ჰოლანდიელი ვაჭარი ანტონი ვან ლევენჰუკი, რომელიც 1632-1723 წლებში მოღვაწეობდა, თავისუფალ დროს საკუთარ გატაცებას - მედიცინას ანდომებდა. ის ოპტიკურ ლინზებს ჩარხავდა, ვერცხლის ან სპილენძის ჩარჩოში სვამდა, შემდეგ ერთმანეთზე აწყობდა და ათვალიერებდა ყველაფერს, რაც კი ხელთ მოხვდებოდა: ქვიშის მარცვალს, კრაზანის ნესტარს, წყლის წვეთს, თმის ღერს.
ერთხელ, როცა ლევენჰუკი თავისი პრიმიტიული მიკროსკოპით ქალაქის არხიდან აღებულ წყლის წვეთს ათვალიერებდა, მასში ასობით და ათასობით უწვრილესი ცოცხალი არსება შეამჩნია.
ლევენჰუკი პირველი ადამიანი იყო, რომელმაც უხილავი ინფუზორიების სამყარო შეამჩნია. თავდაპირველად ფაიფურის ჯამში წვიმის წვეთები დააგროვა, მაგრამ წვიმის სუფთა წყალში ინფუზორიები არ აღმოჩნდა. ოთხი დღის შემდეგ კი მან შეამჩნია, რომ წყალში მიკროორგანიზმები ტრიალებდნენ, მათი რიცხვი ყოველ წუთს მატულობდა. ლევენჰუკმა ლათინური არ იცოდა და ამიტომ თავისი აღმოჩენის შესახებ ჰოლანდიურ ენაზე მისწერა ლონდონში სამეფო საზოგადოებას. მასზე ალაპარაკდნენ მეცნიერთა წრეებში. ლევენჰუკის აღმოჩენებმა იმატა. მან საკუთარი კბილებიდან მოცილებული დანალექის თეთრი მასის ერთ ნამცეცში უფრო მეტი მიკროსკოპული ორგანიზმი დაინახა, ვიდრე ჰოლანდიის მოსახლეობა იყო.
ლევენჰუკი 1723 წელს 91 წლისა გარდაიცვალა. მან ოთხასი მიკროსკოპი დატოვა. ხელსაწყოებში დიდ თანხას სთავაზობდნენ, მაგრამ არც ერთი არ გაუყიდია. მიკროსკოპები უბრალო ვაჭრის უდიდესი განძი იყო.
ხო კითხვაზე პასუხი არ ვიცი

ამასთან ხომ არ აქვს კავშIრი?
ის ოპტიკურ ლინზებს ჩარხავდა, ვერცხლის ან სპილენძის ჩარჩოში სვამდა, შემდეგ ერთმანეთზე აწყობდა და ათვალიერებდა ყველაფერს, რაც კი ხელთ მოხვდებოდა: ქვიშის მარცვალს, კრაზანის ნესტარს, წყლის წვეთს, თმის ღერს. This post has been edited by Ronnie James Dio on 23 Jul 2009, 18:33