Kaisa
Mapulian geek

    
ჯგუფი: Members
წერილები: 2368
წევრი No.: 37858
რეგისტრ.: 7-July 07
|
#38840141 · 24 Nov 2013, 11:51 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
levancho_kanada
QUOTE | მეც მინდა რო ლეგალად ჩამოვიდნენ თუმცა ზოგმა ენა არიცის ზოგს სწავლის თავი არ აქ ზოგს ის ზოგს ეს და სწავლა როგორ დავაძალო მეც დავწერე რამდენი გზა ვიცი და ერთერთი სწავლაც იყო |
სამწუხაროდ, ზოგზე არაა აქ ლაპარაკი, აბსოლუტურ უმრავლესობაზეა.
fallow
QUOTE | როგორი ფასებია საერთაშორისო უნივერსიტეტებზე, და თუ იცით tution free უნივერსიტეტები თუ არის როგორც გერმანიაში. |
temuka1
QUOTE | სწავლებლების ფასები თუ იცი დაწერე რა?? |
მე 10 წლის წინ დავამთავრე და ორ წლიანი მასტერი 36+ ათასი დამიჯდა მარტო სწავლის ღირებულება. აქედან მარტო პირველი სემესტრი გადავიხადე საერთაშორის სტუდენტის ფასი, რომელიც 3 ათასით მეტი იყო. ახლა ისიც კი არ ვიცი ჩემი ფაკულტეტი რა ღირს, მაგრამ ნებისმიერი უნივერსიტეტის ვებსაიტზე არის თუიშენის შესახებ ინფორმაცია, არაა რთული მოძებნა. უფასო უნივერსიტეტები არაა, მაგრამ რაღაც დახმარებები არსებობს, თუმცა, საერთაშორისო სტუდენტისთვის ძალიან შეზღუდული რაოდენებით.
ფასები თქვენ თვითონ მოძებნეთ, მაგრამ მე რამდენიმე უნივერსიტეტზე დაგიწერთ. ტორონტოში სულ სამია - York university, University of Toronto და კოლეჯობიდან შედარებით ახლახან გადაკეთებული Ryerson University, რომელიც სულ უფრო და უფრო იხვეჭს პოპულარულობას. იორკი ქალაქგარეთაა და ძალიან არაპრეზენტაბელური ქემფუსი აქვს, თუმცა ჩემი მშობლიური უნივერსიტეტია და იქ მისვლა ყოველთვის თბილ, ნოსტალგიურ გრძნობას მიღვიძებს. ტორონტოს და რაიერსონის უნივერსიტეტები ტორონტოს გულშია და ორივე ძალიან მომწონს, განსაკუთრებით კი იუ ოF თი (ტორონტოს უნივერსიტეტს როგორც ეძახის ყველა). ისე, ტორონტოს უნივერსიტეტს მარტო ერთი ქემფუსი არა აქვს. კიდევ ძალიან მომწონს University of Waterloo, რომელიც ტორონტოდან დაახლოებით 100 კილომეტრში მდებარეობს. ვოთერლუს უნივერსიტეტს უძლიერესი ქო-ოფ პროგრამა აქვს, ანუ სტუდენტები წელიწადში ერთ სემესტრს სამსახურში ატარებენ, თუმცა, საერთაშორისო სტუდენტებისთვის არ ვიცი ეს პროგრამა როგორ მუშაობს.
ტორონტოში კოლეჯი თუ გაინტერესებთ, ძირითადად სამი გამიგია - Seneca College, Humber College და George Brown College. სამივე საკმაოდ პრესტიჟულია, მაგრამ ცხადია მათი დამთავრება იგივე კარიერულ პერსპექტივებს არ აძლევს ადამიანს, როგორსაც უნივერსიტეტი. + არც ის ვიცი ვიზის მიღების ამბავი როგორ იქნება და მათი დიპლომი ემიგრაციაზეც თუ დაეხმარება ადამიანს.
თუ თქვენ თვითონ ხართ დაინტერესებული რომელიმე კოლეჯით და რამე ისეთი ინფორმაციის გაგება გინდათ, რაც ვებსაიტზე ვერ მოიპოვება (მაგალითად, მათი რეალური და არა სარეკლამო ბუკლეტების მიხედვით გაბერილი რეპუტაცია), შეგიძლიათ მკითხოთ და გიპასუხებთ. მაგრამ საწყისი გამოკვლევა თქვენ თვითონ უნდა ჩაატაროთ. ადრეც დავწერე და გავიმეორებ, ვისაც იმისი ნერვები და დრო არა აქვს, რომ ვებსაიტებში იქექოს და ინფო მოიძიოს, ჯობია სტუდენტად ჩამოსვლაზე არც იფიქროს იმიტომ, რომ ზღვა ესაიმენტების გაკეთება მოგიწევთ და ყოველთვის გექნებათ ინფორმაცია მოსაძიებელი. ახლა თუ გეზარებათ, როდესაც შეიძლება ამაზე თქვენი ბედი ეკიდოს, მერე რაღას იზამთ?
