#21053559 · 9 Aug 2010, 22:36 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE (CladheD @ 6 Feb 2010, 00:10 ) | gulua1
| QUOTE | | ერთი ისეთი ვინმე მაპოვნინეთ ვინც ეგ წითელი მგელი ნახა |
წამოდი, გინდა განახო? კახეთში ტყეში დაგტოვებ ერთი ღამით, ხეზე დაბმულს და დილით შენგან თუ რამე იპოვონ ნიძლავს ჩამოვალ საგარეჯოში რამდენჯერმე მოკლეს ეგ მგელი ბორჯომ ხარაგაულის პარკში ადგილობრივი მეგზური, რომელიც ტურისტებს დაატარებს ტყეში იმან მე მითხრა რომ ამ წითელმა მგელმა, რომელიც არის ძალიან ძლიერი და მარტო ავადმყოფ კი არა ჯანმრთელ ირემსაც ეწევა, რამის სულ გადააშენა ისინი, რის შედეგადაც დათვების არსებობა დგება კითხვის ნიშნის ქვეშ. ასევე მოყვა ამ მგლების მიერ ადამიანების(მათ შორის პატარა ბავშვის) შეჭმის 6-თუ 7 შემთხვევა
მგელი არის აქაურ მგლებზე დიდი, წონაში 90-100 კილო იზრდება. მამაჩემის ნათლულმა მოკლა კახეთის ტრასის ახლოს , წონაში იყო დაახლ 90 კგ
|
ცნობა ვიკიპედიიდან (აქ არ წერია 90 კგ–ზე არაფერი):
წითელი მგელი (Cuon alpinus), მტაცებელი ძუძუმწოვარი ძაღლისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 76-103 სმ, მასა 14-21 კგ. ქვედა ყბაზე მესამე ძირითადი კბილი არ აქვს. საერთო შეფერილობა ჟანგისფერ-წითელია, მუცელი კი უფრო ღია ფერისაა. გავრცელებულია ცენტრალურ და სამხრეთ აზიაში, ინდოჩინურ მალაკის ნახევარკუნძულისა, კუნძულ სუმატრისა და იავის ჩათვლით. ყოფილ სსრკ-ში — შორეული აღმოსავლეთის მთებში, დასავლეთ საიანებზე, შუა აზიაში. ბინადრობს მთებში ალპურ ზონმდე. ყველგან საკმაოდ იშვიათია. აქტიურია უმთავრესად ღამით. ნადირობს ირემზე, ცხვარზე, თხასა და შველზე. მაკეობის ხანგრძლივობა 62-64 დღე გრძელდება. შობს 5-9 ლეკვს. * * *
მართლაც რა ვერაგი ცხოველია ადამიანი. * * *
| QUOTE (A_I @ 5 Feb 2010, 16:17 ) | რა შეეცIT ამ წითელ მგელს. გადავიკითხე ინტერნეტში და რუხი მგელზე პატარაა, ნადირობს მარტო და ადამიანზე დავდასხმის ფაქტი დაფიქსირებული არ ყოფილა არასდროსო. ვერ ერევა დიდ პირუტყვს და ჭამს ძირითადად ბაჭიებს, ვირთხებს და პატარა რქოსან ცხოველებს 
http://en.wikipedia.org/wiki/Red_Wolf
აააა. მაშინ NGOებს ვეღარ შეაგინებთ და.... |
მეც ამას ვიძახი სწორედ.
შიშს დიდი თვალები აქვსო, ამაზეა ნათქვამი...
ინგლისურ ვიკიპედიაშიც არსად წერია 90 კილოგრამიაო.
და კიდევ, საიდან მოგაქვთ ცნობები, რომ ენჯეოებმა შემოიყვანეს ეს წითელი მგელი და გაავრცელეს. მე აქამდე მსგავსი არაფერი მსმენია.
აქამდე ისე ვიცოდი, რომ მგლის რაღაც განსხვავებული ჯიში ჩეჩნეთიდან გადმოვიდა რუსეთთან ომის დროს და გამრავლდა. დიდი კლანჭი აქვსო, კლდეზე დადისო და ჯიხვებს შეუქმნა საფრთხეო, მონადირეები იძახდნენ თუშეთში. მარა ის მგელი როგორ იქნებოდა ისეთი უმოწყალო, ეს მონადირეები რომ ურცხვად მიდიოდნენ და ერთ ნადირობაზე 5–6 ჯიხვს კლავდნენ, ზოგიც ხეობაში უვარდებოდათ და იქიდან ვერ ამოჰქონდათ.
ეჰ! * * * და კიდევ, ყოველ დღე საშინელი მკვლელობები ხდება ჩვენთან, ძმა ძმას კლავს და ნათესავი ნათესავს არ ინდობს. არ ვიცი, მგელი ასეთი სასტიკი არის თუ არა, როგორიც ადამიანი.
და ეს მკვლელობები რომ აღარ მოხდეს, ადამიანებიც ხომ არ "ამოვიღოთ ბუნებიდან" (მინისტრს დავესესხები)?
This post has been edited by mekvle on 9 Aug 2010, 22:53
--------------------
შემოვდგი ფეხი... მეორე ფეხი... ჩემი ფეხები!
|