სუფთა მარაზმია ეს კონტროლიორები, ახლა ვიღაც უფრო "კოხტად" გამოწყობილები რომ ამოდიან ეგენიც.
რამდენჯერ უნდა შეგამოწმოს, რამდენმა უნდა შეგამოწმოს.
მე ესტონეთში ვცხოვრობ და იქაურ მაგალითს მოვიყვან, ასევე ჩემ გამოცდილებასაც გაგიზიარებთ.
ტალინში ვინც არის დარეგისრირებული და აქვს იქაური აიდი, ასევე სპეციალური საზოგადოებრივი სატრანსპორტო ბარათი, რომელსაც ჰქვია Ühiskaart, შეუძლიათ უფასოდ იმგზავრონ ტრამვაით, ავტობუსით, ტროლეიბუსით. ( 2013 წლის პირველი იანვრიდან მოქმედებს ეს კანონი)
გამართულია სამივე, ზოგი მოძველებულია მაგრამ მაინც. უბრალოდ დასაჯდომი ადგილები საერთოდ არ მომწონს. 2 ადამიანის დასაჯდომი თუ არის, ძლივს ეტევა ეგ 2. ინვალიდებისთვის ცალკეა. ავტობუსი მოდის თავის დროზე, დღეები, საათები, წერია გაჩერებასთან. ასევე შეგიძლიათ ნახოთ საიტზე, თუ რა ნომერი რა დროს მოდის.
http://www.tallinn.ee/eng/Public-transport-timetablesრაც შეეხება ტალინის მუნიციპალურ პოლიციას (კონტროლიორებს)
როგორ ხდება შემოწმება უბილეთო/ბილეთიანი მგზავრების (პირადი დაკვირვება; გამოცდილება)
დილიდან 9 საათიდან ღამის 6 საათამდე არავინ არ გამოწმებს. როცა ამოდიან მგზავრები ბარათს მიადებენ, იკავებენ ადგილს. ზუსტად 19:00 დან > იწყება უკვე შემოწმება. დგას პოლიციის მანქანა სადღაც, რომელიღაცა გაჩერებასთან, შიგნით ზის დაახლოებით 5-6 ადამიანი (ქალებიც და კაცებიც). როცა ავტობუსის მძღოლი ხედავს მათ, ჩერდება, არავის აქვს უფლება ჩავიდეს, არცერთ მგზავრს, მანამ სანამ კონტროლიორი არ ამოვა. ამოდიან სამივე მხრიდან, თავისი აღჭურვილობებით. გეტყვიან მომეცი აიდი ბარათი, მოათავსებენ აპარატში, ნახავენ ინფორმაციას, თუ ყველაფერი წესრიგშია, თავისუფალი ხარ, შეგიძლია მშვიდად იყო. თუ არა, მაშინ ჩამოგსვამენ ავტობუსიდან, ჩაგსვამენ თავიანთ მანქანაში, დაიწყებენ ბლანკი თუ რაცაა, იმის შევსებას, მაქს. ჯარიმის ოდენობა 40 ევროა.
სანამ ეს სისტემა შემოვიდოდა, მძღოლისგან ან კიოსკიდან ვყიდულობდი ბილეთს. ბევრი რომ არ ვისაბურო, თავი რომ არ ვიმართლო, 2 ჯერ მოვხვდი იმ დაწყევლილ მანქანაში, იგივე ადამიანები ორივეჯერ. ინგლისური არ იციან, რუსული ძლივს, ესტონური კი ბატონო. პირველი ჯარიმა 20 ევრო მომარტყეს, მეორე 16.
იქ ვინ დაიწყებს საუბარს მე დევნილი ვარ, ან პენსიონერი ვარ, ან ინვალიდი ვარ და უფასო მგზავრობა მეკუთვნის, რომ დაინახავ იმათაც, თან გასუსულ ხალხს, რომეთაგან არანაირ მხარდაჭერას ვერ იგრძნობ იძულებული იქნები ჩაბრძანდე. მაგრამ ასაკში შესულ ხალხს, არ მინახავს ჰქონდეს რამე გართულება ბილეთებთან დაკავშირებით, სტუდენტებს უფრო გვეხება.
პოლიტიკაში არ დამიპოსტავს, არ მაქვს პროფესორა ხალხის თავი, როგორ დაგაჯარიმეს, საქართველო შეარცხვინე, არ ხარ შენ ქართველობის ღირსი და ა.შ. ეგ ებაზრონ შვილიშვილებს, უკვე ისეთ ასაკშია ზოგი.

პ.ს. მეტრო არ არსებობს
This post has been edited by DontGetM@d on 3 Aug 2013, 11:47