gervasi
გერვას ტერ-კარამაზოვ-მილოსლავსკი

    
ჯგუფი: Members
წერილები: 3412
წევრი No.: 88483
რეგისტრ.: 9-April 09
|
#15927923 · 11 Oct 2009, 15:07 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE (ABIGAEL @ 11 Oct 2009, 13:23 ) | განა მთელი საქართველო ერთნაირად არ ლაპარაკობს და მთელი ერი დაზომბირებული არ არის მართლმადიდებლური მღვდლების მიერ, ხატებზე რომ ალოცინებენ გაუბედურებულ ხალხს თითქოსდა ისინი გადაარჩენდნენ.( არ გაიკეთო კერპი და არც რაიმე ხატი... მეორე რჯული 5:8,9) დასავლეთში კიდევ ცნობილია რომ ყველას უფლება იცვება და ვერავის ვერაფერს ვერ მოახვევს თავზე, თავისი ნების გარეშე. მოკლედ თუ ისინი კარგად არიან ხალხო თქვენ რა გაწუხებთ? ის ხომ არა რომ თქვენა ხართ ცუდად? და თუ ადამიანთან დაახლოება გინდათ ეგ მეთოდი რომ არ ამართლებს ხომ ხედავთ. |
რელიგიურად გაუნათლებელი მოლაქისტებო,ნორმალურად წაიკითხეთ ბიბლია, ნორმალურად და სრულად! კერპი სხვა რამეა,მაგალითად: „ადექი და გაგვიკეთე ღმერთები, რადგან არ ვიცით, რა დაემართა იმ კაცს, მოსეს... აარონმა საჭრეთლით გამოსახა სახე და ჩამოასხა ხბო. თქვეს: ესენი არიან, ისრაელო, შენი ღმერთები, რომლებმაც ეგვიპტიდან გამოგიყვანეს“ (გამ. 32, 1, 4). გამოსვლათა წიგნში წერია: „არ გაეკარო კერპებს, არც რაიმე ხატი (ძვ. ქართ. „მსგავსება“ ბერძ. „ჰომოიომა“) იმისა, რაც არის მაღლა ცაში, დაბლა მიწაზე და წყალში მიწის ქვეშ“ (გამ. 20, 4). ამ მუხლის ციტირებით, მალაქისტები ამბობენ, რომ თითქოს ღმერთი კრძალავს ხატების თაყვანისცემას.ჯერ ერთი, მოყვანილ ციტატაში ძველ ბერძნულ და ძველ ქართულ ტექსტებში სიტყვა „ხატის“ მაგიერ გამოყენებულია „მსგავსება“, „გამოსახულება“, შეადარეთ რუსულ ტექსტს, რომელიც მკითხველისათვის უფრო ხელმისაწვდომია: „Не делай себе кумира и никакого изображения того...“ ჩვენ არ ვეთაყვანებით წმინდა ხატებს, როგორც ღმერთებს, არამედ მივაგებთ მათ შესაფერის პატივს. ამასთან, პატივს ვცემთ არა ხეს და საღებავს, რომლითაც შესრულებულია ხატი, არამედ იმ პიროვნებას, რომელიც მასზეა გამოსახული. ეს რომ ღვთის საწინააღმდეგო ქმედება არ არის და ნებადართულია მისგან, წმინდა წერილიდანაც ჩანს. უფალი კერპების გამოსახულების გაკეთებას კრძალავს და არა - წმინდა ანგელოზებისას. მაგ.: მან მოსეს უბრძანა, გაეკეთებინა ანგელოზების - ქერუბიმების ქანდაკება და აღთქმის კიდობანზე დაემაგრებინა (გამ. 25, 1-21); „ოქროსაგან გამოჭედავ ორ ქერუბიმს, და სახურავის ორსავე კიდეზე დაამაგრებ (გამ. 25, 18). როგორც აღვნიშნეთ, ქერუბიმები