ავსულები - ჭინკები, კუდიანები, ალი, მაჯლაჯუნები, ალქაჯები.
სამყაროს ბოროტი ძალები იყვნენ. იგი აერთიანებდა ალებს ქაჯებს ჭინკებს, მაჯლაჯუნებსა და დევებს.
ალი(ტყის ალი) - მაცდური და საშიში ავსულია. უმეტესად ის მშვენიერი ქალია გაშლილი თმებით და ხიბლავს ადამიანებს. წყლის ალები ნაკადულებში, ტბებსა და ჭაობებში ცხოვრობენ, ტყის ალები კი უღრან ტყეებში. ალი ღამით გამოდის და ცეცხლოვანი თვალებიდან ელვას აკვესებს, ჯდება ქვაზე და თმას ივარცხნის. ვისაც იგი ეცემა, განწირულია-იღუპება ან გიჟდება. ხალხს ეგონა, რომ მისგან თავის დახსნა შელოცვით იყო შესაძლებელი. აი, ერთ-ერთი შელოცვა:
“ ერევეზი, გერევეზი, ანგარეზი,
მრავალსა ნადირსა, ნავხეთ-ნათარეში,
მივხეთ-ნათარეში.
დავუდგით დიდი ბადე ლომი,
მითა დავიჭირეთ ჰალი, ქაჯი, ეშმაკი.
Hაი, თქვე წყეულო ჰალო, ქაჯო და ეშმაკო!
შაიდან მოსული ხართ,
საით მიმავალი ხართ? “
ალები პასუხობდნენ:
“ ქვესკნელიდან მოსული ვართ, ზესკნელში მივალთ,
ვეძებთ დაღლილ კაცსა, დაჭრილ კაცსა, მელოგინესა ქალსა.”
მგზავრი აგრძელებდა:
“ ჰაი, თქვე წყეულო ჰალო, ქაჯო და ეშმაკო!
ნურც ეძებთ დაღლილსა კაცსა,
ნურც ეძებთ დაჭრილსა კაცსა,
ნურც ეძებთ მელოგინესა ქალსა,
თორემ დაგჩეხავთ, სამას სამოცდა ხუთი წელი
გადუღებთ სპილენძის ქვაბში,
შემდეგ თქვენს ძვალსა და ხორცს
ზევით Qქარს გავატანთ, ქვევით წყალს.
ფუი, ასე გაქრით, ჰალო, ქაჯო და ეშმაკო!
შელოცვის შემდეგ ალი ადამიანს დაეხსნებოდა.
ჰოდა ამ ტყის ალებს ბევრი ადამიანი გადაუჩეხავთ კლდიდან - ღამე შეხვდებოდნენ ვიღაცას - საით მიდიხარ? -იქით ? -ჰო მეც იქით და აბა წავედით

(ხალხის მონაყოლი)