Valentino
QUOTE | არ ვიცი რომელი თაობის ხართ მაგრამ ჩვენ სადღაც 20 წლიანი ჩავარდნა გვაქვს, ამ დროის განმავლობაში ხალხის უმრავლესობა, ყველაზე არ ვლაპარაკობ, ყოველდღიურ ბრძოლაში იყო გაჭირვებასთან, შიდა და გარე მტრებთან, კრიმინალთან, და ქვეყანაში იყო საერთო ემოციონალური დაძაბულობის ფონი, რომელს ამ ქვეყანაში მცხოვრები ჩვილი ბავშვიც კი გრძნობდა. ეს ყველაფერი კაია დაბალი დოზით ისევე როგორც სუსტი რადიაციული ფონი რომელიც განვითარებაში, მუტაციაში და გარემოსთან ადაპტაციაში გეხმარება, მაგრამ როცა მაღალია რადიაცია ის ან კლავს ან ამახინჯებს ცოცხალ ორგანიზმს.და ამ 20 წელიწადს ვინც ჯანმრთელად გადაურჩა როგორც მინიმუმ დიდი დრო დაკარგ რომელიც თვითგანვითარებისთვის შეეძლო მოეხმარა.ცხადია ამ ყველაფერს გამოვლილი ხალხისთვის არალეგალად ყოფნა დიდი სირთულე არაა ამ ყველაფრის მერე, მაშინ როცა სხვა ალტერნატივაც არ აქვთ მანდ მოხვედრის. ტაკ ჩტო it's all to be understood |
43 წლის ვარ და იმ გაჭირვების და უბედურების ჩემი წილი მეც გამოვიარე. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრზე მეტი თუ არა, ნაკლები დანაკარგით არ გამოვსულვარ ოთხმოცდაათიანი წლების პირველი ნახევრიდან.
გარკვეულწილად შეიძლება გეთანხმებოდე, მაგრამ ეგრე ყველაფრის გამართლება შეიძლება - ქურდობისაც, მკვლელობისაც. ნათესავმა მითხრა ერთხელ, ცოტასაც დავიცდი და მერე მეზობელს შევუვარდები და ყველაფერს წავართმევ, აბა ჩემს შვილს შიოდეს და იმისი ხორცს ჭამდესო? ჰოდა, ვამართლოთ ეგეთი საშუალებით მიღწეული მიზნები და ვიყოთ. მერე მათი შვილები გაიმართლებენ თავს იმით, რომ ჩვენმა მშობლებმა 20 წელი დაკარგეს და სხვა გზა არ ქონდათ და მეც ასე გამზარდეს და ასეთი მენტალიტეტი მაქვს და ახლა მე არა მაქვს სხვა გზაო. არადა, ხმას არც ამოვიღებდი, კანადაში ემიგრაციის ასეთი ლიბერალური კანონები რომ არ იყოს. ხალხის უმრავლესობა სკილდ ვორკერების კლასით ჩამოდის და მარტო საქართველომ გამოიარა ომი და უბედურება, სხვა არავინ? თუნდაც ყოფილი საბჭოთა კავშირიდან. თუნდაც ავღანეთიდან. ყოფილი იუგოსლავიიდან...
არ მახსოვს თუ დავწერე: ერთი ბაბუა გავიცანი, შვილიშვილები დაყავდა პარკში, ალბათ 70-75 წლამდე იქნებოდა. ის და მისი მეუღლე შვილთან ვიზიტორად ჩამოვიდნენ და ჩაბარდნენ. ვკითხე, სპონსორობა რატომ არ გაგიკეთეს მეთქი. სპონსორობა რომ გაეკეთებინათ, 10 წელი სახელმწიფო კაპიკს არ მოგვცემდა და ახლა თვეში 1,000 დოლარამდე ვიღებთო. მართალიც იყო, დედამთილი 5 წლის წინ დავასპონსორე და კიდევ 5 წელი პენსია არ ეკუთვნის. არც სხვა რამე დახმარება.
გავიდა რამდენიმე წელი და სასამართლომ დეპორტაციის განაჩენი გამოუტანათ. მთელი ამ დროის განმავლობაში ყოველთვიურად კაი მსუქან თანხას იღებდნენ, ცოლმა უფასოდ ფეხის ოპერაცია გაიკეთა, ქმარმა თვალის... ჰოდა, ერთ დღესაც შემომჩივლა, კრედიტ კარტას არ მაძლევენო. მე გასწავლი მეთქი, ჩემს ქმარსაც არ აძლევდნენ, 500 დოლარი დადე ანგარიშზე და მოგცემენ კარტას. მერე რომ ისტორია გაგიჩნდება, უკვე დეპოზიტის გარეშეც მოგცემენ მეთქი. ეო, ცხვირი აიბზუა, ეგრე რაში მაწყობს, ეგრე ვიღაც ქალი მიკეთებს და მარტო 800 დოლარს მართმევს, მეგონა შენ უფრო იაფად გამიკეთებდიო. მოკლედ, კარგა ხანი ვერ გამაგებინა, რას გულისხმობდა და მერე აღმოჩნდა, რომ კრედიტ კარტა უნდა აეღო, იქიდან ფული მოეხსნა და ისე წასულიყო თბილისში. თითქოს საკმარისად არ მოწველა კანადა, თითქოს ვინმეს მისი რამე ვალი ქონდა. აი თქვენ თუ გინდათ გაამართლეთ 70 წლის კაცის ასეთი საქციელი და მე კი მსგავს რამეზე გული მერევა. ის ფული, რომელიც უსამართლოდ და უსინდისოდ მიითვისა, ჩემი ხელფასის ტაქსებიდან წავიდა და შეიძლებოდა ჩემი შვილის სკოლაში ახალ მერხებს მოხმარებოდა.
ყველაზე "სასაცილო" ის იყო, რომ მისი შვილი აქ საკმაო ფულს შოულობს და არ უჭირთ. ათასი ტყუილი რომ არ მოეგონებინათ და პირდაპირ სპონსორობა გაეკეთებინათ, დეპორტაცია არ მოუწევდათ.
მოკლედ რა, არ მინდა ამ საკითხზე კამათის გაგრძელება...
--------------------
Whatever the f#$% it takes!
|