#26012475 · 16 Jun 2011, 20:40 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE | თუ ვნებს დაასაბუთეთ რატომ არის ასე, კოფეინზე დამოკიდებულება იმატებს თუ? smile.gif |
აჰა შენ და ნახე რას ვნებს.
ენერგეტიკული სასმელი არის მატონიზირებელი, რომელიც გვაძლევს მცირეხნიან ენერგიის მოზღვავებას. ადამიანის შინაგანი რესურსები მობილიზდება, მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანის რესურსები უსასრულო არ არის და მისმა მუდმივმა სტიმულირებამ შეიძლება გამოიწვიოს საშინელი შედეგები. ასე რომ, მისმა ყოველღიურმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს საპირისპირო რეზულტატი, სიფხიზლის და ენერგიის მოზღვავების მაგივრად შეიძლება მიიღოთ, მოთენთილობა და დაღლა. ასევე სხვა არასასიამოვნო შედეგებიც: აჩქარებული გულისცემა (ტაქიკარდია), მაღალი წნევა, უძილობა, ასევე შეიძლება გამოიწვიოს საშინელი დეპრესიული მდგომარეობაც.
ენერგეტიკული სასმელების შემცველობა:
1. ნივთიერებები, ნერვული სისტემის ტონიზირებისთვის (კოფეინი, ზრდადი ექსტრაქტი გუარანი და ჟენშენი) 2. ნახშირწყლები - ენერგიის მატარებლები, როგორებიცაა: გლუკოზა, საქაროზა. 3. ნივთიერებათა მასტიმულირებელი ელემენტები: ვიტამინი B და მზგავსი ვიტამინები, მაგალითად ტაურინი. 4. არომატიზატორები და ზაკვები დანამატი.რას გვაძლევენ ეს ნივთიერებები?
უკუჩვენებები
ყველა ენერგეტიკული სასმელი შეიცავს კოფეინს ან კოფეინის შემცველ ზრდად ექსტრაქტებს, ისეთი, როგორიცაა "გუარანი". ერთი ქილა ესეთი სასმელის შეიცავს ნორმაზე 90 მილილიტრ კოფეინს - შესაბამისად დიდ ფინჯან მუქ ყავაში არის 100 მილილიტრი კოფეინი.
კოფეინი და მატონიზირებელი ზრდადი ექსტრაქტები (გურანი, ჟენშენი), სამკურნალო კვების სპეციალისტების თქმით, უკუჩვენებადია ადამიანებზე რომლებსაც აქვთ სუსტი ნერვები, ასევე მათთვის ვინც დაავადებულია გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებით (გულის იშემიური დაავადებები , არითმია და ა.შ.).
ასევე კოფეინი უარყოფითად მოქმედებს კუჭზე და მის მიდამოებზე და შეიძლება გამოიწვიოს წყლული და გასტრიტი. იზოტონიკი
პარალელურად ზემოთხსენებული ენერგეტიკული სასმელებისგან, არსებობს ასევე სპორტსმენებისთვის შემუშავებული ენერგეტიკული სასმელები, მათ ეძახიან იზოტონიკურებს. ისინი არ არიან გაზირებულები და თავიანთ გაცილებით მავნე "ნათესავებისგან" განსხვავებით, არ შეიცავს კოფეინის და გუარინის მსგავს გამოსაფხიზლებელ ნივთიერებებს. მათ შემადგენლობაში შედის ელკარინი, რომელიც ეხმარება ცხიმის დაწვას და კუნთების ტონუსის შენარჩუნებას, ამასთანავე აუმჯობესებს გულის კუნთის მუშაობას, ასევე აღადგენს ვიტამინებს და მინერალებს ფიზიკური დატვირთვის შემდეგ.
აღსანიშნავი უკუჩვენებები არა აქვს იზოტონიკებს. ერთადერთი - ეს არის ინდივიდუალური შეუთავსებლობა რომელიმე კომპონენტთან, რომელიც სასმელის შემადგენლობაში შედის. იზოტონიკები შეიძლება შეიძინოთ სპორტილი კვების მაღაზიებში, ასევე ზოგიერთ სპორტკლუბში. ისინი არის სასმელის ან ფხვნილის სახით, არომატიზატორებთან ერთად ან მათ გარეშე. სასმელი მზადაა მისაღებად და ფხვნილისთვის საჭიროა წყალში კარგად გახსნა.
მარა მე პირადად მაგრად მკიდია ეს და საკმაოდ ხშირი მომხმარებელი ვარ, „ RED BULL +1, და კიდე ORANGINA თუ ვინმეს გაქვთ გასინჯული შუშის ბოთლებშია.
--------------------
1. Honda Civic 1.4 IS 90HP 2. Audi TT 1.8 Turbo 225HP 3. Honda CRX Del Sol 1.6 Vtec 126HP 4. Nissan Xterra 4.0 261HP 5. Honda Accord Euro R 2.2 Vtec 220+HP 6. Nissan Fairlady Z350 3.5 287HP 7. Honda Civic 1.4 75HP 8. Jeep Wrangler Unlimited X 196HP
|