იგივე ზეციური ანგელოზები არიან (შეადარეთ ებრ. 9, 1-5). ბიბლიაში ასევე მოხსენებულია ორი პიროვნება: ბეცალიელი, ძე ურისა, იუდას შტოდან (გამ. 31, 2) და ოჰოლიაბ ახისამაქის ძე დანის ტომიდან (გამ. 31, 6), რომლებიც უფალმა ისრაიტელთაგან მოსეს დასახმარებლად საგანგებოდ ამ საქმისათვის გამოარჩია: „და ავავსე იგი ღვთის სულით, სიბრძნით, გონიერებით, ცოდნით და ყოველი ხელოვნებით... რათა ყველაფერი გააკეთონ... სადღესასწაულო კარავი, მოწმობის კიდობანი სახურავითურთ და კარვის ყოველი ჭურჭელი“ (გამ. 31, 3, 6-7). და, მართლაც, ღვთის ბრძანებისაებრ, „გააკეთა ბეცალიელმა ურთხელასგან კიდობანი... მოჭედა იგი ხალასი ოქროთი შიგნიდან და გარედან და ოქროს გვირგვინი შემოავლო გარშემო... გააკეთა ოქროს ორი ქერუბიმი; ოქროსაგან გამოჭედა ისინი; სახურავის ორსავე კიდეზე განალაგა, ერთი ქერუბიმი ერთ კიდეზე, მეორე ქერუბიმი მეორე კიდეზე. სახურავიდან გამოიყვანა ქერუბიმები ორსავე კიდეზე. ფრთები გაშლილი ჰქონდათ ქერუბიმებს და ფარავდნენ თავიანთი ფრთებით სახურავს, სახით ერთმანეთისკენ იყვნენ მიქცეულნი“ (გამ. 37, 1-2, 7-9). მიუხედავად იმისა, რომ ღმერთი ყველგან მყოფია და ყოველთვის ესმის ჩვენი ლოცვა, იგი მკაცრად აფრთხილებს მოსეს: „მანდ მოგევლინება ხოლმე, სახურავზე, ორ ქერუბიმს შორის, მოწმობის კიდობანზე რომ არიან, და ყველაფერს გამოგიცხადებს, რაც ისრაელიანებისთვის უნდა გაბრძანებინოთ“ (გამ. 25, 22) და, მართლაც, „როცა შედიოდა მოსე სადღესასწაულო კარავში მასთან სალაპარაკოდ, ესმოდა ხმა უფლისა, რომელიც ელაპარაკებოდა მას მოწმობის კიდობანის სახურავს ზემოდან, ორი ქერუბიმის შუიდან. ასე ელაპარაკებოდა მას უფალი“ (რიცხ. 7, 89). წმინდა წერილში ნახსენებია, „რომ გაირჩეს საღვთო და საერო, უწმინდური და განწმენდილი“ (ლევ. 10, 10). სწორედაც, ასეთ „საღვთო და წმიდა“ გამოსახულებადაა ბიბლიაში მიჩნეული ანგელოზთა ქანდაკებანი. აღთქმის კიდობნისა და მასზე გამოსახულ ანგელოზთა წინაშე ლოცულობდნენ: 1)„შემოიხია იესომ (ნავეს ძემ) სამოსელი, პირქვე დაემხო მიწაზე უფლის კიდობნის წინ და ასე იყვნენ საღამომდე ის და ისრაელის უხუცესობა; თავზე მტვერი დაიყარეს“ (იესო 7, 6); 2)„დაემხო ტაძრის წინ ისრაელის ყოველი კაცი, ქალი და ბავშვი - იერუსალიმის მკვიდრნი, ნაცარი დაიყარეს თავზე და გააფინეს თავიანთი ძაძები უფლის წინაშე“ (ივდ. 4, 11). კიდობნის წინაშე მსხვერპლს სწირავენ ღმერთს: 1)სოლომონი „მივიდა იერუსალიმში და წარდგა უფლის აღთქმის კიდობნის წინაშე. აღავლინა აღსავლენი და შესწირა სამადლობელი მსხვერპლი“ (3 