ეს ხომ არის ლექსი?
დედაშენი -
რვა ნომერ კენტს აბოლებს,
ჩემი ნენე -
მჭადზე ასვამს ჯვარებს,
დედაშენი -
შარვლით ტაძარს ამდორებს,
ჩემი ნენე -
ჩადრში მალავს ხატებს.
დედაშენი -
მერსედესით დადის და
ჩემი ნენე -
მიუძღვება გუთანს,
დედაშენს ჟა დორეს სუნი ასდის და
ჩემი ნენე ბალახის სუნს სუნთქავს.
თქვენთან როცა რიჟრაჟია მაშინ
ჩვენთან უკვე სულის ორთქლი დგანა,
ბილბორდები გიშრიალებთ - ქარში -
ჩვენს სოფელში იბურძგლება ყანა.
დედაშენის ვარცხნილობა კარე,
ჩემი ნენე წელზე იშლის დალალს,
ლეჩაქიდან მხოლოდ თვალებს აჩენს,
დედაშენი მხოლოდ თვალებს მალავს...
ჩემი ნენე წარსულიდან ხვნეშის,
დედაშენი ევროპულად ოხრავს,
თქვენთან ახლა მოდაშია სექსი,
ჩვენთან ბავშვი კვლავ წეროებს მოჰყავს.
დედაშენი ეშმაკის გზას იბედებს,
ჩემი ნენე სამოთხის გზას გაშლის,
დედაშენი თორმეტ აბორტს იკეთებს,
ჩვენ კი უკვე თორმეტნი ვართ სახლში.
ვფიქრობ ასე, ვსლუკუნებ და მტკივა,
სურვილები განცდებს ვეღარ მართავს,
დედაშენი - ქართველ ქალის სახე?!
ჩემს ნენეს კი ეძახიან თათარს!..
ხოდა აგერ პაროდიითაც დატკბით

ლიტერატურულ საიტებზე უკვე კაიფობენ როის ლექსზე

მამაჩემი და მამაშენი
მამაშენი ბევრს ეწევა მარლბოროს,
მამაჩემი კი აბოლებს თუთუნს,
მამაშენი მხიარული კაცია,
მამაჩემი არ ეშვება წუწუნს.
მამაშენი ოპელ ასტრას ატარებს,
მამაჩემი ვერ ყიდულობს ჰამერს,
მამაშენი ბენდში სოლოს ასრულებს,
მამაჩემს კი უძახიან დრამერს.
თქვენთან როცა სატელიტი იჭერს,
ჩვენთან ახლა რადიოლა დგანა,
და ხრინწიან რეპორტაჟებს ვუსმენთ,
ბრაზილია, რომ ვერ უგებს განას.
მამაშენი თმახუჭუჭა კაცია,
მამაჩემი უსაშველოდ მელოტი,
თქვენთან როცა მოდაშია სკუნსი,
ჩვენთან ისევ "ცვეტში" არის ენოტი.
მამაშენი ახალ ტრასას იბედებს,
მამაჩემს კი გზები სულ აერია,
მამაშენი ჩინურ ტატუს იკეთებს,
მამაჩემს კი "ვოლკ ვ წურმე" აწერია
ვფიქრობ, ასე და ვსლუკუნებ , მტკივა,
განცდამ ბევრი ფიქრი ამიგორა,
მამაშენს რომ უძახიან გიოს
მამაჩემს რად უძახიან ჟორას