ახლა ავდგები და ყველა განყოფილებაში გავხსნი თემებს რომ არამწეველები მხარში დაუდგნენ ამ თემას,
შევქმნი ჩქაროსან ჯარს, აღვჭურვავ გესლიანი პოსტებით და მძიმე სიტყვა არტილერიით
დავძრავ ჯარს ჯენერალისაკენ, სადაც განთავსებულია მტრის (მწეველთა) ბანაკი.
შევერკინები ამ თემაში მოაქტიურე მწეველთა და ბარბაროსთა რაზმებს,
განვდევნი მათ ჩვენი მიწა-წყლიდან (აქ მუსიკა მაღლდება)...
GeorgeSword_ს ტახტიდან ჩამოვაგდებ და თავს მოდერად ვიკურთხებ
შემდეგ კი თემას ავპინავ და დედათემად გამოვაცხადებ
მტრებს კი უსათაუროს საზღვრებს იქითაც დავეწევი და შევმუსრავ, რომ უკან დაბრუნება ვერ შეძლონ
მეფე "კახა I მვორნავი"

პ.ს. ხოხობი ვერსად ჩავაკვეხე
This post has been edited by SCO on 29 Oct 2009, 22:03