მე შემიძლია ჩემი აზრი გითხრა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მართლა ასეა

საქმე იმაშია, რომ ჩემი აზრით ამერიკას კანადის მიმართ დიდი ძმის კომპლექსები - რუსეთს რომ ქონდა საქართველოს მიმართ დაახლოებით ისეთი.
ამერიკაში ფიქრობენ, რომ ყველას, მათ შორის კანადელებსაც, ამერიკაში უნდათ ცხოვრება.
კანადაში ემიგრაცია შედარებით იოლია, ამიტომ ამერიკელების აზრით, ადამიანმა შეიძლება მიმართოს კანადის ემიგრაციაზე მხოლოდ იმ მიზნით, რომ მერე ამერიკაში გადაიპაროს.
შეიძლება არაა ასე და მე ვაბრალებ, მაგრამ მე ეს მგონია მიზეზი.
ამერიკის ვიზაზე ორჯერ მივიღე უარი კანადაში ყოფნის დროს

საქმეზე მჭირდებოდა წასვლა და ერთი წამით არ მიფიქრია დარჩენა.
მეორედ რა სიტუაციაში ვიყავი:
კანადაში ქმარს და 6 წლის შვილს ვტოვებდი და უნივერსიტეტში მესამე სემესტრში ვსწავლობდი (ერთიღა მქონდა დარჩენილი).
6 თვიან ვიზას ვითხოვდი და ვიზის ვადა უნივერსიტეტის დამთავრებამდე გადიოდა.
ანუ, იმ ხისთავიანმა

ვინც მე უარი მითხრა, დაუშვა, რომ ქმარ-შვილს დავტოვებდი და უნივერსიტეტში ორწლიან ღამის თევებით სწავლას და 30 ათასს დოლარ სწავლის ფულს გადავყრიდი, ოღონდაც ამერიკაში დავრჩენილიყავი.
ახლა კი შემიძლია თუ მინდა შოფინგზე ვიარო ყოველდღე ამერიკაში, და ძალიან თუ მოვინდომე სამსახურსაც შედარებით იოლად ვიშოვნი, მაგრამ რა დამრჩენია?
მეტი საქმე არა მაქვს კანადიდან ამერიკაში გადავიდე.