დედამიწის მოსახლეობის 2%-ს ჰქონია ეს დაავადება. არსებობს რთული ფორმაც - უნივერსალური ვიტილიგო, რომელიც ნელ-ნელა (ან ზოგჯერ სწრაფადაც) მოიცავს მთელ კანს, წარმოიდგინეთ, ზანგის შემთხვევაში რა რთულია, როცა აჭრელებული გაქვს კანი, ამიტომ ხმარობენ ათასგვარ მაკიაჟს, რომ გაათანაბრონ კანის ფერი. ჯექსონი თავიდან თურმე მუქად იკეთებდა მაკიაჟს ამ მიზნით, შემდეგ, როცა მეტად მოედო მთელ კანზე ლაქები, გადავიდა თეთრი გრიმის ტარებაზე.
კაროჩე, რა, მეცოდება ეს კაცი.
ყოველთვის ამბობდა, რომ არავითარი პლასტიკური ოპერაცია (ცხვირის ოპერაციის გარდა) არ გაუკეთებია და კანი არ "გადაუნერგია", რომ ჰქონდა კანის დაავადება, მეც მახსოვს, ბავშვობაში ვნახე მასთან ინტერვიუ, სადაც ამბობდა, რომ დაავადების გამო თავისით უთეთრდებოდა კანი. გარდა ამისა, ჰქონდა მზის ალერგიაც, რის გამოც სულ ქოლიგთ დადიოდა.
ამბობდა, რომ ამაყობს თავისი რასით და რომ არის შავკანიანი, მიუხედავად ყველაფრისა...