ორი კვირის წინ ინტერნეტში წავაწყდი გადაცემას სამყაროს დასასრულზე 2012 წელს. ასეთი ილუზიების თუ წინასწარმეტყველობების მე პირადად არ მჯერა, მაგრამ გადავწყვიტე ეს ფაქტები გამომეძია, ლოგიკურად ამეხსნა რომ ეს ყველაფერი სიცრუეა.
დავიწყე ლიტერატურიდან, წავიკითხე 2 წიგნი, შემდეგ ინტერნეტი, და მართლაც აღმოჩნდა, რომ პირველად მსოფლიოში ყველა წინასწარმეტყველობის წყარო და სხვადასხვა კულტურები თუ რელიგიები მოუთითებენ ერთ თარიღს როდესაც ახალი სამყარი აღმოცენდება, ძველი კი ისტორიას ჩაბარდება – 21 დეკემბერი, 2012 წელი.
ეს მოვლენა არ იქნება წამიერი, ეს ნელა დაიწყება და გაგრძელდება. ხოლო ვინც გადარჩება ახალ ცხოვრებას, ახალ სამყაროს შეხვდება. გასაკვირვი ის ფაქტიც არ უნდა იყოს რომ უმეტეს მეცნიერულ ფაქტებს NASA–ც ადასტურებს.
კერძოდ, 2012 წელი იქნება ის წელი როდესაც დედამიწა, 26,000 წელიწადში ერთხელ იცვლის პოლარულ ველს და პლანეტა გადაიხრება 27 გრადუსამდე (ეხლა 26ია). ეს თუ რას მოიტანს არავინ იცის ჯერ. ამასთანავე, დედამიწა ხვდება გალაქტიკის ისეთ სისტემაში სადაც პლანეტები აგრესიულად იწყებენ მოქმედებას, რამაც შეიძლება სხვა პლანეტების ერთმანეთში შეჯახება გამოიწვიოს.
ყველაზე საოცარი კი ის ფაქტია, რომ მაიას ცივილიზაციამ ეს დღე და რიცხვი ოცი ათასი წლის წინ იწინასწარმეტყველა და თავისი ცივილიზაციის დასასრულიც თარიღიც კი ზუსტად დაასახელა. მაიას ცივილიზაცია, რომელიც ჩრდიელოეთ და აღმოსავლეთ ამერიკის ინდიელ ტომებს წარმოადგენენ, ყველაზე განვითარებული იყო, რადგან მათმა ასტროლოგებმა იცოდნენ იგივე ინფორმაცია ჩვენს პლანეტაზე და გალაქტიკაზე, რომელიც თანამედროვე მეცნიერებს 21–ე საუკუნის ტექნოლოგიამ მოუტანა. საიდან და როგორ მიიღო ეს ინფორმაცია მაიას ცივილიზაციამ, ეს კიდევ მსჯელობის საგანია. მაიამ იწინასწარმეტყველა მე–13 ბახტუნის დამთავრება, რომელიც იქნება 21 დეკემბერი, 2012 წელი. ამით ყოველივე ძველი მთავრდება და ახალი ცივილიზაცია, ახალი სამყარო იქმნება...
მაიასთან ერთად იგივე (ზუსტი დღე არ დაუსახელებია) წელი - 2012 დეკემბერი - ტი ჩინგმა, ჰოპის ტომის ინდიელებმა და მერლინმა იწინასწარმეტყველა, როგორც ძველი სამყაროს დასასრული და ახალი სამყაროს დასაწყისი 2013.
ერთერთმა ცნობილმა ეკონომისტმა აგრეთვე დასძინა რომ რომ ყოველ 14 წელს მსოფლიოს საფინანსო ბაზარი განიცდის დიდ დარტმას.
ბიბლიის კოდი, რომელიც ისრაელში რამოდენიმე მეცნიერმა გატეხა (ნიუტონმა პირველად წარმოთქვა ჰიპოთეზა, რომ ბიბლია შეიცავს კოდს, რომელიც მომავალს წინასწარმეტყველობს) გამოაჩინა რამოდენიმე სიტყვათა მიმდევრობა – კატასტროფა, 2012 წელი, დედამიწა განადგურებული, დასასრული, დიდი ქვა, ცეცხლი. ამ სიტყვათა მიმდევრობა და დამთხვევა შემთხვევითობა არ არის, რადგან მათემატუკურად ასეთი დამთხვევის ალბათობა თითქმის ნულს უდრის.
ბიბლიის კოდი აგრეთვე შეიცავს პირველი კატასტროფის თარიღს 2009–2010 წლები, რომელიც სხვა წრამოდენიმე წყაროშიც არის ასახული. ეს კატასტროფა იქნება ძალიან დიდი, მაგრამ 2012 წლის კატასტროფა იქნება უდიდესი, რომელიც კაცობრიობას, ჩვენს ცივილიზაციას შეცვლის.
სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით 2012-ის შემდეგ დედამიწაზე გადარჩენილთა რიცხვი იქნება 200 მილიონს (მაქიმუმი) და 145,000 (მინიმუმი) შორის. აგრეთვე ისიც უნდა დავძინოთ, რომ მაიას მიმდევრებს
ნასა ირწმნუნება რომ 2012 წელს მზის რადიაცია რადიკალურად გაძლიერდება შეიცვლება და ახალი მზის ციკლი დაიწყება. ამასთანავე, დედამიწის პოლარული ველები იცვლება პარალელურად. ნასა აგრეთვე დასძენს რომ ამ ფაქტს შეუძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს კომუნიკაციურ საშუალებებზე, საჰაერო ნავიგაციაზე და სატელიტებზე. ეს იქნება ის დრო როდესაც მზე მოექცევა გალაქტიკის ცენტრში, რაც გამოიწვევს პლანეტების ორბიტაში ცვლილებას და ჩვენს გალაქტიკაში შეიქმნება ანარქიული, აგრესიული მიმოქცევა ისეთი პლანეტებისა როგორიცაა მერკური და ვენერა.
კიდევ ბევრი სხვა მეცნიერული ფაქტია დასახელებული 2012 წლ;ის შესახებ და მაგდენის წერა მეზარება. უბრალოდ დამაინტერესა და მინდოდა მოკლე ვერსია თქვენთვის გადმომეცა.
რას ფიქრობთ ამაზე? ამდენი ფაქტი/წინასწარმეტყველობა რომ ერთ წელიწადზე, თვეზე და რიცხვზე რომ მოდის?
Copyright:
Carlos__ის თემა გადაიტვირთა, ახალი ემოციები და ახალი განცდები
გჯერათ?
მე არა
"The Ferrari is a dream - people dream of owning this special vehicle and for most
people it will remain a dream apart from for those lucky few." Enzo Ferrari