უნდა დაისაჯოს, რა თქმა უნდა მაგრამ დასჯის მეთოდს გააჩნია და დანაშაულსაც. ყველაზე მარტივი და აპრობირებული მგონი საკლასო ოთახის დატოვებაა, შემდეგ ნიშნის არ დაწერა და რა თქმა უნდა, აუცილებლად, მშობლის საქმის კურსში ჩაყენებაა მაგრამ არავითარ შემთხვევაში ცემა და ხელის აწევა, ამით უფრო უჩნდება პროტესტი მოსწავლეს და ბოროტდება. როგორც სიკეთე და მიმტევებლობა, ასევე სიმკაცრე და ბოროტებაა გადამდები. შესაძლოა ამის გამო, კომპლექსების და ძალადობის გამო ბოროტმოქმედი და ხულიგანი გაიზარდოს ბავშვი. საკუთარი და სხვისი ცხოვრება დაღუპოს, თუნდაც მხოლოდ ერთი, ბავშვობაში გაწნული სილის გამო, რომელიც თანატოლების თანდასწრებით მასწავლებელმა გაარტყა და ეს მისთვის ჩვეულებრივი სადამსჯელო მეთოდო იყო მაგრამ ბავშვს შესაძლოა გულში ჩარჩეს ხინჯად.
მაგალითად მე, ორი შემთხვევა მახსენდება, ერთი იყო, როცა ქიმიის მასწავლებელმა ცარცი მესროლა დაფასთან, მხოლოდ იმიტომ, რომ მისი ნაკარნახევის დაწერას ვერ ვასწრებდი და არც მესმოდა. არც კი მომხვედრია ცარცი მაგრამ იმის მერე ქიმიის გაკვეთილზე აღარ შევსულვარ, წიგნიც კი არ გადამიშლია, როცა ძალიან მიყვარდა ქიმია და ფრიადოსანი ვიყავი, მგონი კლასში მხოლოდ მე ვსწავლობდი ქიმია

მთელს სკოლაში თუ არა.
და მეორე, როცა ისტორიის გაკვეთილი გავაცდინე და "შატალოზე" წავედი (ბოლო გაკვეთილი იყო და..), მასწავლებელმა ისე ზრდილობიანად და მშვიდად მისაყვედურა, რომ სინდისმა შემიღიტინა, არ მეგონა ასე თუ ეწყინებოდა და ასეთი რეაქცია ექნებოდა. მას მერე ვეღარც ვაცდენდი და ვცდილობდი დანაშაული გაკვეთილის სწავლით გამომესწორებინა.
ალბათ მოსწავლესაც გააჩნია მაგრამ ჩემი აზრით - არავითარ შემთხვევაში დამცირება, ზეწოლა, ცემა და ძალადობა კარგს არაფერს მოიტანს.