Irakli.Bსაავტომობილო გზების ნაწილზე მოძრაობა კვლავ შეზღუდულია
რთული კლიმატური პირობების გამო, საქართველოს საავტომობილო გზების ნაწილზე ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვები დღესაც გრძელდება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ზვავსაშიშროებისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
ამავე გზის მლეთა-გუდაურისა და კობი-სტეფანწმინდას მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზებზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
გზის დანარჩენ მონაკვეთებში მოძრაობა თავისუფალია.
http://www.interpressnews.ge/ge/index.php/....html&hd_line=1