ჰო ცუდი თვისებაა, მაგრამ ადამიანის ზოგადად და არა ქართველის

თუმცა ეს თვისება რომ არ გვქონდეს ცხოვრება პრაქტიკულად შეუძლებელი იქნებოდა, იმიტომ რომ სტერეოტიპების შემუშავება ისევე სასიცოცხლოდ აუცილებელია ჩვენი ტვინისთვის, როგორც ინსტინქტების და რეფლექსების ჩვენი სხეულისთვის, აი შენს სხეულს გამომუშავებული აქვს რეფლექსი რომ როგორც კი ცხელს შეეხება მაშინვე გაიწიოს, ასევეა სტერეოტიპის შემთხვევაშიც - ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შენმა ტვინმა რომ ამ შემთხვევის დამახასიათებელი ყველა გარემოება აწონ-დაწონოს, მრავალი ფაქტორი გაითვალისწინოს და ა.შ. უბრალოდ აფეთქდება, ამიტომ მარტივი გამოსავალია წინასწარ შემუშავება რაღაც მზა რეცეპტების. იმიტომაც ვხარშავთ ბევრ რამეს ან ვინმეს ერთ ქვაბში, რომ ქვაბების სიმრავლით თავი არ ავიტკიოთ

ავიტკიოთ ესეც ცუდი ნათქვამია, უბრალოდ მართლა ვერ შეძლებენ ადამიანები სხვანაირად ცხოვრებას, თუმცა ვინაიდან ადამიანებიც სხვადასხვანაირები არიან, მათ ტვინებსაც სხვადასხვანაირი შესაძლებლობები გააჩნიათ - შესაბამისად ამ სტერეოტიპების ნაკლებობა ან სიმცირე, მარტივად რომ ვთქვათ, ზოგის გონება 2 ქვაბის არსებობასაც კი ვერ აიტანს, ზოგმა კი შეიძლება 100000 ატაროს გონებით

ასე რომ რაც არ უნდა არ მოგვწონდეს ესა თუ ის რაიმე ამქვეყნად, ყველაფერს აქვს თავისი ლოგიკური ახსნა და რაც მთავარია საჭიროება, რომ ეს სწორედ ასე იყოს და არა სხვანაირად. მე მომიტევეთ ამდენი ლაპარაკისთვის