iaseჩვენი პრობლემა ევროპეიზმის დამახინჯებულ გაგებაშია.
კულტურისა და ფასეულის შეცნობის ნაცვლად რა ვისწავლეთ? კევის ბღლარჭუნი, დახეული ჟინსები, სიგარეტი (თუმცა ევროპამ უკუაგდო ეს მატრაკვეცობა და იქ პასიური მწევლის უფლებების დაცვაა გამალებული) სხეულის გადირკვა ე.წ პირსინგი და ა.შ.
იქ თუ ვინმე ემოა ზუსტად იცის რას ნიშნავს ეს და უნდა და არის
აქ ვისაც არ ეზარება ყველა ემოა თან არც იცის მნიშვნელობა
იქ ქალი ცხოვრობს სექსუალური ცხოვრებით და მაშინ როცა ოჯახი მოუნდება, ქმნის და მერე ცდილობს აღარ უღალატოს
ეს ჩვენში ამბობენ ევროპა გათახსირდაო თორემ იქ მორალიც და ყველაფერიც მშვენიერ ზომაზეა
იქ პატიოსნებას აპკით არ ზომავენ
იქ განათლებას იმიტომ არ იღებენ რომ დიპლომები ქონდეთ
იქ ერთმანეთს ნაკლებად უშლიან ხელს წინსვლაში
ჩვენში დიდი ბოღმაა
ჩვენ განათლება და ბევრი რამ სატრაბახოდ გვინდა
ჩვენ ევროპა შეუზღუდავი ტყ....-ი გვგონია
ჩვენ პატიოსნებას ვერ ვზომავთ
ურთიერთობას ვერ ვაფასებთ
და არცერთმა ქართველმა არ ვიცით რა არის ჩვენი ტრადიცია
ჩვენ ტრადიცია მარტო სუფრა და ქალიშვილობა გვგონია
ჯერ უნდა ვისწავლოთ რა ვართ და რა შეგვიძლია
მერე ავყვეთ ევროპას და მის კარგ მხარეებს
კიდე ბევრს დავცერდი მაგრამ ესეც საკმარისია