სიგარეტი - ე.წ. "მავნე ჩვევა"ადამიანი დაბადებიდან მხოლოდ რამოდენიმე თანდაყოლილ ფიზიკურ ჩვევას ფლობს, მათ შორის თვალის ხამხამს, ტკივილისაგან თავის არიდების მცდელობასა და ყველაზე მთავარს, სხვათაგან სხვადასხვა უნარებისა თუ ქცევებით ათვისების შესანიშნავ უნარს, რაც ცხოველებს ან ძალიან დაბალ დონეზე ან საერთოდ არ ახასიათებთ. ადამიანი ამ დროს სწავლობს ენას, იძენს ცალკეულ დადებითსა და უარყოფით მანერებს, რომელსაც იგი პატარაობიდანვე ხედავს ჯერ თავის ოჯახში, შემდეგ სკოლაში, ტელევიზორში, უნივერსიტეტსა და სხვაგან. თანდათან ადამიანი ყალიბდება მოაზროვნე და ქმედუნარიან არსებად და მასში ინსტიქტები უკანა პლანზე გადადის, ითრგუნება ან იმართება. ეს ყველაფერი კი სოციალიზაციის პროცესი გახლავთ.
სოციალიზაცია ერთჯერადი პროცესი არ გახლავთ. ის მთელი ცხოვრების განმავლობაში გრძელდება. ამ ხანებში ადამიანი იძენს და სწავლობს ისეთ ქმედებებს, რაც მთელი ცხოვრების განმავლობაში მის თანამგზავრად და ჩვეულ ნაწილად იქცევა. ადამიანთა ნაწილი გარდატეხის ასაკში იწყებს დალევას, ნაწილი უფრო მოგვიანებით მოწევით კავდება, სრულწლოვანებისათვის კი სექსი სიამოვნების მიღების ერთ-ერთ მთავარ წყაროდ გვევლინება. ეს ჩველი პროცესებია, რომელიც ყველა ადამიანმა უნდა განვლოს, მაგრამ რა არის პროცესი?!
როდესაც ადამიანი წუხს, შია, წყურია, გაბრაზებულია, მოწყენილია, გახარებულია ან რაიმე სტკივა, განიცდის შინაგან აღგზნებას, რომელიც აუცილებლად უნდა დაიცხროს ადამიანმა. მაგალითად მშიერი საჭმელს შეჭამს, მწყურვალე წყალს დალევს, ლამაზი ქალის შემხედვარე მამაკაცი ფულს იშოვის და ქალებში წავა, დასიცხული ბასეინზე წავა, განერვიულებული ან წიგნს წაიკითხავს, ან კედელს ურტყამს თავს ან ვინმეზე ამოიყრის ჯავრს და გაუვლის... ანუ პროცესი, რომელიც ადამიანში მიმდინარეობს გვავალდებულებს ჩვენ დავემორჩილოთ მას და ავუსრულოთ მოთხოვნები. მაგალითად თუ ადამიანი იწყებს მოწევას, ესე იგი მისი ასეთი საქციელი შიდა პროცესებისაგან იყო გამოწვეული. მას უნდოდა მიეღო მეტი სიამოვნება, დაძაბული დღის განმავლობაში ან რაიმეს მოლოდინში ყურადღება გადაეტანა რაიმეზე და უბრალოდ მომწყდარიყო ამწუთიერ რეალობას. მან თავის თავში წარმოქმნილი აღგზება ჩაახშო, მან მოწია სიგარეტი. რადგანაც მისი ყოველდღიური ცხოვრება ასეთი დაძაბულობებით არის სავსე, რადგანაც ადამიანი სიამოვნების მაძიებელი არსებაა, მისთვის სასურველი და მისაბაძია მუდმივად ჰქონდეს გამოსავალი, გზა, რომლითაც თავს დააღწევს ყოველდღიურ სტრესს. იგი ხსნად სიგარეტის ერთ ღერში ხედავს. ამ დროს ყალიბდება წმიდნა ფსიქოლოგირი დამოკიდებულება. საუბარი იმის შესახებ რომ სიგარეტი ადამიანს ბიოლოგიურად იმორჩილებს და იმონებს არის მცდარი, რადგან ცეცხლის დანთებასა და შეშის წვაზე დამოკიდებული ვერასდროს ვერ გახდები, თუ უბრალოდ არ გცივა, ხოლო თუ გცივა, უბრალოდ ამის გამოსასწორებლად დაანთებ ცეცხლს და გათბები. ფსიქოლოგიური დამოკიდებულებისაგან თავის დაღწევა კი ადვილი საქმე არ გახლავთ. რადგანც ჩვენი ცხოვრება, ხშირად ერთი და იმავე სცენარით მიედინება, შესაბამისად ვაწყდებით დაახლოებით მსგავს სიტუაციებს, სირთულეებს ან ლხინს, რომელიც ჩვენში გარკვეულ აღგზნებას აღძრავს. ჩვენ მის ჩასახშობად ვიყენებთ აპრობირებულ, ადრე ნაცად ხერხს - სიგარეტს...
