მოკლედ რუსული თუ არ მოგწონს ესე იგი ბნელი ხარ

ჩემი ბავშვობა მახსენდება - ღრმა კომუნისტურ ეპოქაში, "სვეტი" ოჯახები ერთმანეთსაც რომ რუსულად ებაზრებოდნენ სახლებში, ბავშვებისთვის რუსებს რომ ქირაობდნენ, ქართველი შვილები რომ რუსულ სკოლებში შეჰყავდათ, აქცენტი თუ გამოერეოდა ვინმეს მშობლიური ენის - ბანძი და გოიმი იყო

რუსები ტყუილად კი არ გვეძახდნენ ყოველთვის "გრუზინსკიე კეკელკი"-ს, აბსოლუტურად მართლები არიან - უნახავმა რა ნახა და რუსიო ჩვენზეა ნათქვამი. ზუსტად იგივე ბაზარია ეხლაც.
ღრმა ბავშვობიდან ვიცოდი რუსული, სკოლამდე, ძველ უბანში გავიზარდე ქურთ და სომეხ და რუს ბავშვებთან ერთად და იმათთან ვისწავლე, სკოლაშიც მოგეხსენებათ რა დონეზე ისწავლებოდა იმ დროს, გრამატიკა გამართულად ვიცოდი, უაქცენტო საუბარი, რუსული ლიტერატურა და.............................ეხლა საერთოდ არაფერი არ მახსოვს

ძალიან დიდი ხანია არაფერში არ მჭირდება საერთოდ, სამსახურიდან აზერებსა და სომხებთან ინგლისურად მიდის მიმოწერაც და ლაპარაკიც, რუსეთში წამსვლელი ათასი წელი არ ვარ სასწაულიც რომ მოხდეს, რუსები ვინც შემხვედრიან უცხოეთში რუსულად რომ მიწყებენ ლაპარაკს აღარ მახსოვს-თქო და ინგლისურზე გადადიან, არ გადავლენ და აი დარდი კიდე რა.
ლიტერატურა კარგი აქვთ, მაგრამ მსოფლიოს სხვა ერებსაც ფანტასტიური ლიტერატურა აქვთ და მაშინ ასევე დაჟინებით უნდა ისწავლო ყველა ქვეყნის ენა, თუ მაინც და მაინც ორიგინალში გინდა ნაწარმოების წაკითხვა, რაც რეალობაში ცოტა არ იყოს ფანტასტიკის სფეროდანაა.
რახან სხვას არ ვიცნობთ და არ გვინახავს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რუსზე და რუსულზე კარგი სხვა არ არის, თან ძალიან ბევრი.
და კიდევ ერთი და მთავარი, მგონი დროა რუსებისვე შერქმეული "კეკელკობის" სტადიიდან ბოლოსდაბოლოს გამოვიდეთ, როგორც იაპონურის ცოდნა, არაბულის ცოდნა, ჩინურის, ფრანგულის და ა.შ. არ ითვლება "დონედ" და "სვენცკობად", ისევე უკვე დროა, რომ რუსულსაც მოვეკიდოთ, მგონი აღარ ამოდის ამ ქვეყნსთვის მზე ისევ ჩრდილოეთიდან და რატომ უყურებთ ისევ როგორც რაღაც განსაკუთრებულს ამ ენას
ეხლა განსხვავებული აზრისთვის რუსებზე და რუსულზე ვიცი გამოსული და ნაკითხი საზოგადოება რადაც შემრაცხავს, მაგრამ მე ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, რომელმაც ბავშვობიდანვე ვიცი როგორია ამ ყველაფრის კისერში ამოყვანა და ვამბობ ჩემს აზრს - არ მევასება და ჩემთვის არანაირად არაფრით გამორჩეული არ არის და მის ასეთ დონეზე საჭიროებას ნამდვილად ვერ ვხედავ სულ ახლო მომავალშიც IMHO