უნივერსიტეტიდან მოწვევა გადახდამდე მოგდის, ვფიქრობ, რომ კოლეჯშიც ასევე იქნება.
ერთადერთი რასაც რისკავ, არის აპლიკაციის თანხა, რომელიც 10 წლის წინ 40-50 დოლარამდე იყო.
ასე იყო ჩემს სპეციალობაზე და თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ შენთანაც ეგრე იქნება.
თუ კოლეჯს ამოარჩევ, შეგიძლია ინტერნეიშენალ სტუდენტ სერვისებს იმეილი გაუგზავნო და ისინი უფრო ზუსტად გიპასუხებენ.
საელჩოზე ჩემს პირად გამოცდილებას დაგიწერ, თუ გინდა.
მოკლედ, სადღაც მაისის ბოლოს გავაგზავნე საბუთები და სამ კვირაში დამირეკეს, ინტერვიუა საჭიროო.
გავაგზავნე დიეიჩელი პასპორტის გამოსაგზავნად (საბუთებს რომ აგზავნი პასპორტს აყოლებ და მერე უპასპორტოდ ხომ ვერ ჩახვალ თურქეთში)
ინტერვიუზე დაგვიბარეს მე და ჩემი ქმარი, შვილი მცირეწლოვანი იყო.
როდესაც საკონსულოში მივედით, გასაუბრებაზე მარტო მე შემიყვანეს.
ინტერვიუ ტარდება ისეთ სიტუაციაში, კინოებში რომ ციხეებშია ხოლმე. ანუ, მინის ერთ მხარეს მე ვიჯექი და მეორე მხარეს საკონსულოს ოფიცერი და თურქი თარჯიმანი.
რა ენაზე გინდა ინტერვიუ, თურქულად, ინგლისურად თუ ფრანგულადო

ინგლისურად და არ მჭირდება თარჯიმანი მეთქი.
ამის მერე დამისვა ზუსტად სამი შეკითხვა:
1. რატომ გინდა ამ უნივერსიტეტში წასვლა
2. სასწავლებელი ფული როგორ მოაგროვე
3. როგორ დამარწმუნებ, რომ სწავლის დამთავრების მერე კანადაში არ დარჩები.
ჩემი პასუხები იყო შემდეგი:
1. ვაჩვენე ჩემი ტოიფელის და ჯიმატის ქულები და ამერიკის რამდენიმე უნივერსიტეტიდან მიღების წერილი - მათ შორის ერთი ყველაფრის 80%-მდე მინაზღაურებდა. ამასთანავე ვაჩვენე უნივერსიტეტების რეიტინგები და ის, რომ ამერიკის ყველა უნივერსიტეტი ჩემს მიერ ამორჩეულ კანადისაზე უფრო უკან იყო.
2. მაშინ თურქეთის ერთერთი ძალიან ცნობილი და მდიდარი ფირმის საქართველოს ფილიალში(სავით) ვმუშაობდი და ძალიან მაღალი ხელფასი მქონდა. ამ კომპანიის ჰედლეთერზე დაბეჭდილმა ცნობა მივუტანე.
3. ვუთხარი, რომ საქართველოში ვტოვებდი ოჯახს, მეგობრებს და მაღალანაზღაურებად სამსახურს, ვიყავი ამბიციური და კანონმორჩილი.
მთელი ინტერვიუ 4-5 წუთი გრძელდებოდა და თანხმობა მივიღე.
წამოვედით უკან საქართველოში და გავაგზავნეთ მერე პასპორტები უკან. 17 აგვისტოს ბილეთი გვქონდა და სადღაც 10 აგვისტოს ჩამოგვივიდა ვიზები, ნერვიულობისგან კინაღამ გავაფრინე

ახლა შენს კითხვას რომ ვუპასუხო იმაზე, თუ რატომ შეიძლება საელჩომ არ გაგიშვას, ალბათ თუ ამ და მსგავს კითხვებზე თუ დამაჯერებლად ვერ უპასუხე, იმ შემთხვევაში.
რაც შეეხება კოლეჯების შესახებ ინფორმაციებს, ქვებექში ვერაფრით დაგეხმარები

ისე, ამ გზას (სტუდენტად ჩამოსვლა და იქიდან ემიგრაციაზე მიმართვა) ერთი რისკი აქვს:
სკილდ ვორკერის სტატუსზე კანადიდან მიმართვა არ შეიძლება. საბუთების შევსებისას სადაც იმყოფები, თუ იქ 6 თვე მაინც დარჩები, მაშინ იმ ქვეყანაში უნდა მიმართო, თუ არადა მაშინ შენი მუდმივი საცხოვრებელის მიხედვით. ანუ, საქართველოში ყოფნისას თურქეთში უნდა მიმართო (ისე, მგონი საკონსულო გაიხსნა თუ იხსნებაო საქართველოშიც) და კანადაში ყოფნისას ამერიკაში მიმართავ.
ამის მერე თუ ინტერვიუზე დაგიბარეს და ამერიკის ვიზა ვერ აიღე, ეს სერიოზულ პრობლემებს შეგიქმნის.
ushuaiaკარგი რა, არ მინდა გამუდმებით პირში გვარდებოდე, მაგრამ რაებს წერ გადამრიე

რა ასაკობრივი შეზღუდვა, შენ ეს საქართველო ხომ არ გგონია?
ჩემს კურსზე 50 წლის ქალი სწავლობდა, სხვათაშორის.