სიგარეტის მოწევის პროცესი არ წარმოადგენს მაინცდამაინც რაიმე განსაკუთრებულ ფენომენსა და მოვლენას. მე საჭმელს კათებ, მე ხელებს ვიბან, მე ცეცხლს ვანთებ, მე ვჭამ, მე ვსწავლობ, მე მძინავს, მე ვთოხნი, მე ვეწევი, მე ტელესკოპით ვარსკვლავებსა და შემდეგ მეზობლად მცხოვრებ ლამაზ ქალებს ვაკვირდები, რომელთაგან ზოგი გათხოვილი ზოგიც გაუთხოვარია... დიახ ეს ის შესაძლო ქმედებები და მოვლენებია, რომელსაც მე (პირობითად) დღის ან კვირის განმავლობაში ვახორციელებ. მაგრამ არც ერთი მათგანისათვის რაიმე ზედმეტი პრიორიტეტი არ მიმინიჭებია და არც ბევრს ვლაყბობ. არ დავდივარ უნივერსიტეტში და არ ვამბობ "იცით მე მაგრი საჭმელი ვჭამე გუშინ", "იცით მე ხელები დავიბანე დღეს" ან "იცით მე დღეს ტელესკოპში ჩავიხედე"... ალბათ ასე რომ დავიწყო მეტყველება, მარტივად რომ ვთქვათ გიჟი ვეგონები. მაგრამ სამწუხაროდ მწეველი ადამიანის ცხოვრება სოციალურ ზეგავლენას განიცდის. მისი ერთი, შეიძლება არაფრით გამორჩეული ქმედება, სიგარეტის მოწევა, განიცდის მაქსიმალიზაციას. "ხედავ შენ იმის გოგო ეწევა".. "როგორ კადრულობს ეგ უნამუსო".. სასაცილოა, ნამდვილად სასაცილო. ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩარევა და გაკონტროლება იმის რაც არსებითად არაფრით გამორჩეულია, არის ერთგვარი დანაშაული. თუ მე წავალ ჯვრის მონასტერში, ავიტან "დიდოსტატი კონსტანტინეს მარჯვენას" და დავიწყებ გიორგი I-ის ნადირობის სცენის კითხვას, გავხედავ ჩამავალ სხივებს და თვალწინ დამიდგება ძველი დრო, ამით დიდ სიამოვნებას მივიღებ. მაგრამ ბევრისათვის ეს სიამოვნება კი არა უაზრო რომანტიზმი იქნება. რა ვქნა ახლა მე?! მივვარდე და ყელში ვწვდე, რატომ არ მოგწონს ჩამავალი მზის სხივების ცქერა შე უსინდისო-მეთქი?! გაგეცინათ არა?! მაგრამ მისთვის შეიძლება სიამოვნების მიღების საშუალება იყოს ჯიპში ჯდომა, ფეხების ფანჯრიდან გადაყოფა და სიგარეტის გაბოლება. რა ვქნა მერე მე?! მისთვის სიამოვნების მიღების საშუალება სწორედ ეს გზა, უბრალოდ გემოვნებისა და შეხედულების საკითხია. მეტი?!
დიახ, თუ ღრმად ჩავუკვირდებით სიგარეტის მოწევა სულაც არ არის განსაკუთრებული მოვლენა, ან მეტიც, საერთოდ არავითარი მოვლენა არ არის, როგორც საღეჭი რეზინით პირის გამოტენვა და ღეჭვა. საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებზე, რა თქმა უნდა, არც ერთი ისეთი ქცევა, რომელიც სხვას აღიზიანებს და იწვევს (პოტენციურად მაინც), მაშინ ასეთი აქტის განხორციელება მიუღებელი და უბრალოდ კულტურის ამბავია. მაგრამ ადამიანი, თუ თავისთვის, მეგობრის ვილაში, საღამოთი ზის და ეწევა, ამით არც არაფერი ხდება, რადგან ის ისევე ერთობა როგორც მიწის მთხრელები ერთობიან ხოლმე.
თუმცა, ეს რას ნიშნავს, რომ მოწევა კარგია?!
არა, მეგობრებო, მოწევა საბოლოო ჯამში ცუდია, ცუდია ისევ და ისევ ჩვენი ჯანმრთელობისა და გარემომყოფთათვის. ვინც არ ეწევა მას უფრო დიდი ფიზიკური გამძლეობის უნარი აქვს. მას არც ბევრი ფული არ ეხარჯება და სიამოვნების მიღების ალტერტანიული საშუალებები უფრო ბევრი აქვს ვიდრე მწეველს (მწევ. - ფსიქოლოგირი დამოკიდებულების გამო).
როგორ დავანებოთ სიგარეტს თავი?!
ოჰო, რთული საკითხია, ნამდვილად რთული, მაგრამ პასუხი ადვილი აქვს. შევცვალოთ ჩვენ იგრვლივ არსებული გარემო. მოვაწყოთ ახლებურად ოთახი, შევიცვალოთ პოლიტიკური მრწამსი, წავიკითხოთ ახალი წიგნები, ვისწავლოთ ახალი საგნები და სფეროები, აღარ ვიაროთ ერთსა და იმავე თავშეყრის ადგილებზე ერთი და იგივე ხალხთან ერთად, ვიყიდოთ ახალი ტანსაცმელი და ბოლოს, ყველაფერი ცხადი გახდება, სიამოვნების მიღებისა და აღგზნების ჩასახშობად ახალი საშუალების მიღება მოგვინდება. "სიგარეტის დედაც"...
---------------------
დიდი მადლობა..
პ.ს. არ ვეწევი!
რუსეთის მიზანი საქართველოს დაჩლუნგება, დამონება და საბოლოოდ რუკიდან გაქრობაა. ყველა, ვისაც რუსეთის სჯერა და რუსეთისაკენ მიისწრაფვის ან მიზანმიმართულად აკეთებს ამას და მტრობს თავის სამშობლოს ან რუსეთის მიერ მართული ბრიყვია.
საქართველოსათვის ევროპა ისტორიულ-ცივილიზაციური არჩევანია.