95 პროცენტით დარწმუნებული ვარ, თუ მანამდე 2012 და რამე ეგეთი არ მოხდა, რა თქმა უნდა,
რომ 40 წლის რომ გავხდები, ჩემს მეუღლესთან ერთად ზამთრის და ზაფხულის შვებულებებს გავატარებ მსოფლიოში მოგზაურობისთვის.
მანამდე ფულის დაგროვებას დავიწყებ, არ ვიყიდი მანქანას, ჩემი ქმრის მანქანით ვივლი, ან ავტობუსებით, როცა იმას არ ეცლება და ფულს მოგზაურობისთვის დავიტოვებ.
გუშინ 2012-ს ვუყურე და როგორ მეტყობა
თუ ამ სამყაროს ამ საუკუნის პირველი 50 წლის მანძილზე აღსრულება უწერია, იმ ცხოვრებაში
მინდა გამახსენდეს ყველა ის ძლიერი კულტურული საგანძური, ნუ ძირითადი მაინც, რაც ამ სამყაროს გააჩნია.
ამიტომ მკაცრი გეგმა გვექნება მე და ჩემს ქმარს და 40 წლიდან 50 წლამდე მსოფლიოს ყველა ლამაზი და საინტერესო ქვეყანა უნდა მოვიაროთ.
შვილების გარეშე. შვილებს მაგ დროს დედაჩემს დავუტოვებ. ერთს დედაჩემს ერთს დედამისს

მოკლედ, 95 % -ით დარწმუნებული ვარ, რომ გავაკეთებ, თუ რა თქმა უნდა, მანამდე რაიმე 2012-ის მსგავსი არ მოხდა.