მეფ. 3, 15); 2)„დააყენა ლევიანები უფლის კიდობნის წინაშე სამსახურის გასაწევად, რათა მოეხსენებინათ, ედიდებინათ და ექოთ უფალი, ღმერთი ისრაელისა“ (1 ნეშტ. 16, 4). კიდობნის წინაშე ანთებენ კანდელებს და აკმევენ საკმეველს: 1)„გააკეთე სამსხვერპლო საკმევად... დადგი იგი კრეტსაბმელის წინ, მოწმობის კიდობნის პირდაპირ რომ არის; სახურავის წინ, მოწმობის კიდობანს რომ ახურავს, სადაც მე გამოგეცხადებით. აკმიოს მასზე აარონმა სურნელოვანი საკმეველი; აკმიოს იგი დილაობით, როცა ლამპრებს გაამზადებს. როცა აანთებს აარონი ლამპრებს საღამოხანს, აკმიოს საკმეველი. ეს იყო მუდმივსაკმევად უფლის წინაშე თაობიდან თაობაში“ (გამ. 30, 1, 6-8). 2)ასევე სოლომონა დაბირში „გააკეთა ორი ქერუბიმი ზეთისხილის ხისგან“ (3 მეფ. 6, 23) და ღმერთმა მოიწონა ისინი. სოლომონმა მოგვიანებით, დიდი ტაძრის აშენების შემდეგ, შიდა ნაწილში განათავსა ორი ქერუბიმის გამოსახულება. „წმიდათაწმიდის სახლში გააკეთა ორი ქერუბიმის ქანდაკება და ოქროთი დაფერა ისინი... ამ ქერუბიმების ფრთები ოც წყრთაზე იყო გაშლილი. ისინი თავიანთ ფეხებზე იდგნენ და პირისახე სახლისაკენ ჰქონდათ მიქცეული“ (2 ნეშტ. 3, 10, 13). სოლომონმა მთელი ტაძარი ქერუბიმებით მოხატა. „კედლებზე ქერუბიმები ამოკვეთა“ (2 ნეშტ. 3, 7); „გააკეთა კრეტსაბმელი ლურჯი, ძოწეული, მეწამული ნართისაგან და სელისაგან და მასზე ქერუბიმენი გამოხატა“ (2 ნეშტ. 3, 14). უფალმა მოიწონა ეს სახლი და მისმა დიდებამ აავსო იგი. „როცა სოლომონმა ლოცვა დაასრულა, ცეცხლი გადმოუშვა ზეციდან და შთანთქა აღსავლენი და მსხვერპლნი. უფლის დიდებამ აავსო სახლი. ვეღარ შედიოდნენ მღვდლები უფლის სახლში, რადგან უფლის დიდებით იყო ავსებული უფლის სახლი. როცა დაინახეს ისრაელიანებმა სახლზე გადმომავალი ცეცხლი და უფლის დიდება, პირქვე დაემხნენ ქვაფენილზე და თაყვანისცეს“ (2 ნეშტ. 7, 1-3). ღმერთი, ანგელოზთა გამოსახულებების გაკეთებას რომ კრძალავდეს, მოსესა და სოლომონს მათი ქანდაკების დამზადებას არ უბრძანებდა და არ მოუწონებდა, პირიქით, მათ ამისთვის დასჯიდა. ასე რომ რეზოია, ახლა გვიჩვენე დებილი ხარ თუ ჭკვიანი და აღიარე რაა ჭეშმარიტი!
This post has been edited by gervasi on 11 Oct 2009, 16:14
--------------------
მივაღწიოთ კაჭრეთ-ველისციხი გურჯნიდან :love: დამოუკიდებლობასა!დავსწიოთ გურჯაანის ატმი ფასები!©თელაველ :love: ბრძენთა ოქმები "ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა,რომ ვინმეს რამე უმტკიცო"ნელსონ მანდელა Or click here if you do not wish to wait ;) ©Sharikov
|