცეოდა.
ერთ "ძველ" ამბავს გაგახსენებთ.
"დინამო"-ს საწვრთნელი ბაზა, დიღმის მასივში იყო, მის გვერდით კი, "ავაზა"-ს სპორტული სკოლა მდებარეობდა./ეხლა წარმოდგენა არა მაქვს, რა ხდება "მანდეთ"/
ბავშვები კედელზე ვიყავით გამწკრივებული და ჩვენი "გმირების" ვარჯიშებს უყურებდით დაუღალავად./კედელზე ჯდომა ძნელია./
ის პერიოდია, როცა დიუსელდორფში ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ, პირველად გამოვიდნენ დინამოელები სავარჯიშოდ.
ყიფიანი, დარასელია, შენგელია, ჩივაძე, გაბელია, სულაქველიძე, გუცაევი, "ჩელე"-ჩელებაძე, ხინჩაგაშვილი, ხიზანიშვილი, კოსტავა, მანუჩარ და გოჩა მაჩაიძეები, კანთელაძე და კიდევ ბევვრი ქართველი "ვარსკვლავი" მოგროვდა მწვანე მინდორზე. /შეიკრიბნენ, რომ იტყვიან./
მაყურებელი ბევრი ჰყავდათ.
მავთულის ღობით იყო ბაზა შემოფარგლული, ასე რომ მათი ყურება, პრობლემას არ წარმოადენდა.
მაყურებელთაგან, ერთერთმა, ყიფიანს ნიძლავი შესთავაზა.
რადგანაც დამადასტურებელი კადრები არ მაქვს, შეკითხვას არ დავსვავ და გეტყვით, რაც იყო სანიძლაო.
ამ მავთულის ღობეში, ერთგან, მრგვალად ამოჭრილი ხვრელი იყო.
მაყურებელმა შესთავაზა "პროფესორს", ასე მიმართავდნენ მაშინ ყიფიანს, სამი დარტყმიდან, დაახლოებით 50 მეტრი სიშორიდან, თუ ის გააძვრენდა ბურთს ამ ამოჭრილში, 100 მანეთს კისრულობდა./ის 100 მანეთი, დღევანდელი 500 ლარის კოეფიციენტია დაახლოებით./
ყიფიანმა არც შეიმჩნია, გაგარძელა ვარჯიში.
მოხდა უცებ და იმ ადგილიდან, საიდანაც "მაყურებელმა" ბურთის დარტყმა მოითხოვა, დავითმა, შემოტრიალებით, თანაც ძლიერი დარტყმით, ბურთი ბაზის საზღვრებს "გააშორა".
ხალხი პირღია დარჩა.
მეორემ, 500-სს ვკისრულობო.
მაშინ შეჯერდა, დადო ბურთი ცოტა მოშორებით და ერთი დარტყმით, "სუფთად" გააძვრინა ისიც.
ეჰ, თუ თავი შეგაწყინეთ, ბოდიში.
/ძალიან იშვიათად შემოვდივარ ხოლმე, ეხლა მეოთხედ ვარ შემოსული აქ./
წარმატებები ყველას.
This post has been edited by elchi on 4 Jul 2009, 12:59