სადღაც მქონდა პატარა წიგნი, მოვძებნი და თუ ვიპოვე- დავდებ დამატებით ინფორმაციას.
* * *
kalkaff"მცირეოდენი" შეცდომა გაეპარა ამ ინფორმაციის ჩემთვის მომწოდებელს(დედაჩემს

). ახლა ვიპოვე წყარო.

კერძოდ, ვოკლუზი მდებარეობს საფრანგეთში, პროვანსში, ქალაქ ავინიონის მახლობლად და ნამდვილად არ არის მისი სიღრმე ბოლომდე გამოკვლეული, თუმცა მაქსიმუმი, სადამდეც კუსტომ ჩააღწია იყო 106 მეტრი და 23 მეტრით ზღვის დონეზე დაბლა იყო. ამაზე ქვევით ჩასვლა ვეღარ შეძლეს, ძლიერ ცივი წყლის და მაღალი წნევის გამო.
შეცდომა განაპირობა იმან, რომ კავკასიის უდიდეს მიწისქვეშა მდინარის-მჭიშთის მიწისქვეშა დინებასაც ვოკლუზს უწოდებენ.
მჭიშთა წარმოიშობა ბზიფის(აფხაზეთია თუ არ ვცდები) მაღალმთიანი კარსტული მასივის წიაღში. კარსტოლოგებს მიაჩნიათ, რომ ამ მასივის სიღრმეში უნდა არსებობდეს უზარმაზარი მიწისქვეშა სიცარიელეები, რომლებიც მჭიშთის მოზღვავებულ წყალს იტევენ. მისი საშუალო მრავალწლიური ხარჯი შეადგენს 10 მეტრ კუბს წამში, ხოლო მაქსიმალური ხარჯი აღწევს 200 მეტრკუბს წამში. ეს დაახლ. იგივე რაოდენობაა, რამდენ წყალსაც ჩამოატარებს მტკვარი თბილისთან ერთ წელიწადში.
მჭიშთის მიწისქვეშა ხეობა 1988 წლის მონაცემებით აბსოლუტურად შეუსწავლელია და იქ ადამიანს ჯერ ფეხი არ დაუდგამს.
ინფორმაცია ამოკრებილია წიგნიდან "ბუნების კარი", გამომცემლობა "ნაკადული", მესამე გამოცემა, 1987 წ.
სხვა უფრო კომპეტენტური და კონკრეტული ინფორმაცია ვერ მოვიძიე.
* * *
სურათი ახლავს ინფორმაციას, მაგრამ შავთეთრია და არაფერი საინტერესო არ ჩანს.