დადაჯერ არაა მოიცა ეხლა ეშმაკები უზამენ...

>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>
დეკემბრის ცივი საღამო იყო. ახალი წლის მოახლოვება ქუჩებში უკვე იგრძნობოდა. საახალწლო ნაძვისხესავით მორთული სახლები, ხეები, ძალზედ მხიარულ განწყობას ჰგვრიდა ქალაქს. თოვლი ჯერ არსად ჩანდა, შობამდე კი სულ რამდენიმე დღე იყო დარჩენილი. უცბათ გაითიშა გლობალი (ლოკალიც შენელდა) ქალაქი მოიცვა პანიკამ... ყველა გაიძახოდა მამია ჩამოკიდეთ მამია ჩამოკიდეთო თუმცა მამია არსად ჩანდა... და აი შობაც გათენდა გლობალი როგორც ყოველთვის მკვდარი იყო... ამ დროს ერთ-ერთ რესტორანში ორი თბილისელი ჰაკერი ღორის მწვადს შეექცეოდა, ამ დროს კუთხეში გაისმა საშინელი წრიპინის ხმა "ოფიციანტ 4 ხინკალი მოგვიტანეთ"... ჰაკერებმა შეხედეს ერთმანეთს თვალებში და მიხვდნენ რომ ამ წუთას ამოხეთქავდა ის ჯოჯოხეთური სიძულვილი რაც წლების განმავლობაში გროვდებოდა ვინაიდან 4 ხინკალი სწორედაც რომ მამიამ შეუკვეთა...
მიატრიალეს ერთდროულად თავი იმ კუთხისაკენ და დაინახეს, რომ მათი ასეთი სიძულვილის ობიექტს აქეთ- იქით (მარჯვნივ და მარცხნივ) მხარს უმშვენებდა ორი რემბოსავით დაკუნთული და კბილებამდე შეიარაღებული მამაკაცი.
ჰაკერებმა ტკბილად გაუღიმეს ბატონ მამიას და გააგრძელეს ღორის მწვადის ჭამა...
მაგრამ ეს ამბავი სულაც არაა ამ ადამიანებზე.
გვერდით მაგიდასთან ხდებოდა მთავარი ამბავი, რის გამოც ეს მოთხრობა იწერება.
იქ 2 ადმიანი იჯდა, დაახლოებით 40 წლის მამაკაცი და 20 წლის გოგონა. ძალიან დაბნეული სახეები ქონდათ. თუმცა არა, დაბნეულიც არა, რაღაცა სხვა ემოცია იყო მათ სახეებზე. უსიამოვნების მეტყველი თვალები, პირი და პოზა ქონდათ.
მაგიდა თითქმის ცარიელი იყო. 1 მოზრდილი ბოთლი მარტინი იდო და 2 ჭიქა. ასევე საფერფლე, რომელიც სავსე იყო სიგარეტით...
მამაკაცი უყურებდა გოგონას,გოგონას მზერა კი სამი წამის ინტერვალით ინაცვლებდა ჭიქებზე,დუმილი მამაკაცმა დაარღვია:იცი, მე მინდა რაღაც გითხრა რაც აქამდე არავისთვის მითქვამს,თუ არ ჩავთვლით ...და დადუმდა.
ამ დროს ზეცა განათდა და ანგელოზების თვალუწვდენელი არმია გამოჩნდა, რომლებიც ბუკსა და ნაღარას უკრავდნენ . .
გოგონას ყურადღება ეგრევე ანგელოზებისკენ გადაერთო. უკვე მერამდენედ ხდება ესე. ძლივს იკრებს ძალებს მამაკაცი, რომ უთხრას ის, რასაც ამდენი ხანი საიდუმლოდ ინახავს და ყოველთვის ხელისშემშლელი რამ ხდება.
ამჯერადაც მისი ანგელოზები გამოჩნდნენ. განზრახ ჩაშალეს ეს საღამო. რატომღაც არ უნდოდათ, რომ ამ დღეს მომხდარიყო გამოაშკარავება.
ეტყობა რაღაცას უნდა დაელოდოს მამაკაცი
ანგელოზებმა გადაიფრინეს და მიიმალნენ, ჰორიზონტზე ძლივსღა ბჟუტავდა მათი გასხივოსნებული სილუეტები. ჰორიზონტს საიდან ხედავდა გოგო? რა კითხვაა. ფანჯარაში რა თქმა უნდა. ისინი ხომ ეიფელის კოშკის სუუუულ ბოლო სართულზე მიირთმევდნენ მარტინის. ასეთი რომანტიული გარემო... ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც უნდა ეთქვა მისთვის მამაკაცს...
და მამაკაცი მიხვდა რომ წინასწარმეტყველება სრულდებოდა. გაახსენდა ბავშვობაში ნანახი ბოშა ქალი გაშლილი კარტით, რომელმაც უწინასწარმეტყველა ანგელოზების გამოჩენა, სწორედ იმ ღამით როდესაც მისი საყვარელი ქალი მოკვდებოდა . . . გაახსენდა ეს ყველაფერი და მწარედ ატირდა . . . გოგონა ვერ მიმხვდარიყო რა ხდებოდა მათ თავს . . .
ხოდა უცბად გაურკვევლობისა და უხერხულობისგან დაბნეულმა, უზარმაზარი ხინკალი მთლიანად ჩაიდო პირში....
ამ დროს უეცრად მიწა გასკდა და წარმოიქმნა უზარმაზარი უფსკრული, ეს იმდენად ღრმა და იდუმალი უფსკრული იყო რომ გეგონებოდა დედამიწის შუაგულში ჩადიოდაო.... გოგონას მზერა შეჩერდა რაღაც მოძრავ ობიექტებზე რომლებიც მოძვრებოდნენ უფსკრულიდან, ორიოდე წუთში ამოძვრა თვით ლუციფერი და შემზარავი ჯოჯოხეთური ხმით დაუღრიალა ეშმაკებს: მამია მომგვარეეეეეთ მამიაააააააა!!!! ამ დროს მამიას მეოთხე ხინკალი გაუსკდა და შარვალზე გადაესხა ხინკლის გემრიელი წვენი ამიტომაც იგი ვერ ამჩნევდა 40 ეშმაკს რომელიც მოდიოდა მის წასაყვანად, ეშმაკებმა გაკოჭეს მამია სადისტური ქამრებით მიჰგვარეს ლუციფერს და გაუჩინარდნენ უფსკრულის უკიდეგანო სივრცეში... ჰაკერებს გული დასწყდათ რომ მამია ვიღაც ეშმაკებს უნდა ეწამებინათ ხოლო ისინი ეიფელის კოშკზე უნდა ყოფილიყვნენ და გადაწყვიტეს რომ ეშმაკებს მოლაპარაკებოდნენ...
ერთ-ერთმა ჰაკერმა ციმბირელი შამანის სავიზიტო ბარათი მოძებნა საფულეში და მობილურით დაუკავშირდა(ლუციფერის ნომრის გასაგებათ) -----( ჰე ეხლა დიალოგი შეიყვანეთ) :
-ალოოოოOOO, სექსუალური ხმით აიღო შამანკამ თელეფონი, ტურმე სექს პა ტელეფოუზე დაუწყია მუსაობა და შამანობაზე ხელი აუღია...

-გოგვინდა ახიჯაკოვა ხარ
-კი ფისო მე ვარ
This post has been edited by pekineli on 13 Dec 2009, 17:00