დავიწყოთ იმით, რომ აღნიშნული "ხუთი ჯვარი", ეკუთვნოდათ არა ტამპლიერ (ტაძრელ) რაინდებს (ისინი ატარებდნენ წითელ ჯვარს თეთრ მოსასხამზე, მაგრამ მათი ჯვარი აბსოლუტურად განსხვავებულია) არამედ "უფლის საფლავის" მცველ რაინდთა ორდენს . ეს ორდენი, ძალიან ბევრი ისტორიკოსის მოსაზრებით, ითვლება სულ პირველად დაარსებულ ორდენად და თუ ძაან ჩავუღრმავდებით ზოგიერთი ცნობით საერთოდ 69 წელსაც და იერუსალიმის პირველი პატრიარქის , ლეგენდარულ წმინდა იაკობის (უფლის ძმა იოსების მხრიდან) სახელსაც უკავშირებენ.
Возникновение ордена относят к временам первого иерусалимского епископа Иакова, учредившего в 69 г. из благороднейших христиан особую "стражу гроба Господня", или к деяниям Готфрида Бульонского, основавшего Орден в 1099 г.
Посреди различных превратностей судьбы Орден увековечил память о рыцарях, защищавших Святые места, и о канониках, окружавших патриарха, молившихся и выполнявших службы в Ротонде Гроба Господня и здании, возведенном крестоносцами. ანუ
არის ასეთი გადმოცემა, რომ ჯერ კიდევ 69 წელს, პატრიარქი იაკობის კურთხევით ქრისტიანებისგან შეიქმნა, გასაკუთრებული "უფლის საფლავის დაცვა"
ახლა ისიც გავიხსენოთ ამ "ხუთ ჯვარს" იცით რას უწოდებენ მეორენაირად?...--იერუსალიმის ჯვარს!!!!!!!...
(ჭკვიანი და აზრიანი ხალხი კითხულობს ფორუმს და რაღაც ასოციაციები შეიძლება გაგიჩნდეთ, მაგრამ ჯერ სად ხართ. წინ კიდევ უფრო საინტერესო ამბები გველის..ამბები და დამთხვევები, დამთხვევები და ინფორმაციები განსჯისთვის და პარალელების გასავლებად)
მოკლედ ასე...
პირველი გადმოცემა ამ „გაერთიანების“ შესახებ უკავშირდება იერუსალიმს და პატრიარქ იაკობს!
გადავახტეთ ახლა საუკუნეებს და მეორე ცნობით (თუმცა პირველის უარყოფა ამით არ ხდება) აღნიშნული ორდენის ("უფლის საფლავის" მცველთა) აღორძინება თუ თავიდან დაარსება თუ "იატაკქვეშეთიდან" გამოსვლა (რაც გინდათ, ის ვუწოდოთ) ხდება 1100 წელს!
ამ ფაქტისა პირველად ხსენება ხდება ცნობილი ისტორიკოსის და ამ საქმის უბადლო სპეციალისტის რენე გრუსე-ს მიერ.
ამ ნაშრომში გრუსე წერს - ბალდუინ I -ზე (გოტფრიდ ბულონელის უმცროსი ძმა, ქვედა ლოთარინგიის ჰერცოგი)
ცნობილია, რომ გოტფრიდის სიკვდილის შემდეგ, 1100 წელს (ისე ამ დროს შევხედოთ საქართველოს ისტორიას და თუ არ ვცდები ჩვენი ისტორიკოსები დავით აღმაშენებელის მეფობის პირველ ეტაპს 1096 წლით ათარიღებენ.... იწყება მისი მეფობის ულამაზეს-უდიდეს-უმნიშვნელოვანესი II ეტაპი.. ) ბოლდუინმა მიიღო გვირგვინი და გახდა იერუსალიმის პირველი მეფე და პირველი ხელის მოწერა გააკეთა შემდეგი -" მე, ბალდუინი, რომელმაც მივიღე იერუსალიმის სამეფო, ღვთის ნებითა" ეს იყო მისი პირველი, მეფური ხელისმოწერა!
გრუსე წერს შემდეგ რამეს ბალდუინზე-- რომ " ის იყო პირველი სამეფო გვარიდან, "შექმნილი აქ, სიონის მთაზე" , რომელიც გახდა სწორი ყველა ევროპული სამეფო ოჯახისა: კაპეტინგების, პლატაგენეტების, ჰოჰენშტაფენებისა და ჰაბსბურგებისა"
მაგრამ აქ არის ერთი უდიდესი „მაგრამ“...
