ტრაგედიაა, რო ეს მიდრეკილება არის რა
საქართველო - პატარა ირანი
საქართველო - პატარა ოსმალეთი
საქართველო - პატარა რუსეთი (გუბერნია ვსმისლე)
საქართველო - პატარა ამერიკა
ცხადდება ვაკანსია: ვეტენებით ახალ, უფრო მაგარ ქვეყანას
თუ როგორ?

Везде хорошо, где нас нет (მარა ისე ძალიანაც რო მოინდომო, ვერც იმაზე დახუჭავ თვალს, რომ ნეხვში ვზივართ ყელამდე და მაინც გვიხარია, რო "რაც მაგრები ვართ, ქართველები ვართ"

)
ნუ, ვხვდები - ღირებულებებზეა ლაპარაკი, მარა მაინც
ის, რომ დემოკრატია არსებულ სისტემებს მეტ-ნაკლებად ჯობია, ეგ გასაგებია; მარა ამ კონკრეტულ სისტემასაც როგორ მიიღებ - ისაა საქმე
გაცნობიერებულად თუ გადააქსეროქსებ
ეს ერთი, და მეორეც ყველა სისტემა ხმარობს მაინც ინდივიდს, მომკალით და ეგრეა
ნუ, უნდა ვაღიარო 16-17 და 18 წლის ასაკშიც კი მჯეროდა ამერიქან დრიმის, და რომ ხალხი წყვეტს რაღაცეებს და რომ რაღაც აზრი აქვს რამეს, მარა ნწუ
აღიგავა ჩემი იდეალიზმი პირისაგან მიწისა
სხვაობა არის იმაში, რომ სხვაგან იცი რომ გხმარობენ, თუ რამე შეიმჩნიე მიგასიკვდილებენ და ამიტო ჩუმად ხარ შენთვის
და მეორე შემთხვევაში ვერც ხვდები და ეს უფრო დიდი ტრაგედიაა
აბა საიდან ამდენი ომები, სიცოცხლეები,სისხლი
ესეც ხალხს უნდა?
არავის არ უნდა, მარა ხდება
ვისაც უნდა, სახელმწიფოს პროპაგანდითაა გამოდებილებული (მასაზე გავლენის მოხდენას არაფერი არ უნდა, დამიჯერეთ)
მესამეც,
დედააა, რა კაია

ჩემთანაც დემოკრატიაა, შენთანაც იქნება, პეტრესთანაც, პავლესთანაც და მთელი ქვეყანა ჩვენ ვიქნებით, ზურიკელაც, მერიც, ბებიაც, ილიკოც და ილარიონიც

არ ხდება ესე :|
ჯერ კიდევ ძველი რომაელები ნებისმიერ მოვლენაზე სვამდენენ კითხვას "ქვი ბონო" ანუ ვის აწყობსო, ჩვენ როგორც ყოველთვის არ ვფიქრობთ არაფერს
მეოთხე,
რაც მომწონს ამერიკაში , არის თავისუფლების კულტი (თუმცა მსგავსი ღირებულებები დღეს უკვე ევროპაშიც არის)
მომწონს, რომ პატარა ბავშვები შრომას სწავლობენ
მომწონს, რომ არსებობს სამუშაოები საათობრივი ანაზღაურებით
მომწონს, რომ ცდილობენ არ იყვნენ სტერეოტიპირებულები (მართალია ხშირად ძალიან ზედმეტადაც არიან, მარა იციან მაინც რო ესე არ უნდა იყოს

)
და ბლა ბლა ბლა, ბევრი რამე მომწონს კიდე და მინდა აქ (მარა ისე, რო ვიცოდეთ, რატომ გვინდა)

მინდა ვცხოვრობდე ნორმალურ ქვეყანაში, რომელსაც ავაშენებთ ჩვენ, ქართველები, ოღონდ გაცნობიერებულად
ავაშენებთ ღიპზე ხელის დარტყმის გარეშე, რო "აუ, მაგარი ნიჭიერები ვართ ქართველები"
ავაშენებთ იმაზე წუწუნის გარეშე, რო "საქართველო Sლეობაა" და "ბნელა გურჯისტანში"
ჩვენ ვცხოვრობთ იქ, რასაც ვიმსახურებთ ი ვსო
პ.ს. ისე, ქვეყანაში, სადაც ვიღაც საწყალი ბებია პრეზიდენტს ოდებს უძღვნის , ხოლო მეორე საწყალ ბებიას გრეჩიხა წმინდა გიორგის ინკარნაცია გონია, რა გასაკვირია რო ალტერნატივებიც ეგეთია:
რა ჯობია - პატარა ამერიკა ვიყოთ, პატარა ვენესუელა, თუ პატარა კანარის კუნძულები

აუ, ბოლოს მგონი მეც ამ ტონით გავაგრძელე
