კარგით რა - ნუ მოწყდეით ხოლმე ჭაპაანთ ყორესავით
მაგათია ეგ ცეკვა, თბილისელი კინტოები ცეკვავდნენ.
კინტოები კი ძირითადად სომხები იყვნენ.
აი რა გულით და ეშხითაც ცეკვავდნე, მაგ გულით და ეშხით იყვნენ ნეტა დღევანდელი სომხები.
ცოტა მსუბუქად მიიღეთ რაღაცეები და მორჩით თითის გაშვერას.
ეს ლექსი ერთ საიტზე ვნახე და ჩემს სომეხ მეზობელს ამოუბეჭდე.
რა გაიხარა....
მთელი დღე დადის და ღიღინებს

, ეს კაცი რომ თბილისელია, ეგეთი ბევრმა ინატროს..
ესეც ლექსი, ამას ასე მარტო თბილისელი სომეხო თუ იტყვის.
გიცქერამ და ვერა ვძღები, ტუსკლად განაშუქნებო,
კირპიჩ–კირპიჩ ნაოფლარო ძველ თბილისის უბნებო,
პურმარილით სამსეებო მეიდანის დუქნებო,
ქალაქურო რამეებო, ნაქნებო და უქნებო,
ტრამვაების ბაქნებო და კინტაურის ბუქნებო,
ჩემ ბუტკის წინ ჩამოვლილო ლამაზ ქალის ტუფლებო,
მაგ ტუფლების პატრონებო, აქაურო კუკლებო,
და მაგათო პრელესტებო, წინებო და უკნებო,
გინდ ქალაქის სტუმარებო, ბლანდინკებო–მსუქნებო,
ვაი, მამაჯან, რა ლამაზი ულიბკების მჩუქნებო,
რუბიკასთვის მუქთებო და გემრიელო ლუკმებო,
ცავატანემ ტაკნებო და წაღკესნუმემ ტუკნებო,
რაზრეშიტე აღტაცობის დავუარო შალახო,
გამარჯობა, ჩემო თბილის–ქაა–ლაა–ქოოო…
ა–ვო–იეეეე!