რენე გრუსე ამ დროს ითვლება, როგორც ერთ ერთი დიდი და პედანტი მცოდნე ყველა დინასტიის, მიუხედავად ამ უკნასკნელების ჩახლართულობისა,
მაგრამ ის რატომღაც ბალდუინს მაინც მოიხსენიებს, როგორც სწორს ყველა ამ საგვარეულოსი! .
ერთი შეხედვით ეს ძაან უცნაურია..
და მას ეს არ უნდ ექნა თითქოსდა, მითუმეტეს რომ, იმ დროსაც და ახლაც ცნობილია: ბალდუინიც და მისი მემკვიდრებიც არ იყვნენ არანაირ ნათესაურ კავშირში მაშინდელ სამონარქო ოჯახების "უმაღლეს ლიგასთან", არც ეგრეთ წოდებული "სისხლის პრინცი" არ ყოფილა
თითქოსდა გრუსეს არ უნდა დაეშვა ესეთი უცნაური შეცდომა...
კიდევ ვიმეორებთ, გრუსე ითვლებოდა და ითვლება ერთ ერთ სპეციალისტად ამ საქმისა. ვინ, ვინ, და მან ბრწყინვალედ იცოდა ყველა სამეფო დინასტია...
და რა ხდება? რატომ მოხდა ბალდუინის ასე მოხსენიება? მითუმეტეს არანაირი შეხება არც ქრონოლოგიურად გრუსეს ბალდუინთან არ ქონია..არც ვალი..და არც შიში...:-))
იგი თავის ნაშრომებში არ გვცემს პასუხს ამ დასმულ კითხვაზე...
გავაგრძელოთ ჩვენი მსჯელობა, წავიწიოთ წინ და შემდგომში დალაგებული ფაქტების გარშემო ანალიზი ვაკეთოდ და თუ გინდათ ვიფანტაზიოროთ...
რაც გინდათ ის დავარქვათ ამას.
გავაგრძელეთ...
მოკლედ გავჩერდით იმაზე რომ იერუსალიმის ტახტზე ჯდება ბალდუინ I, მას მიუხედავად იმისა, რომ არაფერი კავშირი არ აქვს თითქოსდა სამეფო სისხლთან ამ საქმის ავტორიტეტები იხსენიებენ, უაპელაციოდ, როგორც თანასწორ მეფეს ნებისმიერ ევროპული მონარქისა და....
და..
მის სახელთან არის კიდევ დაკავშირებული ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი "უფლის საფლავის" მცველთა ორდენის დაარსება თუ აღორძინება.
ზუსტად ამ პერიოდში, (დავითის მეფობის მეორე ეტაპს) ემთხვევა ბალდუინის საიდუმლო ჩამოსვლა საქართველოში
დიახ!
არის ასეთი საინტერესო და საიდუმლო ჩანაწერი ქართულ მატიანეში : რომ მეფე ბალდუინ იერუსალიმელი მოვიდა იდუმალ ქართლსა შინა...
და მორჩა
მეტი არაფერი...
არ ვიცით რა უნდოდა, რისთვის მოვიდა..რა ითათბირა დავითთან...
თუმცა არის მოსაზრება და ამ მოსაზრებმდე მისვლას, არც არაფერი არ უნდა.. იმიტომაც რომ იგი ბანალურია და ეგრევე ეგ მოდის თავში.....
რომ ბალდუინი ჩამოვიდა სამხედრო კავშირის შესაკრავად დავითთან.. საერთო მტრის წინააღმდეგ!!!!!!!!!
კარგით ვთქვათ ასე არაა ეს ყველაფერი.....
მაგრამ, მაშინ ამხელა გზაზე მეფე არ მიდოდა (თან "იდუმალ შინა"..ესე იგი ინკოგნიტოდ) მეორე მეფესთან სამხედრო კავშირის საძებნელად
ამისთვის, ბოლო ბოლო, რაღაც გარკვეული დიპლომატიური მისიები არსებობდა...
ელჩობა და მასზე დაკისრებული მოვალეობები..
კიდევ ვიმეორებ, ინკოგნიტოდ, მეფეები ხელშეკრულების დასადებად არ ჩადიოდნენ ამხელა მანძილზე...(თან რუკას შეხედეთ რა გზები უნდა გაევლო ბალდუინს...და რამხელა რისკზე მიდოდა ამ მგზავბორობისთვის)
და დავუშვათ ახლა ..რომ არ მიდის ბალდუინი "იდუმალ ქართლსა შინა" სამხედრო კავშირის საძებნელად....
მაშინ რა უნდა მას საქართველოში?
რა მნიშვნელოვანი ამბით მიდის მეფე დავითთან?
ისეთი ამბით რომელსაც, ვერ ან არ, ანდობს არავის!..........
და თვითონ მიეშურება (თან სამეფო დატოვა, რაც საერთო უპრეცედენტო შემთხვევაა!!) მაშინ მოგზაურობა ერთ დღეში გადაფრენა გადმოფრენასთან არ იგივდებოდა...მინიმუმ სამი თვე უნდა ევლოთ ბალდუინს და მის მხლებლებს)
საინტერესოა არა?
კარგით......
გადავარდეთ ახლა ისევ ევროპაში
და გავიხსენოთ უდიდესი მითი..ლეგენდა რომელიც მთელ ევროპაში არა მარტო უპოპულარესი იყო,არამედ ევროპელებს უბრალოდ სჯეროდათ: „მითი იოანე პრესვიტერზე“
არსებობდა მითი თუ გადმოცემა იმის შესახებ რომ “ეს იოანე პრესვიტერი“ (რომელიც მეფე -მღვდელმთავარია სადღაც აღმოსავლეთში.. გეცნობათ რამე საქართველოს და კერძოდ დავითის ისტორიიდან...?) თითქმის "გამოცდას უტარებს" ყველა ევროპელ მონარქს , "ამზადებს მათ სამეფო, საიმპერატორო "თანამდებობისთვის"
და მას , „იოანე პრესვიტერს“ ეძახდნენ - - „rex regum“-ს.. ანუ "მეფეთა მეფეს"
მაგრამ ეს ხდებოდა რაღაც პოლიტიკურ კონტექსტში! არა და არა.
სხვა რაღაც სულიერ და მისტიურ კონტექსტში...!...
ევროპაში მუსირებს კიდევ, ასეთი გადმოცემები, რომ იოანე პრესვიტერის მიწა მონახულებული აქვს ალექსანდრე მაკედონელს, ქრსექსეს, რამოდენიმე ყველაზე "იღბლიან რომის იმპერატორს (მათაც "იდუმალ შინა") და ოგერსაც...დანიის მეფეს...
Некоторые источники утверждают, что царь Ксеркс, Александр Македонский, римские императоры, Огьер, король Дании и многие другие посещали царство пресвитера Иоанна. Все они узаконивали у него свое царственное достоинство.
და რისთვის მოდოდნენ ეს ადამინები ამ აღმოსავლეთის მიწაზე?
ლეგენდების და გამოცემების მიხედვით, ერთი მარტივი მიზეზის გამო, (რიტუალზე დასაწრებად, რომლის აღსრულებასაც სწორედაც რომ პირადი დასწრება ჭირდება) -- ..ანუ მარტივად, ესე იგი იღებენ რაღაცას ისეთს, რაც მათ მეფობას ხდის ჭეშმარიტებად.. და ამ რიტუალის ჩატარების სრული დაცვით იღებენ სამეფო ტახტებს!
ეს ყველაფერი ევროპული გადმოცემებია და ლეგენდები..
თითქოსდა..
ამ პერიოდში ევროპელები უკვე იწყებენ გეოგრაფიულად აღმოსავლეთის გაცნობას,
და რა თქმა, უნდა იგებენ ქრისტიანულ ქვეყანა საქართველოზეც
სადაც ტახტზე ზის დავით აღმაშენებელი, მეფე- მღვდელთავარი.. მეფე მეფსალმუნე..
ტიტული „ბიბლიური მეფე“ სწორედ დავითიდან მოდის და "მესიის მახვილი"-ც მას უწერია...
იწყებენ რა, მის გაიგივებას ლეგენდარულ იოანე პრესვიტერის სამეფოს მეფესთან
და ბალდუინ I იერუსალიმელი დგება, ტოვებს სამეფოს და მიდის "იდუმალ ქართლსა შინა"
სრულიად ინკოგნიტოდ...
ბრუნდება და ყველაზე კრიტიკული, დინასტიების მცოდნე და სპეციალისტი, გრუსეც კი იხსენებს ამის შემდეგ ბალდუინს, როგორც "კანონიერს და ყველა ევროპელი მონარქის სწორ" მეფედ.... პიროვნებას , რომელსაც არანაირი (წესით) კავშირი არ უნდა ჰქონოდა სამეფო სისხლთან (ტყუილად არ წასულა "იდუმალ ქართლსა შინა")
რას ფლობდა დავითი.. რა ხელდახსმა მოახდინა..და რატომ და რა ძალით
ამას ალბათ ვერასოდეს შევიტყობთ..
თუ რა "უფლებას" ფლობდნენ ბაგრატიონები, ეს ახლა სამარჩიელო გვაქვს..
და სად შეწყდა ეს "უფლება" (თუ ასეთი არსებობდა) ამას კი უკვე მრჩიელობა უნდა.
მოდით უბრალოდ გავიხსენოთ როდის მოხდა ხალდასხმული ბაგრატოვანთა ტახტის უზურპაცია, კანონიერი მეკვიდრის მოკვდინება (უდიდესი ცოდვა) და "უზურპატორის" მიერ ტახტის უკანონო დაკავება
კი კი

ეგ არის..
აქ ნამდვილად დემნა უფლისწულზე, მის ბიძაზე ..გიორგი II-ზე და შემდგომ უკანონოდ გამეფებულ თამარზეა საუბარი..
თუმცა ეს უკვე სხვა სხვა ისტორიაა... როგორც იტყვიან სხვა "ოპერაა"
გავაგრძელოთ :-)
ბოლდუინ I-ზე შევჩერდით
ჩვენი მიზანი კი, უბრალოდ ფაქტები დავაკავშიროთ და ვერსიები დავყაროთ!
ფაქტი კი არის ის, რომ დაბრუნებული ბალდუინი აარსებს თუ აღორძინებს, სპეციალურ, განსაკუთრებულ სამხედრო ორდენს, რომელიც გადმოცემით ჯერ კიდევ 69 წელს არსებობდა იერუსალიმში პატრიარქ იაკობის კურთხევით --- "უფლის მცველ " რაინდთა ორდენს!!!
და მას უკვე მოიხსენიებენ, როგორც უკვე ავღნიშნეთ, ძალიან პედანტი ისტორიკოსები და ჰერალდიკის მცოდნენი, როგორც მეფეს... სისხლით და კანონიკით
ხოლო "უფლის საფლავის მცველ" რაინდთა ორდენს კი.... დროშაზეც და მოსასხამებზეც, გამოხატული აქვთ „ხუთი ჯვარი“!
ეს ის ხუთი ჯვარიa, რომელიც იერუსალიმის სიმბოლოა!
.ეს ის ხუთი ჯვარიa დროშაზე რომლებიც ფრიალებდნენ 1121 წლის აგვისტოში დიდგორის ველზე, ქართული ჯარების წინ..
იქაც ხომ “იერუსალიმის დაცვა” მიმდინარეობდა....
და საინტერესოა , დავითის მიერ იერუსალიმში პერიოდულად გზავნილი მცირერიცხოვანი ქართველ მეომართა და კეთილშობილთა ჯგუფები, რომლებიც მუდამ ქრებიაn თვალსაწიერის არეალიდან
ვინ იცის ... სად “ქრებiaნ”
ხომ არ იმოსებოდნენ ისინიც თეთრი მოსახამებში და ხომ არ ეჭირათ ხელში თეთრი, ხუთჯვრიანი ქათქათა დროშები?!....
-
აი რა პოეტური შეიძლება იყოს ...ისტორიული ფაქტებით... საუბარი..ან მანიპულირება

მარცხნიდან პირველი რაინდის სამოსი არის..ზუსტად ზემოთ აღნიშნული "უფლის საფლავის მცველთა" ორდენის სამოსი..

1. „უფლის საფლავის" მცველთა ორდენი ... (ეს სიმბოლო რასაც ისინი ატარებდნენ ითვლება "უფლის საფლავის" სიმბოლოდ და აქედან გამომდინარე იერუსალიმის, ყველასთვის წმინდა ქალაქის, სიმბოლოთაც... სადაც ქართველნი გაშლილი დროშებით შედიოდნენ... )
2. იოანიტი.. (გოსპიტალიერი, ახლა მალტელებს რო ეძახიან)
3. ტამპლიერი
4. ესპანური, წმინდა იაკობის ორდენის რაინდი
5. ტევტონი....
ღმერთი თქვენთან....... და ველი წყევლას
This post has been edited by UZUL on 11 Oct 2009, 15:02